დავით ვაჩნაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დავით ვაჩნაძე. ალექსანდრე როინაშვილი.jpg
No edit summary
ხაზი 5:
დაიბადა რუსეთის არმიის პოლკოვნიკის, თავად ვლადიმერ ვაჩნაძისა და ელენე მაჩაბლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის კადეტთა კორპუსში (1894-1902), შემდეგ — პეტერბურგის პავლე I-ის სახელობის სამხედრო სასწავლებელში. 1907 სამხედრო სამსახურიდან გადადგა პოდპურჩიკის წოდებით. ჩაება საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობაში. 1912 წელს [[რევაზ გაბაშვილი|რევაზ გაბაშვილთან]] ერთად დააარსა ყოველკვირეული ჟურნალი „კლდე“, რომელშიც ბეჭდავდა სტატიებს „დავით კახელის“ და „ეკალის“ ფსევდონიმებით.
 
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს დავითი იყო „თბილისის ქართული დრუჟინის“ უფროსის, პოლკოვნიკ [[გიორგი ჯანდიერი]]ს ადიუტანტი. 1915 წელს დაუკავშირდა 1914 წელს ჟენევაში [[პეტრე სურგულაძე|პეტრე სურგულაძის]] მიერ დაარსებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს“, ეხმარებოდა [[გიორგი მაჩაბელი|გიორგი მაჩაბელს]] გერმანული წყალქვეშა ნავით საქართველოში იარაღისა და ფულის შემოტანის ორგანიზებაში. 1917 წელს დავით ვაჩნაძე გახდა [[საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის]] ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი ცენტრალური კომიტეტის წევრი. თანამშრომლობდა 1917 წელს დაარსებულ ეროვნულ-დემოკრატთა პარტიულ გაზეთ „საქართველოსთან“. იყო „ქართული ეროვნული საბჭოსა“ და [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრი. 1918 წლის ივნისში დაინიშნა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს რესპუბლიკის]] რწმუნებულად გერმანიის საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიასთან. ქართულ და გერმანულ შტაბებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ჯარის ორგანიზაციის პროექტის შედგენაში. 1918 წლის ნოემბერში პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ მაიორ გიორგი აფხაზთან ერთად უზრუნველყო საქართველოდან გერმანიის მისიის უსაფრთხო ევაკუაცია [[ბათუმი]]ს გზით. 1918 წლის დეკემბერში პოლოვნიკის წოდებით მონაწილეობდა [[სომხეთ-საქართველოს ომი|სომხეთთან ომში]]. 1921 წლის თებერვალში [[წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში|წითელი არმიის შემოჭრის]] დროს ჩამოაყალიბა 400 მოხალისისგან შემდგარი რაზმი. გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 წ.წელს დაპატიმრებული იყო. 1924 თებერვალში საიდუმლოდ გაემგზავრა თურქეთში ქვეყანაში დაგეგმილი აჯანყებისთვის უცხოეთიდან დახმარების მიღების ორგანიზების მიზნით. 1924-26 წლებში მონაწილეობდა სტამბოლში შექმნილ „კავკსიის განმათავისუფლებელი კომიტეტის“ საქმიანობაში. 1927 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესაში. არის 4 წიგნისა და 30-მდე სტატიის, აგრეთვე „მოგონებათა რვეულების“ ავტორი. მონაწილეობდა პარიზის სათვისტომოს კულტურულ საქმიანობაში. კითხულობდა მოხსენებებს, ლექციებს. იყო რამდენიმე ქართული ემიგრანტული ორგანიზაციის წევრი.
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა კომისრის გრაფ შულენბურგის მიწვევით იმყოფებოდა ბერლინში, თუმცა შულენბურგის გეგმის ჩაშლის შემდეგ ვენაში გადასახლდა. ომის შემდეგ დასავლეთ გერმანიაში გადასახლდა. საქართველოში დარჩენილი მისი მეუღლე და ქალიშვილების ყაზახეთში იყვნენ გასახლებულები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_ვაჩნაძე“-დან