ინგლისელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 14:
'''ინგლისელები''' — [[დიდი ბრიტანეთი]]ს ძირითადი მოსახლეობა. მიეკუთვნება [[ევროპეიდული რასა|ევროპეიდული რასის]] ატლანტურ-ბალტიურ შტოს. მე–17-19 სს-ის ინგლისური კოლონიზაციის დროს გადასახლდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში, [[ავსტრალია]]ში, [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]], სამხრეთ აფრიკაში და აბორიგენ მოსახლეობასთან შერევის შედეგად სათავე დაუდეს ახალ ინგლისურენოვან ხალხებს — ამერიკელებს, ანგლო-კანადელებს, ანგლო-ახალზელანდიელებს, ანგლო-აფრიკელებს, ფოლკლენდელებს და სხვა.
 
== ინგლისელი ერის ჩამოყალიბება ==
ბრიტებისა და ანგლო-საქსების ბრძოლა გარდამავალი იყო უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ ანგლო-საქსების გამარჯვებით დამთავრდა მათ ბრიტები კუნძულის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში განდევნეს სამხრეთ-აღმოსავლეთი კი მთლიანად დაიკავეს. შეიცვალა დაპყრობილი ქვეყნის სახელწოდებებიც მას ანგლებიდან წამომდგარი სახელი ინგლისი ეწოდა VIს-ის ბოლოსთვის ინგლისში ჩამოყალიბდა შვიდი ბარბაროსული სამეფო.
[[1006]] წელს დამთავრდა [[ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] დაპყრობების ეპოქა. მოსულმა ხალხმა - [[იბერიელები|იბერიელებმა]], [[კელტები|კელტებმა]], [[რომაელები]], [[ანგლო-საქსები|ანგლო-საქსებმა]], [[დანიელები|დანიელებმა]], [[ნორმანები|ფრანგ-ნორმანდელებმა]] იქ თავიანთი ეთნიკური და [[კულტურა|კულტურული]] კვალი დატოვეს.
ინგლისელები ძირითადად ანგლო-საქსების, დანიელებისა და ფრანგ-ნორმანდელების საფუძველზე წარმოიშვნენ. მათი ენაც ანგლო-საქსურის, გერმანულისა და ნორმანდულ-ფრანგულის საინტერესო შერწყმის შედეგია.
შოტლანდიელები ძირითადად [[ბრიტები|ბრიტებისა]] და ანგლო-საქსების, უფრო ნაკლებად კი [[დანიელები|დანიელების]] ნარევს წარმოადგენენ.
 
* '''სახელები''': თვითწოდება - English;
* '''საერთო რაოდენობა''': 90 მლნ
Line 23 ⟶ 27:
 
[[კატეგორია:ინგლისელები|*]]
 
= ინგლისის მეფე ალფრედი. =
 
როდესაც კარლოს დიდმა ხანგრძლივი, შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ საქსები დაიმორჩილა და რომის ეკლესიას დაუქვემდებარა, განიზრახა სხვა ტომების დაპყრობაც, რომლებიც ახლანდელი გერმანიის აღმოსავლეთ მხარეში სახლობდნენ. ბალტიისპირეთი, ელბასა და ოდერის აუზის სანაპიროები, ახლანდელი გოლშტინია და მაკლენბურგი დასახლებული იყო სხვადასხვა სლავური ტომებით, გერმანელებითა და დანიელებით, რომლებიც გამუდმებით ებრძოდნენ ერთმანეთს. კარლოს დიდს სურდა, ჰამბურგში დაეარსებინა საეპისკოპოსო იქაურთა გასაქრისტიანებლად. მან ააგო ეკლესია, გაგზავნა მღვდელი და ამით სათავე დაუდო მქადაგებლობას იმ მხარეში, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა არ დასცალდა. ამასობაში კარლოსსა და დანიელებს შორის, რომლებსაც სამხრეთ იუტლანდია ეკავათ (ახლანდელი შლეზვიგ-გოლშტეინი), ომი ატყდა. მეფემ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოწინააღმდეგესთან ზავი დადო, მაგრამ მქადაგებლობის წინსვლას ამანაც ვერ უშველა.
 
