ბუნებრივი რესურსები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.74.124.50-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Rainforest Fatu Hiva.jpg|მინი|წვიმის ტყეები]]
[[ფაილი:Ocean waves.jpg|მინი|ოკეანე]]
'''ბუნებრივი რესურსები''' — ბუნებრივი რესურსები არის ჩემი ფეხები გარემოს შემადგენელი ბუნებრივი ელემენტები, რომლებსაც იყენებენ საწარმოო ძალთა განვითარების მოცემულ ეტაპზე ადამიანთა [[საზოგადოება|საზოგადოების]] მატერიალურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ბუნებრივი რესურსების ძირითადი სახეობებია: [[სასარგებლო წიაღისეული|წიაღისეული]], [[კლიმატი|კლიმატური]], [[წყალი|წყლის]], [[ნიადაგი]]ს, [[ფლორა|მცენარეული]], [[ფაუნა|ფაუნისტური]] რესურსები. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 2 ნახევრიდან მათ მიემატა ატომური პლანეტურ-კოსმოსური რესურსებიც: როგორც ბირთვული, გეოთერმული, ზღვის მიმოქცევისა და სხვა ენერგიის წყაროები. კაცობრიობის ისტორია მოწმობს, რომ საწარმოო ძალთა განვითარების კვალდაკვალ ხდებოდა ბუნებრივი რესურსების სახეობათა განუხრელი ზრდა. იზრდებოდა არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ თითოეულის მოხმარების წილიც და [[საზოგადოება|საზოგადოების]] სარგებლიანობაც.
 
[[XIX საუკუნე]]ში ძრავების გავრცელებამ, რომლებიც სითბურ ენერგიას მექანიკურ და ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის, გამოიწვია წიაღისეული რესურსების მოხმარების არნახული ზრდა. ჩვენს ეპოქაში ბირთვული ენერგეტიკული, რაკეტული ტექნოლოგიური, რადიოელექტრონიკის სწრაფმა განვითარებამ ბუნებრივი რესურსების უმნიშვნელოვანეს სახეობად აქცია რადიოაქტიური, ლითონური და არალითონური ელემენტები ([[ურანი]], [[გერმანიუმი]], [[სილიციუმი]] და სხვა). ტექნიკური პროგრესი ზოგჯერ თიშავს კიდეც ამა თუ იმ ბუნების ელემენტს ბუნებრივი რესურსების შემადგენლობიდან, მაგალითად, მცირე საბადოებმა, წყლის ნაკადებმა, მიწის პატარა სავარგულებმა და ა.შ. თანამედროვე ტექნიკურ პირობებში დაკარგეს თავიანთი პირვანდელი მნიშვნელობა.