კეისი აფლეკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 49:
'''კეისი აფლეკი''' ({{lang-en|Casey Affleck;}} დ. [[12 აგვისტო]] [[1975]]) — ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. [[ბენ აფლეკი]]ს ძმა.
 
თავისიკეისი აფლეკმა კარიერა როგორც მოზარდმა დაიწყო, როდესაც გამოჩნდა „PBS“-ის სატელევიზიო ფილმში „ლიმონის ცა“ (1988) და „ABC“-ის მინისერიალში „კენედი მასაჩუსეტსიდან“ (1990). მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო [[გას ვან სენტი]]ს სამ ფილმში: „სიკვდილის მიზეზი“ (1995), „[[ნიჭიერი უილ ჰანტინგი]]“ (1997) და „ჯერი“ (2002) და აგრეთვე [[სტივენ სოდერბერგი]]ს კომედიურ ტრილოგიაში: „[[ოუშენის თერთმეტი მეგობარი]]“ (2001), „[[ოუშენის თორმეტი მეგობარი]]“ (2004) და „[[ოუშენის ცამეტი მეგობარი]]“ (2007). პირველი მთავარი როლი მიიღო [[სტივ ბუშემი]]ს დამოუკიდებელ კომედიურ-დრამატულ ფილმში „[[მარტოხელა ჯიმი]]“ (2006). ნაყოფიერი აღმოჩნდა 2007 წელი, როდესაც კეისი აფლეკი გამოჩნდა ფილმში „[[როგორ მოკლა მშიშარა რობერტ ფორდმა ჯესი ჯეიმსი]]“; ბობ ფორდის როლის შესრულებისთვის იგი ნომინირებული იყო [[ოსკარი|ოსკარსა]] და [[ოქროს გლობუსი|ოქროს გლობუსზე]]. ამავე წელს ითამაშა ფილმში „[[მშვიდობით პატარავ]]“, რომელიც მისმა ძმამ [[ბენ აფლეკი|ბენ აფლეკმა]] გადაიღო.
 
2010 წელს კეისი აფლეკმა გადაიღო ფსევდოდოკუმენტური ფილმში „[[მე ჯერ აქ ვარ]]“, რომლის სიუჟეტის ცენტრშია მსახიობი [[ხოაკინ ფენიქსი]], რომელმაც ახალი კარიერის დაწყება გადაწყვიტა. ამავე წელს შეასრულა სერიული მკვლელის როლი ფილმში „[[მკვლელი ჩემში]]“. 2013 წელს ერთბაშად ორ ფილმში ითამაშა: „[[ცოდვილები]]“ და „[[ფერფლიდან]]“. 2016 წელს გამოჩნდა კრიმინალურ თრილერში „[[სამი ცხრიანი]]“, კატასტროფულ დრამაში „შტორმი“ და დრამაში „[[მანჩესტერი ზღვასთან]]“. ლი ჩენდლერის როლის შესრულებისთვის ფილმში „მანჩესტერი ზღვასთან“ მოიპოვა [[ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის დრამაში|ოქროს გლობუსი]], [[BAFTA საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მთავარ როლში|BAFTA]] და [[ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის|ოსკარი]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კეისი_აფლეკი“-დან