დედა ტერეზა: განსხვავება გადახედვებს შორის

NINO1234-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა EmausBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(NINO1234-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა EmausBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
[[ფაილი:MotherTeresa 094.jpg|thumb|დედა ტერეზა]]
'''''დედა ტერეზა''' ''- დაიბადა 1910 წელს,მაკედონიის ქალაქ სკოპიეში''.'''''დედა ტერეზა მონაზონი იყო, რომელმაც ცხოვრება ღატაკებსა და მომაკვდავებზე ზრუნვას მიუძღვნა. მან უპირველეს ყოვლისა, იმით გაითქვა სახელი, რომ ინდოეთში ქალაქ კალკუტაში უპატრონო ბავშვებზე ზრუნავდა.'' აგნეს გონჯა ბოიაჯუი 12 წლისა აღიკვეცა მონაზვნად და სახელად ტერეზა დაერქვა. 1928 წელს იგი ინდოეთში, ქალაქ კალკუტას ქალთა მონასტრის მასწავლებლად მიავლინეს. თუმცა, მან რამდენიმე წელიწადში იგრძნო, რომ ღმერთი მისგან სულ სხვა რამეს-ქალაქის უღარიბეს მცხოვრებთათვის დახმარების გაწევას- მოითხოვდა. 1948 წელს მან რომის კათოლიკური ეკლესიის მესვეურებს მონასტრიდან წასვლისის ნებართვა სთხოვა, რომელიც ორი წლის შემდეგ მიიღო.''
'''დედა ტერეზა''' ({{lang-sq|Agnes Gonxha Bojaxhiu;}} დ. [[26 აგვისტო]], [[1910]] — გ. [[5 სექტემბერი]], [[1997]]) — ალბანელი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია „[[ქველმოქმედების მისიონერები]]“ და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის [[ნობელის პრემია|ნობელის პრემიის]] ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა [[კალკუტა|კალკუტის]] ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას [[ინდოეთი|ინდოეთში]].
დედა ტერეზა გარდაიცვალა 1997 წელს, 87 წლის ასაკში.
 
მისიონერთა ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, მისი წევრები სხვა ქვეყნებშიც იწყებენ საქველმოქმედო საქმიანობას და უკვე 1970-იანი წლებისთვის დედა ტერეზა მსოფლიოში განთქმული ხდება ჰუმანიტარული საქმიანობისა და ღარიბთა და უმწეოთა დახმარებისთვის. გარდაცვალების შემდეგ რომის პაპმა [[იოანე პავლე II]]-მ იგი ნეტარად შერაცხა, ხოლო 2016 წელს პაპმა [[ფრანცისკე]]მ ის წმინდანად შერაცხა.
 
== ბიოგრაფია ==
დედა ტერეზა [[1910]] წლის 27 აგვისტოს დაიბადა [[მაკედონია|მაკედონიის]] ქალაქ [[სკოპიე]]ში, [[ალბანეთი|ალბანელი]] არომუნების ოჯახში.
 
როდესაც 18 წელი შეუსრულდა, ირლანდიაში წავიდა, სადაც მონაზონთა ორდენში ჩაირიცხა „ლორეცოს ირლანდიელ დებში“.
 
[[1931]] წელს გახდა მონაზონი და მიიღო სახელი ტერეზა, [[1927]] წელს წმინდად შერაცხულ მონაზონ–კარმელიტი ტერეზას პატივსაცემად, რომელიც ცნობილი იყო მისი კეთილი და ქველმოქმედი ბუნებით.
 
მალე ორდენმა იგი [[კალკუტა]]ში გაგზავნა და 20 წლის განმავლობაში წმინდა მარიას ქალთა სკოლაში ასწავლიდა. [[1946]] წლის 10 ოქტომბერს, მან ორდენიდან გაჭირვებულთა და მიუსაფართა მზრუნველობის ნებართვა მიიღო. [[1948]] წელს ჩამოაყალიბა ორდენის საქველმოქმედო გაერთიანება, რომლის საქმიანობასაც გაჭირვებულთა შეფარება და მკურნალობა წარმოადგენდა, მიუხედავად მათი ეროვნებისა და სარწმუნოებისა.
 
