რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
85.114.229.69-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 44:
}}
 
'''საფეხბურთო კლუბი რეალ მადრიდი''' ({{lang-es|Real Madrid}} „მადრიდის სამეფო კლუბი“) — პროფესიონალური [[ფეხბურთი|საფეხბურთო]] კლუბი [[ესპანეთის სამეფო|ესპანეთის]] ქალაქ [[მადრიდი]]დან. „რეალი“ არის [[ესპანეთის საფეხბურთო რეკორდები|ყველაზე წარმატებული კლუბი]] ესპანეთში და [[ფიფა]]-ს მიერ დასახელებულ იქნა მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად. კლუბს მოგებული აქვს [[ესპანეთის ლა ლიგა|ლა ლიგის]] სარეკორდო 32 ტიტული; [[ესპანეთის თასი]]ს 18 ტიტული; [[ესპანეთის სუპერთასი]]ს 9 ტიტული; [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა|უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის]] სარეკორდო 11 ტიტული; [[უეფა-ს თასი]]ს 2 ტიტული; [[უეფა-ს სუპერთასი]]ს 3 ტიტული და [[საკონტინენტთაშორისო თასი (ფეხბურთი)|საკონტინენტთაშორისო თასის]] 3 ტიტული. „რეალი“ იყო ფიფა-ს და ახლა გაუქმებულ [[G-14]]-ის დამაარსებელი. სიტყვა „რეალი“ [[ესპანური ენა|ესპანურად]] „სამეფოს“ ნიშნავს და კლუბს იგი [[ალფონსო XIII]]-მ მისცა [[1920]] წელს ემბლემაზე გამოსახულ გვირგვინთან ერთად. ეს გვირგვინი სხვა ესპანურ კლუბებსაც მიუღიათ („[[რეალ სოსიედადი (საფეხბურთო კლუბი)|რეალ სოსიედადი]]“, „[[რეალ უნიონი]]“, „[[რეალ ბეტისი]]“ და „[[რეალ სარაგოსა]]“).
[[მადრიდი|მ]]<nowiki/>tengiza andzrevs :D
 
„რეალი“ [[1902]] წელს დაარსდა და ლა ლიგიდან - ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან - არასდროს გავარდნილა. [[1950-იანები|1950-იანებში]] კლუბმა თავი ევროპულ და ესპანურ ფეხბურთში მთავარ ძალად დაიმკვიდრა. [[1980-იანები|1980-იანებში]] კლუბს ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა (ცნობილი, როგორც La Quinta del Buitre), მოიგო რა 2 [[უეფა-ს თასი]]; 5 ესპანეთის ჩემპიონატი (ზედიზედ); 1 ესპანეთის თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.
 
გუნდის ტრადიციული ფორმა თეთრი ფერისაა, თუმცა, ხანდახან, ლურჯიც აქვს შერეული. კლუბის გერბი რამდენიმეჯერ შეიცვალა. ახლანდელი გერბი 1920-იანების გერბის ადაპტაციაა. „რეალის“ საშინაო არენა 80 354-ადგილიანი „[[სანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)|სანტიაგო ბერნაბეუ“]] არის, რომელიც მადრიდის ცენტრში მდებარეობს და კლუბის მთავარი არენაა [[1947]] წლიდან. ბერნაბეუ ჩემპიონთა ლიგის ფინალების სტადიონი იყო [[1957]], [[1969]], [[1980]] და [[2010]] წლებში.
 
„რეალს“ აქვს ხანგრძლივვადიანი მეტოქეობა ბევრ კლუბთან, განსაკუთრებით „[[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|ბარსელონასთან“]], რომელთანაც მატჩებს „[[ელ კლასიკო]]“ ეწოდება. ბევრი ევროპული კლუბისგან განსხვავებით, „რეალს“ მართავდნენ კლუბის წევრები დაარსებიდანვე. რეალი არის მსოფლიო უმდიდრესი კლუბი (€401 მილიონი) და ღირებულებით მე-2 (€950 მილიონით) 2008 წლის მონაცემებით<ref>{{Cite web|title = United rise but Real Madrid stays top | url = http://www.deloitte.com/dtt/press_release/0,1014,sid%253D2834%2526cid%253D191865,00.html | publisher = Deloitte UK | date = 14 February 2008| accessdate = 16 February 2008}}</ref><ref name="Soccer Team Valuations">{{Cite web|title = Soccer Team Valuations | url = http://www.forbes.com/lists/2008/34/biz_soccer08_Soccer-Team-Valuations_Revenue.html | publisher = forbes.com | date = 30 April 2008| accessdate = 16 July 2008}}</ref>
 
