ესპანეთის სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(- "Entrance_of_the_Republican_Troops_in_Teruel_-_Google_Art_Project.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Jameslwoodward-ს მიერ. მიზეზი: Com)
=== ძალთა კონსოლიდაცია ===
[[ფაილი:Spanish Civil War November 1938 ka.png|thumb|right|275px|სიტუაცია ესპანეთში 1938 წლის ნოემბერში]]
ამ მოვლენების შემდეგ მეამბოხეთა ბანაკში ძალთა კონსოლიდაცია მიმდინარეობდა, განსაკუთრებით მას სემდეგშემდეგ, როცა გერმანიის მხარდაჭერით უმაღლეს მთავარსარდლად აირჩიეს [[ფრანსისკო ფრანკო|ფ. ფრანკო]]. მან მაშინვე განაცხადა, რომ შექმნიდა „ტოტალიტარულ სახელმწიფოს, დაამყარებდა სოციალურ მშვიდობას და საყოველთაო კეთილდღეობას“. მასების გადმობირების მიზნით იგი არ ერიდებოდა დემაგოგიას.
 
ფრანკოს პოზიციების განმტკიცებაში დიდი როლი შეასრულა იმ გარემოებამ, რო მას პირდაპირი სამხედრო დახმარება გაუწიეს იტალიამ და გერმანიამ. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მეამბოხეთა ხელში აღმოჩნდა, გააუქმეს ყველა კანონი, რომლებიც რესპუბლიკის წლებში იყო მიღებული. ადგილებზე ძალაუფლება გადაეცათ სამხედრო გუბერნატორებს. ფრანკომ გზიდან ჩამოიშორა ისეთი კონკურენტი, როგორიც იყო გენერალი [[ემილიო მოლა|მოლა]], რომელიც ფრიად საეჭვო კატასტროფაში დაიღუპა. რეაქციის ყოველგვარი პოლიტიკური ძალები აღმოჩნდა სამხედრო ძალების კონტროლქვეშ. ფრანკო გახდა არა მარტო „სახელმწიფოს მეთაური“ და გენერალისიმუსი, არამედ ფალანგის მეთაურიც — კაუდილიო (ბელადი). [[1938]] წელს მიუნხენის გარიგებამ უარყოფითი როლი ითამაშა ესპანეთის რესპუბლიკისათვის.