ლუდოვიკო „ღვთისმოსავის“ მეფობის დროს დანიის უფლისწულმა ჰარალდმა, რომელსაც ნათესავი სამეფო ტახტს ედავებოდა, დახმარებისთვის ფრანკებს მიმართა და მათი შემწეობით გაიმარჯვა. ამას შედეგად მოჰყვა მეგობრული ურთიერთობა და 822 წელს ლუდოვიკომ იუტლანდიაში ელჩები გაგზავნა, რეიმსის არქიეპისკოპოს ებოსა და კამბრეს მომავალი ეპისკოპოსის – ჰალიტგარის თაოსნობით. მათ თითქმის დაიყოლიეს ჰარალდი, მიეღო ქრისტიანობა, მაგრამ მას შეეშინდა ხალხის უკმაყოფილებისა და უარი თქვა ნათლისღებაზე. თუმცა ქრისტიანი ეპისკოპოსებისთვის ხელი არ შეუშლია, მოენათლათ ახალმოქცეულები. ელჩები დიდხანს არ დარჩენილან დანიელთა შორის. ისინი ისე დაბრუნდნენ სამშობლოში, რომ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
 
დანიაში ატეხილმა ახალმა მღელვარებამ ჰარალდი იძულებული გახადა, ისევ ლუდოვიკოსთვის ეთხოვა დახმარება. 826 წელს მაინცს, სადაც იმპერატორი იმყოფებოდა, მიადგა ასი ხომალდი, რომელთაც ჩაიყვანეს მეფე ჰარალდი ოჯახითა და მრავალრიცხოვანი მხლებლებით: ძირითადად დანიელებითა და ნორმანებით. ყველა საზეიმოდ მოინათლა იმპერატორის და დედოფლის თანდასწრებით, რომლებიც დანიის სამეფო წყვილის ნათლიებიც გახდნენ. მაგრამ საეჭვოა, რომ დანიელებს, რომლებიც ნაკლებად იცნობდნენ ქრისტიანობას, ერწმუნათ მისი ჭეშმარიტება. მეფეს უბრალოდ იმპერატორის დახმარება სჭირდებოდა. ნათლისღების შემდგომ ყველამ ხალისით მიიღო ლუდოვიკო „ღვთისმოსავისგან“ ნაბოძები საჩუქრები.
 
ჰარალდმა მოისურვა, მის ქვეყანაში გაეგზავნათ მახარებლები. კორბის მონასტრის წინამძღვარმა ეს საქმე იმპერატორთან ერთად განიხილა და შეარჩია ნიჭიერი და მოშურნე ახალგაზრდა მონაზონი ანსგარი. ის წარმოშობით ამიენიდან იყო. ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა სურვილს, სიცოცხლე ღმერთისთვის მიეძღვნა. იგი ადრე აღიკვეცა მონაზვნად, გადასახლდა ახალი კორბის მონასტერში, მთლიანად მისცა თავი ლოცვას და მასწავლებლობას იქაურ სკოლაში. მაგრამ ამგვარი შრომა მას არ აკმაყოფილებდა და სხვაგვარი ღვაწლისკენ ისწრაფოდა. მას ჩაესმოდა ხმა უფლისა: „წადი და მარტვილის გვირგვინით შემკული დამიბრუნდი“. ერთხელ, შეკითხვაზე: „ღმერთო, რის გაკეთებას მიბრძანებ?“, პასუხად მოესმა: „აუწყე ადამიანებს სიტყვა ღვთისა!“ ამის შემდეგ წარმართთათვის სახარების ქადაგება ანსგარის სანუკვარ მიზნად იქცა.
 