[[1965]] წელს ორდენის ქველმოქმედების საზღვრები ინდოეთს გასცდა და ამჟამად მას მსოფლიოს 111 ქვეყანაში 400 ფილიალი და 120 ქვეყანაში 700 გაჭირვებულთა თავშესაფარი გააჩნია. როგორც წესი, ისინი ჩნდებიან სტიქიურად განადგურებულ და ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში.
 
[[1973]] წელს ტერეზა ტემლპტონოვის პრემიის პირველი ლაურეატი გახდა რელიგიის პროგრესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
 
[[1979]] წელს დედა ტერეზას მიენიჭა ნობელის პრემია.
 
ის გარდაიცვალა [[1997]] წელს 87 წლის ასაკში, ხოლო [[2003]] წლის ოქტომბერში კათოლიკურმა ეკლსიამ იგი წმინდანად შერაცხა.
 
ერთხელ დედა ტერეზამ თქვა:
 
''„ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ ქრისტე, ამიტომ ჩვენ არ ძალგვიძს ვაჩვენოთ მას ჩვენი სიყვარული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები და მათთან ურთიერთობაში გამოვავლინოთ ის სიყვარული, რასაც გამოვავლენდით ქრისტესთან თუ მის დანახვას შევძლებდით“''
 
== სულიერება ==
დედა ტერეზა სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა რწმენის უკმარისობას და ებრძოდა საკუთარ თავს, რათა დაეძლია ურწმუნოება და ყოფილიყო რელიგიურად უფრო მტკიცე:
 
''„სად არის ჩემი რწმენა? სადღაც შიგნით სიღრმეშიც... კი არ არის არაფერი სიცარიელისა და სიბნელის გარდა... თუ ღმერთი არსებობს–გთხოვ შემინდე. როდესაც მე ვცდილობ ჩემი ფიქრი ზეცას შევუერთო, მიჩნდება ისეთი განცდა, თითქოს ეს აზრები ისევე მე მიბრუნდებიან, მიბრუნდებიან ბასრ დანებად, რომლებიც ჩემ სულ მოუშუშებელ იარებს აყენებენ... ო როგორი მტკივნეულია ეს შეუცნობელი ტკივილი–მე არ მაქვს რწმენა. უარყოფილი, სიცარიელე, ურწმუნოება, ყოვლგვარი სურვილის გარეშე... რისთვის ვიბრძვი მე? თუ არ არსებობს ღმერთი, ვერ იარსებებს სული. თუ არ არსებობს სული, მაშინ არც შენ არსებობ იესო.“''
 
== ჯილდოები ==
[[ფაილი:President Reagan presents Mother Teresa with the Medal of Freedom 1985.jpg|thumb|250 px|პრეზიდენტი [[რონალდ რეიგანი|რეიგანი]] დედა ტერეზას [[პრეზიდენტის თავისუფლების მედალი|თავისუფლების მედალს]] გადასცემს. ცერემონია თეთრ სახლში მიმდინარეობს.]]
* ინდური ორდენი „ლოტოსის ქალბატონი“
* პავლე VI–მ რომის პაპის იოანე XXIII–ის ჯილდო გადასცა მშვიდობის სამსახურში გულმხურვალედ დგომისთვის.([[1976]])
* ნობელის პრემია ([[1979]])
* „თავისუფლების მედალი“, მიიღო აშშ–ს პრეზიდენტისგან, [[რონალდ რეიგანი]]სგან.([[1985]])
და სხვანი.
 
== ხსოვნა ==
 
* დედა ტერეზას სახელი ჰქვია ალბანეთში მსხვილ საერთაშორისო აეროპორტს.
* გადაღებულია დოკუმენტური ფილმი სახელად "დედა ტერეზა" და დადგმულია მიუზიკლი.
 
== ციტატები ==
[[ფაილი:Mother-teresa-skopje.JPG|thumb|დედა ტერეზას მემორიალი მშობლიურ ქალაქ [[სკოპი|სკოპში]]]]
 
– ადამიანები სულელები, ალოგიკურები და ეგოისტები არიან; არა უშავს შეუნდეთ მათ.
 
