ენდრიუ გარფილდი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ენდრიუ რასელ გარფილდი''' ({{lang-en|Andrew Russell Garfield;}} დ. [[20 აგვისტო]] [[1983]]) — ამერიკელ-ბრიტანელი მსახიობი.
 
დაიბადა [[ლოს-ანჯელესი|ლოს-ანჯელესში]], გაიზარდა [[დიდი ბრიტანეთი]]ს ქალაქ ეპსომში. კარიერა დაიწყო ბრიტანეთის სატელევიზიო პროგრამებში გამოსვლით. პირველი ცნობილი როლი მიიღო ფილმში „[[ლომები ბატკნებისთვის]]“, რომელიც გადაიღო [[რობერტ რედფორდი|რობერტ რედფორდმა]] 2007 წელს. საერთაშორისო ყურადღება 2010 წელს მიიპყრო, როდესაც ითამაშა [[დევიდ ფინჩერი]]ს ფილმში „[[სოციალური ქსელი (ფილმი)|სოციალური ქსელი]]“. ამ ფილმში გარფილდმა განასახიერა [[Facebook]]-ის ერთ-ერთი დამაარსებლის [[ედუარდო სავერინი]]ს როლისახე. შესრულებული როლისთვის გარფილდი ნომინირებული იყო [[ოქროს გლობუსი|ოქროს გლობუსსა]] და [[ბაფტა]]ზე. შესრულებული როლისთვის ფილმში „[[არ გამიშვა]]“ მოიპოვა [[სატურნის ჯილდო]].
 
2012 წელს გადაიღეს სუპერგმირულ ფილმში „[[საოცარი ადამიანი ობობა (2012 წლის ფილმი)|საოცარი ადამიანი ობობა]]“, სადაც ითამაშა [[ადამიანი ობობა]]ს როლი. 2016 წელს ერთბაშად ორ ფილმში მიიღო მონაწილეობა: [[მარტინ სკორსეზე]]ს ფილმში „[[დუმილი]]“ და [[მელ გიბსონი]]ს ფილმში „[[ჰაქსოს გმირი]]“. [[დეზმონდ დოსი]]ს როლის შესრულებისთვის ფილმში „[[ჰაქსოს გმირი]]“ ნომინირებული იყო [[ოსკარი|ოსკარსა]] და [[ოქროს გლობუსი|ოქროს გლობუსზე]].
 
==რესურსები ინტერნეტში==