მან სიხარულით მიიღო წინადადება, მახარებლად წასულიყო დანიაში. კორბის მონასტრის მონაზონთაგან ერთი თანაშემწეც გამოუჩნდა და ორივე გზას გაუდგა. საქმე რთული და მძიმე გამოდგა: მეფის გაქრისტიანებით უკიდურესად უკმაყოფილო დანიელებს ამ სარწმუნოების შესახებ მოსმენაც არ სურდათ. არც ქვეყნის სიღრმეში შეღწევის საშუალება არსებობდა, ამიტომ მისიონერები სამხრეთ იუტლანდიაში, ქალაქ ჰადებში, შეჩერდნენ და ქრისტიანული სკოლა დააარსეს. ანსგარმა არაერთხელ გამოისყიდა ტყვე ბავშვები და ასწავლა იმ იმედით, რომ მათგან მახარებლები და დამრიგებლები გამოვიდოდნენ. მაგრამ ეს საქმიანობა მალე შეჩერდა. მეტოქის მიერ ძლეული ჰარალდი იძულებული გახდა, გაქცეულიყო. ქვეყნის დატოვება მოუხდათ მქადაგებლებსაც, რადგნაც მათდამი ადგილობრივი მოსახლეობა მტრულად იყო განწყობილი.
 
მაგრამ ანსგარი იმედს არ კარგავდა, რომ დაწყებულ საქმეს გააგრძელებდა. ამასობაში მისი თანამგზავრი გარდაიცვალა, თავად კი დაელოდა ხელსაყრელ ვითარებას, რათა თავისი მოღვაწეობა განეახლებინა და იმავდროულად სცადა სხვა ქვეყანაში, შვეციაში, შეღწევა. იქ ჯერ კიდევ VIII საუკუნის დასაწყისში იქადაგეს (მისიონერთა სახელები უცნობია), მაგრამ მხოლოდ შვეციის უფლისწულ სკირას მონათვლა მოახერხეს. იმ დროიდან გაუთავებელი არეულობის პირობებში ქრისტიანობაზე აღარავინ საუბრობდა, თუმცა საბოლოო დავიწყებას იგი არ მისცემია – სავაჭრო ურთიერთობებისა და ომების დროს შვედებს ხშირად უხდებოდათ ქრისტიანებთან ურთიერთობა.
 
829 წელს ლუდოვიკოს სამეფო კარს ესტუმრნენ შვედი ვაჭრები და ქრისტიან მქადაგებელთა გაგზავნა სთხოვეს. ანსგარი და მისი მეგობარი სიხარულით გაუდგნენ გზას, მაგრამ მოგზაურობისას ზღვის მეკობრეებმა გაძარცვეს და ძლივს გადარჩნენ. ბოლოს ჩააღწიეს ქალაქ ბირკაში (მელარენის ტბის მახლობლად), სადაც კეთილგანწყობით მიიღო მეფე ბიორნმა, იქვე გადაეყარნენ ქრისტიან ტყვე მეომრებს, რომლებიც აუწერელი სიხარულით შეხვდნენ ერთმორწმუნეებს და მათგან წმინდა ზიარება მიიღეს. მქადაგებლობა საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ბევრმა ირწმუნა, ხოლო ქვეყნის ერთ-ერთმა მმართველმა, ჰერიგარმა, ნათელ-იღო და პირველი ქრისტიანული ეკლესიაც დააფუძნა.
 
