კეინზიანიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Keynes 1933.jpg|thumb|230px|ჯონ მეინარდ კეინზი]]
'''კეინზიანიზმი''' — ერთ-ერთი ძირათადი მიმართულება ეკონომიკურ თეორიაში, რომელიც აღმოცენდა მაკროეკონომიკური წონასწორობის კეინზიანური თეორიიდან და დიდი როლი შეასრულა ეკონომიკური ზრდის თანამედროვე თეორიების ჩამოყალიბებაში. ამ მიმართულებას საფუძველი ჩაუყარა XX საუკუნის გამოჩენილმა ეკონომისტმა [[ჯონ მეინარდ კეინზი|ჯონ მეინარდ კეინზმა]], რომლის თეორია ძირითადად აისახა მის ცნოვილ ნაშრომში "დასაქმების„დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია"თეორია“.
 
კეინზიანიზმი წარმოიშვა როგორც რეაქცია 1929-1933 წლების მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და მისი შემდგომი პერიოდის დეპრესიაზე, როდესაც არ არსებობდა სტიმულები არა მარტო ახალი ინვესტიციებისათვის, არამედ კაპიტალის განახლებისათვისაც. კეინზმა თავისი არგუმენტები და დასკვნები დაუპირისპირა კლასიკური თეორიის არგუმენტებსა და დასკვნებს, რომლის პოსტულატები, მისი აზრით, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემშხვევაში - როდესაც ეკონომიკური სიტუაცია გამოხატავს შესაძლო წონასწორობის საუკეთესო შემთხვევას, კეინზის თეორია კი, ძირითადად, ეკონომიკის კრიზისული პროცესების ანალიზს ეძღცვნება. იგი უმთავრესად იკვლევს საწარმოთა ქრონიკული დაუტვირთაობის, მასობრივი უმუშევრობისა და ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპების გამომწვევ მიზეზებს. ამიტომ მას ხშირად "დეპრესიული"„დეპრესიული“ ან "სტაგნაციური"„სტაგნაციური“ ეკონომიკის თეორიას უწოდებენ.
 
კეინზის თეორიის ცენტრალური იდეა კვლევის მაკროეკონომიკური მეთოდია, მაშინ როდესაც კეინზიანამდელ ეკონომიკურ თეორიაში გაბატონებული იყო მიკროეკონომიკური მიდგომა. აქედან გამომდინარე, კვლევის ცენტრში იდგა ცლაკეული ფირმა, მისი დანახარჯების მინიმიზაციისა და მოგების, როგორც კაპიტალის დაგროვების წყაროს, მაქსიმიზაციის პრობლემა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კეინზიანიზმი“-დან