ადოლფ ჰიტლერი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ added Category:გარდაცვლილი 30 აპრილი using HotCat |
|||
ხაზი 368:
==ჯანმრთელობა==
სხვადასხვა მკვლევარის აზრით, ჰიტლერს აწუხებდა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, კანის
ჰიტლერი ვეგეტერიანულ დიეტას იცავდა,<ref>Bullock 1999, p. 388</ref> ხოლო საზოგადოებრივ ღონისძიებებზე სტუმრებს იგი მოკლული ცხოველების გრაფიკს აჩვენებდა, რათა ამ უკანასკნელებს ხორცის ჭამის სურვილი გაქრობოდათ.<ref>Wilson 1998</ref> ომის დროს ჰიტლერის ახალი ხილითა და ბოსტნეულით მომარაგების მიზნით მარტინ ბორმანს ბერშტესგადენთან ორანჟერეაც კი ჰქონდა აგებული.<ref>McGovern 1968, pp. 32–33</ref> საზოგადოებაში ჰიტლერი არ იღებდა ალკოჰოლს, თუმცა, პირადი შეხვედრების დროს იგი ღვინოს ან ლუდს მაინც სვამდა, მაგრამ, [[1943]] წელს, წონაში მომატების გამო, ამასაც თავი დაანება.<ref>Linge 2009, p. Chapter 3</ref> ზრდასრული ცხოვრების დროს ჰიტლერი არ ეწეოდა, თუმცა, ახალგაზრდობაში იგი დღეში 25-40 ღერს ეწეოდა. მოწევას მან თავი დაანება, რადგანაც ეს ჩვევა „ფულის გადაყრად“ მიაჩნდა.<ref>Proctor 1999, p. 219</ref> თავის უახლოეს თანაპარტიელებს ჰიტლერმა შეთანხმება შესთავაზა: ის, ვინც მოწევას თავს დაანებებდა, საჩუქრად ოქროს საათს მიიღებდა.<ref>Toland 1992, p. 741</ref> [[1937]] წლიდან ჰიტლერმა ამფეტამინის მიღება დაიწყო, [[1942]] წელს კი მასზე დამოკიდებული გახდა.<ref>Heston & Heston 1980, pp. 125–142</ref> შპეერმა ეს მის ცვალებად ქცევასა და მის მიერ ურყევი გადაწყვეტილებების მიღებას (მაგალითად, ჯარებისათვის უკანდახევის ნების იშვიათად მიცემა) დაუკავშირა.<ref>Heston & Heston 1980, pp. 11–20</ref>
|