ანსგარი შვეციაში წელიწადნახევარი დარჩა და დაუღალავად იღვაწა. დაბრუნებულმა ვითარება გააცნო ლუდოვიკოს, რომელმაც თავის მამის, კარლოს დიდის განზრახვის აღსრულება გადაწყვიტა და სარწმუნოების გავრცელების ხელშესაწყობად ჰამბურგში დააარსა ნორდალბინგიის საეპისკოპოსო, რომლის არქიეპისკოპოსობა ანსგარს ანდო. ნორდალბინგია ეწოდება ელბის გადაღმა დანიის მოსაზღვრე ტერიტორიას, ჰამბურგსა და ახლანდელი გოლშტინიის დასავლეთ ნახევარს. საეპისკოპოსოს ინახავდნენ ფრიზლანდიის ერთ-ერთი მონასტრის შემოსავლებით, მაგრამ ანსგარი ყოველმხრივ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მის ოლქს გაუთავებლად თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ მეზობელი ტომები. ანსგარის სიცოცხლესაც არაერთხელ დაემუქრა საფრთხე, მაგრამ იგი ვერაფერმა შეაშინა და ვერ გაუნელა მოშურნეობა. მთელი არსებით ღვთის ყოვლისშემძლე შემწეობას იყო მინდობილი; იცოდა, რომ უფალი არ დაუშვებდა კეთილი თესლის უნაყოფობას და მას თავის დროზე აღმოაცენებდა. მან გამოისყიდა ტყვეობიდან გერმანელი, ნორმანი და სლავი ყმაწვილები და ქრისტეს სარწმუნოება შეასწავლა. იმავდროულად დაუკავშირდა მახარებლებს დანიაში, სადაც ჯერ გაურკვევლობა სუფევდა. როდესაც იმარჯვებდა ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილი ძალა, მორწმუნეებს საფრთხე და დევნა ელოდათ; ზოგჯერ მახარებლები იძულებულნი ხდებოდნენ, საერთოდ გასცლოდნენ იქაურობას.
 
რამდენიმე წლის შემდეგ ახალი უბედურება დაატყდა თავს ანსგარის ეპარქიას – ნორმანებმა საშინლად დაარბიეს მხარე, გადაწვეს ჰამბურგი და მის მიერ დაარსებული ტაძარი, სკოლა და ბიბლიოთეკა; თვითონ ანსგარი ძლივს გადარჩა. „უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო, ვითარცა უნდა, ეგრეთცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ!“ – გაიმეორა იობის სიტყვები და დროებით გოლშტინიაში, ერთი ქრისტიანი ქვრივის მამულში, გადასახლდა.
 
როგორც კი მცირეოდენი შესაძლებლობა მიეცემოდა, იგი მიმოივლიდა ხოლმე იავარქმნილ ეპარქიას, ანუგეშებდა გაუბედურებულ ადამიანებს, უნერგავდა სულიერ სიმტკიცესა და ღვთისადმი სასოებას. თვითონ ანსგარი უკიდურეს სიღატაკეს ითმენდა; ლუდოვიკოს მემკვიდრეებმა ნორდალბინგიის ეპარქიას შემოსავალი წაართვეს და ანსგარიც სრულიად უსახსროდ დარჩა. თანამუშაკნი სულიერად დაეცნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ, მან კი არ მიატოვა დაწყებული საქმე და უკეთესი მომავლის მოლოდინში მარტომ განაგრძო მოღვაწეობა. რამდენიმე ხნის შემდეგ ჰამბურგი და ბრემენი ერთ ეპარქიად გაერთიანდა და მოშურნე არქიეპისკოპოსს ისევ მიეცა შესაძლებლობა და სახსრები სასიკეთო საქმის გასაგრძელებლად.
 
