კლარა ცეტკინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იმისთანა არაენციკლოპედიური ტექსტებია, რომ მართლა სირცხვილია
No edit summary
ხაზი 67:
| შენიშვნები =
}}
გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე. გერმანიისა და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის მონაწილე. გერმანიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი, ქალთა უფლებების აქტივისტი. ცეტკინმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეორე ინტერნაციონალის დაარსებაში და იყო მისი ყველა კონგრესის მონაწილე. 1881 წელს შევიდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიის რიგებში. იძულებით ემიგრაციაში ყოფნისას მონაწილეობდა საფრანგეთის, ავსტრიის, იტალიის სოციალისტურ მოძრაობაში. 1890 წელს ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ ქალთა მოძრაობას. როზა ლუქსემბურგთან, კარლ ლიბკნეხტთან და ფრანც მერინგთან ერთად ებრძოდა რევიზიონიზმს. ცეტკინის ინიცაიტივით 1907 წელს მოიწვიეს I საერთაშორისო ქალთა კონფერენცია. ცეტკინი აირჩიეს საერთაშორისო ქალთა სამდივნოს მდივანად. 1910 წელს, კოპენჰაგენში სოციალისტ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე ცეტკინის წინადადებით მიიღეს გადაწყვეტილება ქალთა საერთაშორისო დღის — 8 მარტის დაწესების შესახებ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კლარა_ცეტკინი“-დან