ჯაჰანგირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 37:
== ბიოგრაფია ==
ნურუდინ მუჰამად სალიმი დაიბადა [[1569]] წლის [[31 აგვისტო]]ს,[[აქბარი]]ს მიერ დაარსებულ ქალაქ [[ფატეჰპურ-სიკრი]]ში.ის იყო თავისი მშობლებისთვის, იმპერატორ [[აქბარი]]სა და მისი რაჯპუტი ცოლისთვის, [[მარიამ უზ-ზამან ჯოდჰას]]თვის მესამე ვაჟი. მისი 2 უფროსი ტყუპი ძმა, ჰასანი და ჰუსეინი ჩვილები გარდაიცვალნენ. ამიტომ სალიმი მამის მემკვიდრედ ადრეულ ასაკში გამოაცხადეს.მან მიიღო იმდროისთვის უმაღლესი განათლება.დაეუფლა მრავალ ენას, პოეზიასა და სამხედრო ხელოვნებას. ჯერ კიდევ [[1585]] წლიდან იღებდა მონაწილეობას სახელმწიფო საქმეებში. [[1594]] წელს მამამისის ბრძანებით ჩაუდგა სათავეში მოგოლთა 12 000 კაციან არმიას, შეიჭრა [[რაჯასტანი|რაჯასტანში]], დაამარცხა იქაური ბუნდელას კლანის წევრები და დაიკავა მათი უმთავრესი ქალაქი, [[ორჩა]]. მისი სარდლობით [[მოგოლები]] 1590-იან წლებში კიდევ რამდენჯერმე დაესხნენ თავს სამხრეთი ინდოეთის პროვინციებს. მამამისთან ხშირი კონფლიქის გამო [[1599]] წელს ისარგებლა [[აქბარი]]ს [[დეკანი|დეკანში]] ყოფნით, შეიჭრა [[აგრა]]ში და თავი იმპერატორად გამოაცხადა. თუმცა ფადიშაჰი ლაშქრობიდან მალევე დაბრუნდა, დაამარცხა ვაჟის არმია და სალიმი გააძევა [[პაკისტანი|პაკისტანში]]. [[აქბარი|აქბარმა]] მემკვიდრედ დაასახელა თავისი უფროსი შვილიშვილი და სალიმის ვაჟი, [[ხუსრავუ მირზა]]. ამის გამო, [[აქბარი]]ს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ახლადასულ ჯაჰანგირს აუჯანყდა მისი ვაჟი. ამბოხებული ხუსრავუ მირზა დამარცხდა. ჯაჰანგირმა ის თვალები დათხრით დასაჯა და [[ლაჰორი|ლაჰორში]] გაუშვა. იმპერატორი [[ჯაჰანგირი]] ცხოვრობდა ქალაქ [[აგრა]]ში. მისი მმართველობა გამოირჩეოდა ეკონომიკური სტაბილურობით, რჯულშემწყნარებლობითა და ევროპელებთან ვაჭრობის წახალისებით. მის დროს [[1611]] წ. [[ინგლისელები|ინგლისელებმა]] მიიღეს ნებართვა დაეარსებინათ პირველი სავაჭრო დასახლებები [[ინდოეთი|ინდოეთში]]. ჯაჰანგირის ომები მიმართული იყლ ინდუსტანზე მთლიანი კონტროლის დამყარებისკენ. [[1622]] წელს მან თავისი ვაჟი და მემკვიდრე, [[შაჰ-ჯაჰანი|ხურამი]] გაგზავნა [[აჰმედნაგარი]]ს, [[ბიჯაპური]]სა და [[გოლკონდა]]ს დასაპყრობად. ხურამმა დაკისრებულ დავალებას თავი წარმატებით გაართვა. [[1621]] წ. ჯაჰანგირმა დაიწყო ომი [[სეფიანთა იმპერია| სეფიანთა ირანის]] წინააღდეგ ქალაქ [[ყანდაარი]]ს დაპყრობით. ის ირანის სავაჭრო მაგისტრალებს უმიზნებდა, თუმცა [[აბას I (ირანი)| შაჰ-აბას I-მა ]] [[1622]] წელს მაინც მოახერხა მოგოლების ყანდაარიდან განდევნა და საბოლოოდ მათი არასახარბიელო ზავზე დაყოლიება. ამის შემდეგ ჯაჰანგირი [[1626]] წელს [[ოსმალეთის იმპერია| ოსმალეთის იმპერიასთან]] და [[უზბეკები| უზბეკებთან]] ალიანსის შექმნას შეეცადა. მან წერილიც კი მისწერა [[მურად IV | სულთან მურად IV-ს]], თუმცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სამხედრო კამპანიების მსგავსად ჯაჰანგირი დიდ ყურადღებას აქცევდა ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებას, სამართლის კანონებსა და ხელოვნებას. მის დროს აღორძინდა მოგოლთა ფერწერა. ფადიშაჰს უარყოფითი თვისებებიც ჰქონდა. [[ოპიუმი| ოპიუმსა]] და [[ალკოჰოლი|ალკოჰოლზე]] დამოკიდებული მარტივად ექცეოდა სხვისი გავლენის ქვეშ. მის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა თავისი მეუღლე, სილამაზით განთქმული, სპარსელი ნურ-ჯაჰანი („მსოფლიოს სინათლე“), რომელიც ჯაჰანგირმა წაართვა ალი-ყული უსთაჯლუს, რომლის თავად მოკვლა ბრძანა ფადიშაჰმა.
 
 
 
 
[[ფაილი:Jehangir tomb.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|ჯაჰანგირის საფლავი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯაჰანგირი“-დან