– თუ თქვენ გააკეთეთ სიკეთე და ხალხმა ბრალი დაგდოთ საიდუმლო პირად მიზნებში; არა უშავს, აკეთეთ სიკეთე.
 
– თუ თქვენ მიაღწიეთ წარმატებას და გამოგიჩნდენ ცრუ მეგობრები და ნამდვილი მტრები; არა უშავს, მიაღწიეთ წარმატებას.
 
– თუ თქვენ პატიოსანი და გულღია ხართ, ხალხი მოგატყუებთ თქვენ; არა უშავს, იყავით პატიოსანი და გულღია.
 
– რასაც თქვენ აშენებდით წლობით, ის შეიძლება ერთ წუთში დაინგრეს; არა უშავს, აშენეთ.
 
– თუ თქვენ მოიპოვეთ ბედნიერება, სხვებს შეშურდებათ; არა უშავს, იყავით ბედნიერი.
 
– სიკეთე, რომელიც თქვენ დღეს გააკეთეთ, ხალხი მას ხვალ უკვე დაივიწყებს; არა უშავს აკეთეთ სიკეთე.
 
– იყავით განსხვავებული ხალხისგან საუკეთესოთი რაც გაგაჩნიათ, თუმცა ეს არასდროს არ იქნება საკმარისი; არა უშავს, გამოეყავით მათ საუკეთესოთი. საბოლოოდ რასაც თქვენ აკეთებთ ხალხს არ სჭირდება; ეს მხოლოდ თქვენ და ღმერთს გჭირდებათ; ილოცეთ ერთად და უერთგულეთ მარტომ.
 
''„ჩვენთვის არ არსებობს განსხვავება ეროვნებაში, კანის ფერში, რელიგიაში. ყველა ადამიანი ჩვენთვის ღვთის შვილია. ყველა იმსახურებს ჩვენს დახმარებას, ყველა შექმნილია რათა უყვარდეს და უყვარდეთ. ქველმოქმედება–ეს არის დიდი ძალა, რომელიც აკავშირებს და აერთიანებს ადამიანებს. ქველმოქმედება აახლოვებს და ამეგობრებს. მხოლოდ ქველმოქმედებას ძალუძს აღაფრთოვანოს ყოველი სულიერი, რადგან ეს საქმე უფლის ხელიდან მომდინარეობს.“''
 
''„თქვენ ხართ მატერიალურად უზრუნველყოფილი, თქვენ გაქვთ ყველაფერი ამ ქვეყანაზე, მაგრამ თქვენი გული მწუხარებით სავსეა. დავუშვათ თქვენ არ განაღვლებთ ის რაც არ გაქვთ–უბრალოდ მიდით ადამიანებთან და მოაქციეთ მათი ხელი თქვენსაში, გამოხატეთ სიყვარული. თქვენ თუ ამ რჩევას დაყვებით, თქვენ იბრწყინებთ როგორც შუქურა.“''
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{მინიდაფა
|პორტალი = ბიოგრაფიები
|ვიქსიკონი =
|ვიკიწიგნები =
|ვიკიციტატა = დედა ტერეზა
|ვიკიწყარო =
|ვიკისახეობები =
|ვიკისიახლეები =
|ვიკისაწყობი =category:Mother Teresa
|მეტავიკი =
}}
* [http://selfire.com/2008/07/1175/ დედა ტერეზა. ცხოვრების ისტორია]
* [http://selfire.com/2008/09/1651/ დედა ტერეზა. ციტატები]
* [http://selfire.com/2008/09/1677/ დედა ტერეზა. ნაკლებად ცნობილი ფაქტები]
 
{{ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცების დარგში 1976-2000}}
 
[[კატეგორია:ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებისათვის]]
[[კატეგორია:ალბანელი წმინდანები]]
[[კატეგორია:ალბანელი ქველმოქმედები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1910]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1997]]
[[კატეგორია:ალბანელი ქრისტიანი მისიონერები]]
[[კატეგორია:1979 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში]]