კატეგორიათა თეორია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''კატეგორიათა თეორია''' არის [[მათემატიკა|მათემატიკის]] დარგი რომელიც მათემატიკურ სტრუქტურებს და მათ შორის კავშირებს განიხილავს და სწავლობს გარკვეული აბსტრაქტული (''კატეგორიული'') მეთოდების გამოყენებით. [[კატეგორია|კატეგორიები]] პირველად შემოიტენეს [[სონდერს მაკლეინი|სონდერს მაკლეინმა]] და [[სამუელ აილენბერგი|სამუელ აილენბერგმა]] 1945 წელს.
 
კატეგორიათა თეორიის საბაზისო ცნებებია: [[კატეგორია (მათემატიკა)|კატეგორია]], [[ფუნკტორიფუნქტორი]], [[ბუნებრივი გარდაქმნა]], [[შეუღლება]] და ა.შ. ისინი გვხვდება მათემატიკის უმრავლეს და [[თეორიული კომპიუტერული მეცნიერება|თეორიული კომპიუტერული მეცნიერების]] ზოგიერთ დარგში.
 
კატეგორიათა თეორიის მეთოდები და აბსტრაქტული კატეგორიული თეორიები გამოიყენება მათემატიკის სხვადასხვა ნაწილებში. იგი ერთის მხრივ იარაღია სხვადასხვა მათემატიკური სტრუქტურების შესასწავლად და მეორეს მხრივ იძლევა განსხვავებული მათემატიკური თეორიების აბსტრაქტულ დონეზე გაერთიანების საშუალებას. კატეგორიული ენის გამოყენებით ასევე ხორციელდება ბევრი მათემატიკური თეორიის უფრო მარტივად და ერთიანად ჩამოყალიბება.
 
საქართველოში კატეგორიათა თეორიის განვითარების ინიციატორები იყვნენ გურამ ბერიშვილი და ხვედრი ინასარიძე. ამჟამათ გოგი ჯანელიძე არის ამ დარგის
ერთ-ერთი ლიდერი.
 
==იხილეთ ასევე==
 
* Leinster, Tom (2004) ''[http://www.maths.gla.ac.uk/~tl/book.html Higher operads, higher categories]'' (London Math. Society Lecture Note Series 298). Cambridge Univ. Press.
 
* Michael Barr, Charles Wells, ''Toposes, Triples and Theories'', Springer, 1985. ონლაინ ვერსია [http://www.cwru.edu/artsci/math/wells/pub/ttt.html http://www.cwru.edu/artsci/math/wells/pub/ttt.html].
 
ანონიმური მომხმარებელი