ჯოხარ დუდაევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის Mehman97 ცვლილებების გაუქმება (№3224884)
188.169.39.207-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Mehman97-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 43:
[[1991]] წლის [[27 ოქტომბერი|27 ოქტომბერს]] გამართულ არჩევნებში სახელმწიფოს მეთაურად აირჩიეს ჯოხარ დუდაევი. ჩეჩნეთის ამ ნაბიჯმა აღაშფოთა კრემლის მესვეურნი და [[1991]] წლის [[8 ნოემბერი|8 ნოემბერს]] [[რუსეთი]]ს პრეზიდენტმა [[ბორის ელცინი|ბორის ელცინმა]] გამოსცა ბრძანება რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. საპასუხოდ დუდაევმა საკუთარ ქვეყანაში [[საომარი მდგომარეობა]] გამოაცხადა და გასცა ბრძანება თავდაცვის შეიარაღებული რაზმების გაშლის თაობაზე. [[1991]] წლის [[9 ნოემბერი|9 ნოემბრის]], გამთენიისას [[ხანკალა]]ს [[აეროდრომი|აეროდრომზე]] დაფრინდა რუსეთის რვა [[სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი]] შეიარაღებული რუსი ჯარისკაცებით, მაგრამ ეროვნული გვარდიის და მილიციის ნაწილების მიერ აეროდრომი ალყაში იქნა მოქცეული. პარალელურად, დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა გზა; ათიათასობით ადამიანმა იწყო თავმოყრა [[გროზნო]]ს ცენტრში, რომლებიც მზად იყვნენ დაეცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი.
 
[[1991]] წლის [[9 ნოემბერი|9 ნოემბერს]] ჩეჩნეთის ისტორიაში მოხდა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი - შუადღისას, რესპუბლიკის პარლამენტში ფიცი წარმოთქვა პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა. ამრიგად პრეზიდენტი ელცინის ნაბიჯებმა უკუშედეგი გამოიღო და ჩეჩნეთის დამორჩილების ნაცვლად, მან პრაქტიკულად მთელი [[ჩრდილოეთი კავკასია]] კრემლის წინააღმდეგ აამხედრა. იმავე დღის საღამოს, რუსეთის წარმომადგენლებთან მიღწეული იქნა მოლაპარაკება ხანკალაში ბლოკირებული რუსული ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანაზე ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან. [[1991]] წლის [[10 ნოემბერი|10 ნოემბერს]] პრეზიდენტმა დუდაევმა მსოფლიო საზოგადოებას ამცნო ჩეჩენი ერის ნება - შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამასთან ერთად დასძინა, რომ რუსეთის იმპერიული ძალების აგრესიის შემთხვევაში, ისინი მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდნენ მათ.
 
დაუძლურებული საბჭოთა რუსეთის იმპერია იძულებული გახდა დაჰყოლოდა თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნებას. თუმცა, კრემლი საგულდაგულოდ ემზადებოდა რევანშისთვის და [[1994]] წლის დეკემბერში,[[რუსეთი]] ომის გამოუცხადებლად შეიჭრა ჩეჩნეთის რესპუბლიკა — იჩქერიაში, სადაც შეიყვანა 30 ათასი [[ჯარისკაცი]], 230 [[ტანკი]], 450 [[ჯავშანტრანსპორტიორი]]. ამ მომენტიდან იწყება [[რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი]]. აქტიურად იბომბება დედაქალაქი - გროზნო, რომელიც რუსებმა პრაქტიკულად აღგავეს პირისაგან მიწისა; პარალელურად რუსეთის სპეცსამსახურები სულმოუთქმელად ნადირობენ პრეზიდენტ დუდაევზე. [[1996]] წელს, ულტრათანამედროვე აპარატურის მეშვეობით მოხდა პრეზიდენტის მობილური სატელეფონო საუბრის გადატაცვა და მის მისამართით გაგზავნილ იქნა ზესიზუსტის მქონე რაკეტა. ჯოხარ დუდაევი ვერაგულად მოკლეს სოფელ [[გეხი-ჩუ]]ს სიახლოვეს. მის პატივსაცემად დედაქალაქ [[გროზნო]]ს ეწოდა '''ჯოხარ-ღალა'''.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოხარ_დუდაევი“-დან