გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
ნაწარმოებში ისეთი იდეაა გატარებული, რომ მეფეები, მთავრები დიდ დახმარებას უწევდნენ ეკლესია-მონასტრებს. სამაგიეროდ, თავის მხრივ, ეკლესია-მონასტრების წარმომადგენლებიც ადიდებენ მათ. გიორგი მერჩულეს გადმოცემით, გრიგოლი ადიდებს [[აშოტ კურაპალატი|აშოტ კურაპალატს]], როგორც პოლიტიკური ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელს. გრიგოლის სიტყვებით, მეფის ხელისუფლება ღვთისგანაა გაჩენილი,<ref>გიორგი მერჩულე, ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა, 1949, გვ. 40.</ref> ამასთან, აშოტ კურაპალატის ხელისუფლების სიმტკიცეს გრიგოლ ხანძთელი აშოტის [[ბაგრატიონი (დინასტია)|ბიბლიური წარმოშობითაც]] ასაბუთებს: აშოტის გვარი [[დავით წინასწარმეტყველი]]დან მომდინარეობს, მაშასადამე, ეკლესია მთელი თავისი არსებით მხარს უჭერს საერო ხელისუფლებას.
 
გიორგი მერჩულეს აზრით ეკლესიას თავისი მმართველობა აქვს, სახელმწიფოს - თავისი. შინაურ საქმეებში ჩაურევლობა უნდა იყოს მათი თანაარსებობის საფუძველი, მაგრამ ამ თანაარსებობაში ზოგიერთ გამონაკლისს მაინც უშვებს ეკლესიის სასარგებლოდ. მაგალთადმაგალითად, გრიგოლ ხანძთელი ჩაერია კურაპალატის საოჯახო საქმეებში, ამხილა ხელმწიფე, რომელსაც ”სიძვის დიაცი” ჰყავდა.
 
საოჯახო საქმეებში, ქორწინების საკითხებში ეკლესია ფეოდალიზმის დროს გულმოდგინედ ერეოდა. [[ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული|ვახტანგის სამართლის წიგნი]]ს მიხედვით, საოჯახო საკითხებზე კათალიკოსსაც მიუწვდებოდა ხელი.<ref>ქართული სამარლის ძეგლები, I, ი. დოლიძის რედ, 1965, გვ. 499, მუხ. 64,65,66 და სხვა.</ref> გიორგი მერჩულეს აზრით, საერო ხელისუფლება მარცხდება ეკლესიის წარმომადგენლებთან შეჯახების დროს. ეკლესიის წარმომადგენელთა მოქმედება მუდამ გამართლებულია, მისაბაძი.