== ისტორია ==
{{მთავარი|რეალ მადრიდის ისტორია}}
[[მადრიდი|მადრიდში]] [[ფეხბურთი]] ლიბრე დე ენსენანცას სტუდენტებმა და პროფესორებმა შეიტანეს. მათ შორის რამდენიმე ოქსბრიჯის უნივერსიტეტდამთავრებული იყო.
[[1895]] წელს მათ დააარსეს კლუბი „საფეხბურთო ცა“ (Football Sky), რომელიც კვირაობით თამაშობდა მონკლოაში. [[1900]] წელს იგი ორ კლუბად გაიყო: ახალი ფუტბოლ დე მადრიდი და ესპანიოლ დე მადრიდი. ამ უკანასკნელის პრეზიდენტი გახდა [[ხულიან პალასიოსი]]. [[1902]] წელს ეს კლუბიც გაიყო, რის შედეგადაც [[1902]] წლის 6 მარტს ჩამოყალიბდა მადრიდის საფეხბურთო კლუბი. მისი პირველი პრეზიდენტი იყო [[ხუან პადროს რუბიო]]. მოგვიანებით იგი მისმა ძმამ, კარლოსმა ჩაანაცვლა.
 
კლუბის თავდაპირველი სახელწოდება ასე ჟღერდა: „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლ“. გუნდი [[ესპანეთი]]ს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საგვარეულომ - პადროსებმა დააარსეს. „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი“ დაარსებისთანავე ჩაება საფეხბურთო ფერხულში და იმთავითვე მოწინავე პოზიციები დაიკავა. [[1902]] წელს [[ალფონს XIII]] ის გამეფებასთან დაკავშირებით, ესპანეთში მოეწყო თასის გათამაშება, რომელიც დღეს ესპანეთის თასის სტატუსს ატარებს, ზოგადად კი სამეფო თასად მოიხსენიებენ.
 
მადრიდის რეალის ისტორიაში პირველი ოფიციალური ტურნირი სწორედ [[1902]] წლის მეფის თასის გათამაშება იყო. იმ ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი მადრიდული საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი კარლოს პადროსი იყო.
 
სადებიუტო ტურნირში ახლადდაარსებულ კლუბს ხელი მოეცარა, მაგრამ მომდევნო წელს გუნდმა ფინალში თამაში უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი“ ბილბაოს „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა (ბილბაოს „ატლეტიკს“ მაშინ სწორედ „ატლეტიკო“ ერქვა).
 
[[1904]] წელს, ანუ დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, მადრიდის რეალმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში - ესპანურმა კლუბმა უშუალო მონაწილეობა მიიღო უდიდესი საფეხბურთო ორგანიზაციის, [[ფიფა]]ს დაარსებაში.
 
ამ უცნაურმა მოვლენამ მადრიდის რეალის პირველ წარმატებებს დაუდო სათავე - [[1905]] წლიდან [[1908]] წლის ჩათვლით პარდოსების დაარსებულმა კლუბმა ზედიზედ 4 ჯერ იმარჯვა მეფის, ანუ ესპანეთის თასის გათამაშებაში. სხვათა შორის, ეს მიღწევა დღემდე სარეკორდოა, ამ ტურნირის ისტორიაში. მისი გამეორება მხოლოდ ერთხელ მოხერხდა და ისიც ბილბაოს ატლეტიკომ შეძლო [[1930]]- 33 წლებში.
 
სამეფო თასზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებების გამო, ალფონს XIII-მ „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლს“, უდიდესი დამსახურების ნიშნად, საკუთარი ინიციატივით, სახელში დაურთო სიტყვა „რეალ“. მადრიდის „რეალის“ დღევანდელი სახელწოდება სწორედ აქედან მოდის. იმ დღიდან მოყოლებული კლუბმა სამეფოს სტატუსი შეიძინა. მართლია, მას შემდეგ რამდენიმე ესპანურმა კლუბმა სახელში საკუთარი ინიციატივით „რეალი“ ჩაიმატა (იგივე „რეალ მალიორკა“, „რეალ სოსიედადი“), მაგრამ პირენეის ნახევარ კუნძულზე ყველა აღიარებს, რომ ერთადერთი სამეფო კლუბი სწორედ მადრიდის „რეალია“.
 
მიუხედავად იმისა, რომ პადროსების დაარსებულმა კლუბმა მეფისგან ასეთი წყალობა მიიღო, გუნდი ვერა და ვერ ახერხებდა კუთვნილი პოზიციის დამკვიდრებას - დედაქალაქელებს „[[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|ბარსელონა“]] და ბილბაოს „ატლეტიკი“, წარმატების მხრივ საგრძნობლად სჯობდნენ.