მალარია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
5.178.168.80-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McCleanBot-ის მიერ რედაქტირებული ვერ...
http://akhaliambebi.com/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC/
ხაზი 12:
}}
'''მალარია''' ({{lang-it|malaria < mala aria — ცუდი ჰაერი; წინათ ფიქრობდნენ, რომ დაავადებას იწვევს ცუდი ჰაერი}}) — მწვავე პროტოზოული დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით; შესაძლებელია რეციდივები.<ref>[http://www.medgeo.net/2009/06/27/malaria/ მალარია — MedGeo.Net]</ref> მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი — [[პლაზმოდიუმი]], რომელიც გადააქვს მალარიის კოღოს — [[ანოფელესი|ანოფელესს]]. მალარია გავრცელებულია [[აფრიკა|აფრიკის]], [[აზია|აზიისა]] და [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] ზოგიერთი რაიონის ჭაობიან ადგილებში. ადამიანებში აღრიცხულია მალარიის 4 ფორმა: სამდღიანი (იწვევს Plasmodium vivax), ოთხდღიანი (Plasmodium malariae), ტროპიკული (Plasmodium falciparum) და მალარია-ოვალე (Plasmodium ovale), რომელიც მხოლოდ დასავლეთ ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში გვხვდება. ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს მალარიის ტროპიკული ფორმა, რომელიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება და ენდემურია ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნებისათვის.<ref>{{ქსე|6|383-384|მარუაშვილი გ.|არა}}</ref> პარაზიტის სასიცოცხლო ციკლი მიმდინარეობს უსქესო და სქესობრივი გამრავლების მონაცვლეობით და მასპინძელთა ცვლით. უსქესო გამრავლება მიმდინარეობს ადამიანში (შუალედური მასპინძელი), ხოლო სქესობრივი — ანოფელესის გვარის კოღოს მდედრში (ძირითადი, საბოლოო მასპინძელი). დაავადება მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიში ინფექციების რიცხვს.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=13&t=7750 მალარია — სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი]</ref>
 
კოღო ჯერ კიდევ ითვლება მალარიის გავრცელების უპირველეს საშუალებად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მალარიით ყოველწლიურად 124-დან 283 მილიონამდე ადამიანი ავადდება, მათგან 755 ათასი ადამიანი კი ამ დაავადების მსხვერპლი ხდება.[http://akhaliambebi.com/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC/]
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მალარია“-დან