ალექსანდრე II (რუსეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ბიოგრაფია ==
ალექსანდრე იყო რუსეთის იმპერატორ [[ნიკოლოზ I]]-ის უფროსი ვაჟი. [[1855]] წელს ავიდა რუსეთის საიმპერატორო ტახტზე.[[1856]] წელს [[ყირიმის ომი|ყირიმის ომში]] განცდილი მარცხის შემდეგ ირწმუნა იმდროინდელი ევროპულ ქვეყნებთან [[რუსეთი]]ს ჩამორჩენა და შეუდგა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებას. იმპერატორი მიიჩნევდა, რომ რუსეთის გასაძლიერებლად აუცილებელი იყო [[ბატონყომის გაუქმება]]- გლეხთა გათავისუფლება თავადაზნაურობაზე სრული დამოკიდებულობისაგან. ალექსანდრეს განზრახვამ არისტოკრატიის გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა დიდი წინააღდმეგობის მიუხადავად,[[1861]] წლის 19 თებერვალს იმპერატორმა გამოსცა ბრძანება ბატონყმობის გაუქმების შესახებ. მან ასევე გაატარა სასამართლო რეფორმა: ამიერიდან სასამართლოებში უკვე ადვოკატები იცავდნენ ბრალდებულებს. განათლების რეფორმის შედეგად სასწავლო დაწესებულებები გამოვიდა ეკლესიის დაქვემდებარებიდან და მასზე პასუხისმგებლობა საკრებულოებს დაეკისრა. [[1863]] წელს უნივერსიტეტებს მიენიჭა ფართო ავტონომია: ამიერიდან პროფესორებს, დეკანებსა და რექტორებს ირჩევდნენ მათი კოლეგები და არა სამინისტრო. უნივერსიტეტებში ჩაბარება შეეძლო საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამხედრო რეფორმას. ამ რეფორმების მიუხედავად [[ალექსანდრე II (რუსეთი)|ალექსანდრე II]] უძლუერი აღმოჩნდა მთლიანად რუსეთის გარდასაქმნელად. იმპერატორი ტერორისტთა სამიზნედ იქცა. მასზე 6 თავდასხმა განახორციელეს. 1881 წელს, მეექვსე თავდასხმა ალექსანდრესთვის საბედისწერო გამოდგა. [[ნაროდნიკები|ნაროდნიკებმა]] იმპერატორი სასიკვდილოდ დაჭრეს. მის შემდეგ [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] იმპერარატორი გახდა მისი ვაჟი, [[ალექსანდრე III (რუსეთი)|ალექსანდრე III]].
რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ პირველის უფროსი შვილი პოლიტიკური შეხედულებით კონსერვატორი იყო. იგი 1881 წელს აღმასრულებელი კომისიის გადაწყვეტილებით დახვრიტეს.
 
==წინაპრები==