ცისკარი (ჟურნალი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ცისკარი}}
[[სურათი:Tsiskari 1852.jpg|მარჯვნივ|მინი|ჟურნალის 1852 წლის გამოცემის გარეყდა.]]
'''ცისკარი''' — ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა [[1852]]-[[1853]] და [[1857]]-[[1875]] წლებში. [[1852]]-[[1853]] წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა [[გიორგი ერისთავი]]. ჟურნალის მთავარი მიზანი იყო მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის ხელშეწყობა. „ცისკარმა“ ფართო საზოგადოებას გააცნო [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს, [[დავით გურამიშვილი]]ს, [[ბესიკი]]ს, [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]]სა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერთა სახით ვრცელდებოდა და მხოლოდ ერთეულებისთვისერთეულებისათვის იყო ხელმისაწვდომი.
 
[[1857|1857 წელს]] ჟურნალის გამოცემა განაახლა [[ივანე კერესელიძე]]მ, რომელიც 19 წლის განმავლობაში უძღვებოდა მას. ”ცისკარში” თანამშრომლობდნენ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. აქ იბეჭდებოდა [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]], [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]], [[დანიელ ჭონქაძე|დანიელ ჭონქაძის]], [[ლავრენტი არდაზიანი]]ს ნაწარმოებები. „მოლაყბის“ ფელეტონები და [[ანტონ ფურცელაძე|ანტონ ფურცელაძის]] წერილები, ჟურნალის ფურცლებზე გაიშალა თაობათა პაექრობა, რომელმაც დასაბამი მისცა საზოგადოებრივი ცხოვრების ახალ ეტაპს.