ფეხბურთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, replaced: ვებ-გვერდზე → საიტზე using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:football iu 1996.jpg|მინი|300პქ|მარჯვნივ|თავდამსხმელი (წითელ მაისურში) არღვევს დაცვას (თეთრებში) და კარში დარტყმას აპირებს. მეკარე ეცდება შეუშალოს ხელი ბურთის კარში მოხვედრას.]]
'''ფეხბურთი''' — გუნდური [[სპორტია|სპორტი]], რომელშიც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით, მოთამაშეებს, [[მეკარე (ფეხბურთი)|მეკარის]] გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ორი დამხმარე გვერდითი მსაჯი. მთავარ მსაჯს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება – დააჯარიმოს თუ არა გუნდი კონკრეტულ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევისთვის. მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ან წითელი ბარათი. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად უხეშად ითამაშა ფეხბურთელმა. მსაჯის მიერ ყვითელი ბარათის ორჯერ ან პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენების შემთხვევაში ფეხბურთელი ტოვებს მინდორს.
 
თამაში თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა [[ინგლისი|ინგლისში]], რასაც [[ფეხბურთის ასოციაცია|ფეხბურთის ასოციაციის]] შექმნა მოჰყვა, რომლის [[1863]] წელს შედგენილმა კანონებმა განაპირობა სპორტის განვითარება ისე, როგორც მას ამჟამად თამაშობენ. ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაციაა [[ფიფა]] ({{lang-fr|Fédération Internationale de Football Association}}; აკრონიმი - FIFA). ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრია [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი]], რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოში სპორტულ ღონისძიებებს შორის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფეხბურთი“-დან