მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

109.172.229.164-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Gaga.vaa-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
სააკაძის დასი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური დაჯგუფება იყო [[1608]]-[[1612]] წლებში. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო სააკაძის და ([[1611]]), სააკაძემ და მისმა მომხრეებმა შეძლეს ცენტრალური ხელისუფლების ერთგვარი განმტკიცება და ქართლის თავდაცვისუნარიანობის აღდგენა, რამაც განაპირობა ქართლის გამარჯვება [[ტაშისკარის ბრძოლა 1609|ტაშისკარის ბრძოლაში]] ([[1609]]).
 
== ტაშისკარის ბრძოლა ==
{{მთავარი|ტაშისკარის ბრძოლა 1609}}
[[1609]] წლის [[ივნისი|ივნისში]] [[ქართლი|ქართლში]] [[ოსმალები|ოსმალთა]] დიდი არმია შემოიჭრა, ქართული წყაროები მათ ,,თათარხანის ჯარს’’ და ,,მგლის ტყაოსნებს’’ უწოდებენ. ჯარი სათარეშოდ იყო შემოსული და როგორც ჩანს, მტერმა იცოდა მეფის ადგილსამყოფელი. მათი მიზანი იყო ხელთ ეგდოთ ქართლის [[ლუარსაბ II|მეფე ლუარსაბი]], რომელიც ცხირეთში იმყოფებოდა და გაეპარტახებინათ უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა. მტერს მეგზური დასჭირდა – კველთაში ერთი მღვდელი დაიჭირა და მეგზურობა უბრძანა. [[თევდორე მღვდელი|ბერი თევდორე]] უმამაცესი გმირი აღმოჩნდა. მას მყარად ჰქონდა გააზრებული თუ რას ნიშნავდა მეფის დატყვევება, გადაწყვიტა საკუთარი სიცოცხლის ფასად ეხსნა ლუარსაბი და სულ სხვა გზით წაიყვანა ოსმალები, გოსტიბიდან ერთაწმინდის გავლით სოფელ [[ქვენადრი]]საკენ. მტერი დიდი მანძილით დაშორდა ცხირეთს. როდესაც ოსმალები მიუხვდნენ თევდორე ბერს ტყუილს წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.
 
[[ცხირეთის ციხე|ცხირეთში]] მდგარ მეფეს სულ რამდენიმე კაციღა ახლდა. სიტუაცია გადამწყვეტ მოქმედებას ითხოვდა და სააკაძეს შეეძლო ვითარების სასიკეთოდ შემობრუნება. '',,მაშინ მოახსენა მოურავმან მეფესა, ვითარმედ: ,,ნუ აჩქარდებითო და ვნახოთ ღმერთმა რა მოახდინოსო’’, რამეთუ იყო ესე მოურავი კაცი გულსრული და კარგი სარდალი, ჭკვიანი და გონიერი.’’''– [[ბერი ეგნატაშვილი]]. სააკაძის რჩევით მეფე [[ცხირეთის ციხე|ცხირეთში]] გამაგრდა, თვითონ კი ახლომახლო სოფლებში, უპირველესად კავთისხევში შეკრიბა სახელდახელოდ ორასი კაცი, ყოველმხრივ აფრინა შიკრიკები ჯარის მოსახმობად, ირანის გარნიზონიც დაიბარა [[თბილისი]]დან, ხოლო თვითონ [[ზაზა ციციშვილი|ზაზა ციციშვილთან]] ერთად ამ ორასი კაცით ეკვეთა მტერს სხერტის ჭალაში. გააფთრებული ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. მტერი მტკვრისაკენ უკუიქცა. თურქების მოზრდილი ჯარი ქართველების ,,გულსრული’’ სარდლის წყალობით მწარედ დამარცხდა. ზაზა ციციშვილმა ერთ ფაშას თავიც კი მოჰკვეთა, როგორც ჩანს, სააკაძის მიერ წარმოებული ბრძოლის ორგანიზაცია სწორედ მტრის დაბნევა-დათრგუნვას ითვალისწინებდა.მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტერი [[ქართლი|ქართლში]] იდგა, შუაგულში და [[გორი]]საკენ ჰქონდა გეზი აღებული. ერთი მხრივ, მტრის დევნა დაისახა მიზნად სააკაძემ, მეორე მხრივ, გზავნის შიკრიკებს და მოუწოდებს მოლაშქრეებს.