ნახშირწყლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Siriusi da io-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McCleanBot-ის მიერ რედაქტირებული ვერ...
ხაზი 2:
'''ნახშირწყლები''' — რთული ორგანული ნაერთები, რომელთა შედგენილობაში შედის [[ნახშირბადი]]ს, [[ჟანგბადი]]სა და [[წყალბადი]]ს ატომები. განასხვავებენ მარტივსა და რთულ ნახშირწყლებს. მარტივ ნახშირწყლებს მონოსაქარიდები ეწოდება. რთული ნახშირწყლები არის პოლიმერები, რომლებშიც [[მონოსაქარიდები]] [[მონომერი]]ს როლს ასრულებენ. ორი მონოსაქარიდისაგან წარმოიქმნება დისაქარიდი, სამისაგან - ტრისაქარიდი, მრავლისაგან — პოლისაქარიდი. ყველა მონოსაქარიდი უფერო ნივთიერებაა, წყალში კარგად იხსნება; თითქმის ყველას აქვს ტკბილი, სასიამოვნო გემო. ყველაზე გავრცელებული მონოსაქარიდებია [[გლუკოზა]], [[ფრუქტოზა]], [[რიბოზა]] და [[დეზოქსირიბოზა]]. ისინი შედიან ნუკლეინის მჟავებისა და ატმოსფეროს შემადგენლობაში.
 
დი- და ტრისაქარიდები მონოსაქარიდის მსგავსად, კარგად იხსნება წყალში, აქვთ ტკბილი გემო. მონომერული რგოლების რიცხვის ზრდასთან ერთად პოლისაქარიდების ხსნადობა კლებულობს, ტკბილი გემო ქრება. დისაქარიდებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭარხლისა([[საქაროზა]]) და რძის შაქრები([[ლაქტოზა]]). პოლისაქარიდებიდან ფართოდაა გავრცელებული [[სახამებელი]], [[გლიკოგენი]], უჯრედის [[ცელულოზა]]. მერქანი თითქმის წმინდა [[ცელულოზა]]ა. ამ პოლისაქარიდების მონომერი [[გლუკოზა]]ა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნახშირწყლები“-დან