ჯოხარ დუდაევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 45:
[[1991]] წლის [[9 ნოემბერი|9 ნოემბერს]] ჩეჩნეთის ისტორიაში მოხდა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი-შუადღისას, რესპუბლიკის პარლამენტში ფიცი წარმოთქვა პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა. ამრიგად პრეზიდენტი ელცინის ნაბიჯებმა უკუშედეგი გამოიღო და ჩეჩნეთის დამორჩილების ნაცვლად, მან პრაქტიკულად მთელი [[ჩრდილოეთი კავკასია]] კრემლის წინააღმდეგ აამხედრა. იმავე დღის საღამოს, რუსეთის წარმომადგენლებთან მიღწეული იქნა მოლაპარაკება ხანკალაში ბლოკირებული რუსული ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანაზე ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან. [[1991]] წლის [[10 ნოემბერი|10 ნოემბერს]] პრეზიდენტმა დუდაევმა მსოფლიო საზოგადოებას ამცნო ჩეჩენი ერის ნება - შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამასთან ერთად დასძინა, რომ რუსეთის იმპერიული ძალების აგრესიის შემთხვევაში, ისინი მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდნენ მათ.
 
დაუძლურებული საბჭოთა რუსეთის იმპერია იძულებული გახდა დაჰყოლოდა თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნებას. თუმცა, კრემლი საგულდაგულოდ ემზადებოდა რევანშისთვის და [[1994]] წლის დეკემბერში,[[რუსეთი]] ომის გამოუცხადებლად შეიჭრა ჩეჩნეთის რესპუბლიკა — იჩქერიაში, სადაც შეიყვანა 30 ათასი [[ჯარისკაცი]], 230 [[ტანკი]], 450 [[ჯავშანტრანსპორტიორი]]. ამ მომენტიდან იწყება [[რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი]]. აქტიურად იბომბება დედაქალაქი - გროზნო, რომელიც რუსებმა პრაქტიკულად აღგავეს პირისაგან მიწისა; პარალელურად რუსეთის სპეცსამსახურები სულმოუთქმელად ნადირობენ პრეზიდენტ დუდაევზე. [[1996]] წელს, ულტრათანამედროვე აპარატურის მეშვეობით მოხდა პრეზიდენტის მობილური სატელეფონო საუბრის გადატაცვა და მის მისამართით გაგზავნილ იქნა ზესიზუსტის მქონე რაკეტა. ჯოხარ დუდაევი ვერაგულად მოკლეს სოფელ [[გეხი-ჩუ]]ს სიახლოვეს. მის პატივსაცემად დედაქალაქ [[გროზნო]]ს ეწოდა '''ჯოხარ-ღალა'''.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოხარ_დუდაევი“-დან