ტელესკოპი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისას დიდი ხანია აღარ მიმართავენ თვალით დაკვირვებას. თვალს ბოლო დრომდე ცვლიდა ფოტოფირფიტისა ან ფირის ფოტოგრაფიული ემულსია, რომელსაც უნარი შესწევდა აღებეჭდა უფრო მკრთალი მნათობები ვიდრე თვალს შეეძლო დაენახა. დღესდღეობით ფოტოგრაფიული ემულსია შუქმგრძნობიარე მატრიცითაა შეცვლილი.
 
ციურ სხეულებზე ხანგრძლივი დროით დაკვირვებისათვის ტელესკოპს სპეციალურ მბრუნაც სადგომზე ამაგრებენ. სპეციალური ელექტროძრავები ტელესკოპის ოპტიკურ ღერძს განუწყვეტლივ აყოლებს ცამრგვალზე მოძრავ გამოსაკვლევ ობიექტს, რათა ხანგრძლივი დაკვირვების განმავლობაში ობიექტი არ გამოვიდეს მხედველობის არიდან.
 
ტელესკოპთან კომბინაციაში გამოიყენება აგრეთვე სიკაშკაშის მზომი იარაღები: ფოტომეტრები, სპექტომეტრები, ტელემექანიკური და ელექტრული სხვადასხვა ხელსაწყო. ყველა შემთვევაში ტელესკოპი სინათლის შემკრები, ხოლო მასზე მორგებული ხელსაწყოები გამოსხივების ანალიზის საშუალებაა.
 
==ლიტერატურა==
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტელესკოპი“-დან