პინგვინისნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
 
'''პინგვინისნაირნი''' ({{lang-la|Sphenisciformes}}) — [[ფრინველები|ფრინველთა]] რიგი. მოიცავს მხოლოდ 1 ოჯახს (Spheniscidae), რომელშიც ერთიანდება 6 გვარი და 17 სახეობა. მასა — 1,5-45 კგ, სხეულის სიგრძე 40-120 სმ. პინგვინისნაირნი ვერ ფრენენ, კარგად ცურავენ (36 კმ/სთ) და ყვინთავენ (20 მ-მდე). აქვთ საცურაო აპკით შეერთებული 3 თითი. ფრთა გადაქცეულია ფარფლად. ფეხები ცურვისას ასრულებენ საჭის როლს. გავრცელებული არიან ანტარქტიდის ნაპირებთან, სუბანტარქტიდის კუნძულებზე, ავსტრალიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაპირებზე, გალაპაგოსის კუნძულებზე. ბუდობენ დიდ კოლონიებად, ზოგი წყვილებად ან პატარ-პატარა გუნდებად. დებენ 1-2 კვერცხს, იკვებებიან [[თევზები]]თ, თავფეხიანი [[მოლუსკები]]თა და [[კიბოსნაირნი|კიბოსნაირებით]].
 
მას შემდეგ, რაც [[დედალაური|დედალი]] პინგვინი [[კვერცხი (საკვები პროდუქტი)|კვერცხს]] დებს, დედის მოვალეობას მამალი კისრულობს და სანამ დედა პინგვინი გამოსაკვებად ზღვისკენ მიემართება, მამალი თავისი მუცლის ტყავის ნაკეცით კვერცხს ზემოდან ეფარება. დაახლოებით 65 დღის შემდეგ დედალი, რომელმაც უკან 150 კილომეტრი უნდა გამოიაროს, ყინულზე ბაჯბაჯითა და მუცელზე სრიალით ბრუნდება. თვითონ ის ფაქტი, რომ დედალი კოლონიას აგნებს, თავისთავად სასწაულია, მაგრამ როგორ პოულობს ის მამალსა და ახლად გამოჩეკილ ბარტყს ათიათასობით მყვირალა პინგვინთა შორის? ტრფობის პერიოდში თითოეული ფრინველი იმდენად კარგად იმახსოვრებს მეორის ხმას, რომ მრავალთვიანი განშორების შემდეგაც კი პოულობენ ერთმანეთს!