იეთიმ გურჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:იეთიმ გურჯი.jpg|მინი|350პქ|იეთიმ გურჯის ძეგლი თბილისში, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, [[სიონი (ტაძარი)|სიონის ტაძართან]]. მოქანდაკე: დიმიტრი (ჯუნა) მიქატაძე; არქიტექტორი: შოთა ყავლაშვილი. ბრინჯაო. 1985]]
 
'''იეთიმ გურჯი''' (ნამდვილი სახელი და გვარი '''იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი''') (დ. [[1875]], [[თბილისი]] — გ. [[15 ივლისი]], [[1940]], იქვე), [[ქართველები|ქართველი]] სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი.
 
იეთიმ გურჯი ღარიბი ხელოსნის — დაბაღის (მეტყავის) ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები თურქეთში გადასახლებული და გამაჰმადიანებული ქართველები ყოფილან. გვარი „გურჯი“ (ქართველი) მას მერე შერქმევიათ. თბილისში ჩამოსულმა იეთიმის მამამ ცოლად მუხთელი სომეხი ქალი სარა შეირთო. მალე სომხური წესითაც მოინათლა. თავის ვაჟს მან იეთიმი დაარქვა, რაც თურქულად „ობოლს“ ნიშნავს. მამის გარდაცვალების შემდეგ 15 წლის იეთიმი დედასთან და დასთან ერთად სიღარიბეში ცხოვრობდა. მალე ის მუსიკალური საკრავების ოსტატს შეგირდად დაუდგა და პროფესიონალურად შეისწავლა დაირის, ჭიანურისა და ჩონგურის კეთება. ის შინაც ამზადებდა ინსტრუმენტებს, პარალელურად წიგნებსაც ყიდდა. ოჯახი ხარფუხიდან მეტეხის ხიდთან მდებარე ერთ მიწურში გადმოსახლდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იეთიმ_გურჯი“-დან