მემდელოეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
'''მემდელოეობა''' — სოფლის მეურნეობის დარგი და [[მეცნიერება]].
 
==როგორც სოფლის მეურნეობის დარგი==
მემდელოეობას, როგორც [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობის]] ([[მემცენარეობა|მემცენარეობის]]) დარგს, აქვს ამოცანად თივის მწვანე საკვების, ბალახის ფქვილის დასამზადებლად ნედლეულისა და სხვა საკვების წარმოება ბუნებრივ და ნათეს სათიბ-საძოვრებზე. მემდელოეობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ მეცხოველეობისათვის მტკიცე საკვები ბაზის შესაქმნელად. სამეურნეო-ორგანიზაციული თვალსაზრისით მემდელოეობა მჭიდროდ დაკავშირებულია [[მემინდვრეობა]]სა და [[მეცხოველეობა]]სთან.
 
== როგორც მეცნიერება ==
მემდელოეობა, როგორც მეცნიერება, იკვლევს მემდელოეობის თეორიულ საფუძვლებს. იკვლევს ბუნებრივი სათიბ-საძოვრების გაუმჯობესების ტექნოლოგიას და კულტურულ სათიბ-საძოვრების შექმნის, მათი რაციონალურად გამოყენების მეცნიერულ საფუძვლებს. მემდელოეობის საბუნებისმეტყველო-მეცნიერული საფუძველი არის [[მდელოთმცოდნეობა]].
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მემდელოეობა“-დან