ნორდალბინგიის არქიეპისკოპოსობასთან ერთად ანსგარს მთელი ჩრდილოეთი მხარის პრიმასის წოდებაც მიენიჭა და დანიისა და შვეციის ეკლესიების ზედამხედველობა დაევალა. 837 წელს შვეციაში მოღვაწე ეპისკოპოსი ჰაუცბერგი განდევნა ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილმა დაჯგუფებამ. ანსგარი რამდენჯერმე ჩავიდა დანიაში, იუტლანდიის მეფე ერიხის მფარველობით ისარგებლა და ქალაქ შლეზვიგში ტაძარი ააგო. თვითონ მეფემ მონათვლა არ მოისურვა, მაგრამ ბევრი გაქრისტიანდა, რამაც წარმართული ფრთის რისხვა გამოიწვია. იფეთქა ამბოხებამ და ანსგარის მფარველი მეფე ჯერ ტახტიდან ჩამოაგდეს, შემდეგ კი, 854 წელს, მოკლეს და მეფედ გამოაცხადეს ყმაწვილი ერიკი. შლეზვიგის მთავარმა იარლ შლეზვიგელმა, ქრისტიანობის სასტიკმა მტერმა, რომელიც ერიკის მაგიერ მართავდა ქვეყანას, ქრისტიანების დევნა დაიწყო – ბევრი სიკვდილით დასაჯა, მღვდლები გააძევა, ეკლესია კი დახურა. მაგრამ მისი მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 856 წელს ანსგარი თავად მეფემ მიიწვია დანიაში და მქადაგებლობითი მოღვაწეობაც განახლდა.
 
რაც შეეხება შვეციას, სადაც დევნის გამო შვიდი წლის განმავლობაში მახარებლები არ ჰყოლიათ, ბევრი მოქცეული ნამდვილი ქრისტიანი გამოდგა. ხიფათმა და დევნამ მათში ვერ გაანელა ღვთისადმი მსახურების მხურვალე სურვილი. ერთ-ერთი ასეთი იყო ჰერიგარი, რომლის სულიერი სიმტკიცე და სათნო ცხოვრება კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა გარშემო მყოფებზე. მისი წყალობით მოიქცა ბევრი – ზოგი ფარულად, ზოგიც საჯაროდ.
 
ქრისტიანებთან ხშირი ურთიერთობის შედეგად შვედებმა გაიცნეს ქრისტე. თორისა და ოდინის (სკანდინავიის წარმართთა მთავარი ღმერთები) თაყვანისმცემლები თანდათან ხვდებოდნენ, რომ ქრისტიანთა ღმერთი ძალმოსილი და შემწეა მათი, ვინც მისი ირწმუნა.
 
ანსგარი, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, 852 წელს ჩავიდა შვეციაში, რათა გაემხნევებინა ქრისტიანები და მოენათლა ახალმოქცეულნი. დანიის მეფე ერიკი, რომელსაც უყვარდა ანსგარი, მის შესახებ სწერდა მეფე ოლაფ შვედს: „არასდროს შევხვედრივარ ასეთ მართალ და სათნო ადამიანს, გთხოვ, ნება მისცე შვეციაში დააარსოს ქრისტიანული ეკლესია, რადგან ესოდენ მართალი კაცი მხოლოდ ჭეშმარიტად კარგისა და სასარგებლოსთვის გამოიდებს თავს“.
 
ოლაფმა ანსგარი კარგად მიიღო, მაგრამ თანადგომას არ დაჰპირებია, რადგან ეშინოდა ხალხის რისხვისა, რომელიც ისედაც იყო აღელვებული ქრისტიანული სარწმუნოების წინსვლით. ძველი კერპთმსახურების ბევრი მოშურნე დამცველი სახალხო ყრილობებზე თორისა და ოდინის უარმყოფელებს ზეციური რისხვით ემუქრებოდა. მღელვარება იმდენად ძლიერი იყო, რომ ანსგარის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, მაგრამ იგი არსად წასულა და უშიშრად ელოდა ხელსაყრელ ვითარებას. ერთხელაც მეფემ წილი ყარა, მიეცა თუ არა მისთვის ქადაგების ნება, და საქმე ქრისტიანთა სასარგებლოდ გადაწყდა. მაშინ მან ანსგარს უფლება მისცა, საკითხი განსახილველად სახალხო კრებისთვის შეეთავაზებინა. ლოცვითა და მარხვით მომზადებულმა ანსგარმა ერს გაქრისტიანებისკენ მოუწოდა. ხალხი აღელდა, ბევრმა უარყო ეს წინადადება, მაგრამ ერთმა ღირსეულმა მოხუცმა ყრილობას შეახსენა, რომ ქრისტიანთა ძლიერმა და ყოვლისშემძლე ღმერთმა უკვე მრავალი იხსნა საფრთხისგან ზღვასა და ბრძოლებში; რომ უგუნურებაა, უარყო ის, რაც შეიძლება სასარგებლო გამოდგეს. მოხუცის სიტყვები ბევრმა ყურად-იღო. გადაწყდა, არ აღდგომოდნენ წინ ქრისტიანობის გავრცელებას და მორწმუნეებისთვის უფლება მიეცათ, ჰქონოდათ ეკლესია და აღესრულებინათ ღვთისმსახურება.
 
