ტოლერანტობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
82.211.166.223-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Giorgi13Bot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 1:
'''ტოლერანტობა''' ([[ლათ.]]: {{lang-la|Tolerantia, ან '''შემწყნარებლობა'''}}) — [[სოციოლოგია|სოციოლოგიური]] ტერმინი, რომელიც აღნიშნავს განსხვავებული მსოფლაღქმის, ცხოვრების წესის, ქცევისა და ჩვეულებების ატანას. ტოლერანტობა არ ნიშნავს გულგრილობას ან განურჩევლობას, არც განსხვავებული მსოფლმხედველობის ან ცხოვრების წესის მიღებას; ის ნიშნავს სხვებისთვის უფლების მიცემას, იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური მსოფლმხედველობის შესაბამისად.<ref>''Wörterbuch der Logotherapie und Existenzanalyse'', Viktor Emil Frankl</ref> ტოლერანტობა მოიცავს ადამიანის თავისუფალი არჩევანის ''ზოგადი უფლების'' პატივისცემას და არა რომელიმე კონკრეტული არჩევანის პატივისცემას.
 
ტოლერანტობის გააზრებული გამოვლინება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც განსხვავებულის დაშვების, ნებართვის ნაცვლად, მავანს შეუძლია მისი აკრძალვაც. ისტორიულად, ტოლერანტობა ძირითადად გამოიყენებოდა სახელმწიფო რელიგიასთან დაპირისპირებული შეხედულებების კონტექსტში და „აღნიშნავდა დომინანტი რელიგიის წარმომადგენელთა მხრიდან სხვა რელიგიათა არსებობის დაშვებას, თმენას, გაძლებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელთ უყურებდნენ უარყოფითად, როგორც დაბალი რანგისას, შემცდარს, ან საზიანოს“.<ref>Perez Zagorin, ''How the Idea of Religious Toleration Came to the West'' (Princeton: Princeton University Press 2003) ISBN 0-691-09270-2 , გვ. 5–6, ციტირება D.D. Raphael-ისა და სხვების, ([http://press.princeton.edu/chapters/s7638.html ლინკი])</ref> მეოცე საუკუნიდან, ტოლერანტობის მოაზრება გაფართოვდა, მასში ჩაირთო პოლიტიკური და ეთნიკური ჯგუფები, ჰომოსექსუალები და სხვა უმცირესობები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტოლერანტობა“-დან