ანსგარი სიხარულით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. მეფემ მას აჩუქა მიწის ნაკვეთი, სადაც საფუძველი ჩაეყარა ეკლესიას. როდესაც ანსგარი ბრემენში დაბრუნდა, იქ მღვდლად დატოვა თავისი ერთ-ერთი საყვარელი მოწაფე რიმბერტი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა მქადაგებლობის საქმეს.
 
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ანსგარი თავის ეპარქიაში ცხოვრობდა და უწინდებურად იღვწოდა. მას ახალგაზრდობიდან უყვარდა განმარტოება, ამიტომ თავისთვის ვიწრო სენაკი მოიწყო, თუმცა იქაც იშვიათად ახერხებდა დასვენებას – მთელს დროს მოყვასზე ზრუნვას უთმობდა. მისი წმინდა ცხოვრების შესახებ შეიტყვეს თუ არა, მნახველთა ნაკადი მიაწყდა მის სამყოფელს, შორიდან მოჰყავდათ სნეულები იმ იმედით, რომ ანსგარის ლოცვა მათ განკურნავდა. როდესაც ანსგარს, როგორც სასწაულთმოქმედს, ადიდებდნენ, იგი თავმდაბლად ეუბნებოდა: „მე არ შემიძლია სასწაულების მოხდენა. ღმერთს მხოლოდ ერთ სასწაულს ვთხოვ – თავისი მადლით გარდამქმნას კარგ ადამიანად“. ანსგარს სარწმუნოებისთვის მოწამებრივი სიკვდილი არ რგებია, მაგრამ წილად ხვდა, ოცდათოთხმეტი წლის განმავლობაში ეშრომა, დაეთმინა გაჭირვება და დაუღალავად ეღვაწა ღვთის სადიდებლად. სკანდინავიის დიდი მოციქული გარდაიცვალა 865 წელს.
 
ანსგარის მემკვიდრე იყო მისი საყვარელი მოწაფე რიმბერტი. მან აღწერა თავისი მოძღვრის ცხოვრება, რომელსაც მოღვაწეობასა და თავგანწირვაში თავადაც ჰბაძავდა. რიმბერტი ოცდასამი წლის განმავლობაში იყო ნორდალბინგიის არქიეპისკოპოსი და შვეციასა და დანიაში ქრისტიანობის დასამკვიდრებლად იღვწოდა, მაგრამ სრულ გამარჯვებას ის და მისი მემკვიდრენი ვერ მოესწრნენ. კიდევ ას წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა ახალ სარწმუნოებასა და ერში მყარად ფესვგადგმულ ძველ კერპთმსახურებას შორის ბრძოლა.
 
ნორმანებმა და დანიელებმა ევროპას ახალი რისხვა დაატეხეს თავს, დაუნდობლად ესხმოდნენ თავს მეზობელ ქვეყნებს, ძარცვავდნენ ქრისტიანულ ტაძრებს, ხოცავდნენ მორწმუნეებს. შვეციასა და დანიაში ისევ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. მაგრამ ანსგარისა და მისი მოწაფეების მიერ ჩაგდებული კეთილი თესლი არ დაღუპულა – ამ ქვეყნებში მაინც დარჩნენ ქრისტიანები, ცოცხლობდა ხსოვნა ნაქადაგები ღვთის სიტყვისა; სწორედ ამის საფუძველზე IX საუკუნის დასასრულს, როგორც შემდგომ ვნახავთ, ქრისტიანობა ხელახლა აღორძინდა.
 
IX საუკუნეში დაუნდობელი დანიელების თავდასხმებისგან განსაკუთრებით ბრიტანეთის კუნძულები დაზარალდა. ცეცხლში ჩაიფერფლა ეკლესია-მონასტრები, სასწავლებლები. განათლება იმდენად დაეცა, რომ X საუკუნის დასასრულისთვის რამდენიმე განსწავლულ ადამიანს თუ შეხვდებოდით ქვეყანაში, რომელიც აქამდე განთქმული იყო თავისი სკოლებით. მრავალი მეცნიერი საფრანგეთში გადასახლდა.
 
872 წელს ტახტზე ავიდა ალფრედ დიდი. ინგლისი დღევანდლამდე მადლიერებით ინახავს თავისი ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული მეფისადმი ხსოვნას. მან დაამარცხა დანიელები და ძალისხმევა არ დაიშურა მშობლიური ერის განსანათლებლად. თავად მოშურნე ქრისტიანი, ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მხოლოდ საღვთო რჯულზე დაფუძნებული განათლება მოიტანდა სიკეთეს. მეფემ ყოველი მხრიდან მიიხმო სწავლული და ღვთისმოსავი ადამიანები, გაუხსნა სკოლები და თავადაც სწავლობდა მათგან. მთელ დროს ლოცვაში, ცოდნის შეძენასა და სახელმწიფო საქმეებზე ზრუნვაში ატარებდა.
 
მეფე ხედავდა, თუ როგორ იოლად და მალე დაეცა განათლება ინგლისში, რაც, მისი აზრით, იმის შედეგი იყო, რომ მეცნიერებანი და ღვთისმეტყველება ისწავლებოდა არა მშობლიურ, არამედ ლათინურ ენაზე. ამიტომ იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა აუცილებელი სახელმძღვანელოებისა და სასულიერო წიგნების გადათარგმნას. თავადვე შეისწავლა ლათინური ენა და ინგლისურად თარგმნა: ფსალმუნთა წიგნი, გრიგოლ დიოლოღოსის ზოგიერთი თხზულება, ბედა ღირსეულის „ინგლისის ეკლესიის ისტორია“. მეფე ალფრედი ერთ-ერთი თავისი წიგნის წინასიტყვაობაში წერდა: „მახსოვს, უკანასკნელ დარბევებამდე ჩვენი ეკლესია-მონასტრები მდიდარი იყო წიგნებით, მაგრამ სასულიერო პირები მათგან სიკეთეს ვერ იღებდნენ, რადგან არაფერი ესმოდათ. ჩვენმა წინაპრებმა კი ისინი მშობლიურ ენაზე არ გადათარგმნეს, რადგან ვერ წარმოიდგინეს, რომ ოდესმე ასეთი უმეცარნი გავხდებოდით“.
 
ალფრედმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ოქსფორდის სასწავლებელი, რომლის საფუძველზეც შემდგომ დაარსდა ცნობილი უნივერსიტეტი. მანვე დაადგინა ნაფიც მსაჯულთა სამსჯავრო ინგლისში. კეთილშობილი, მოწყალე და ბრძენი მეფე გარდაიცვალა 901 წელს. მართალია, დანიელებმა კვლავ განაახლეს თავდასხმები და დარბევები, მაგრამ ინგლისში განათლება მაინც ვითარდებოდა. ალფრედის ღვაწლს უნაყოფოდ არ ჩაუვლია...
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინგლისელები“-დან