წმინდა ნინო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის Lasha-george ცვლილებების გაუქმება (№3220892)
ხაზი 260:
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქადაგებლად წობენიდან ერწოში წასასვლელად არსებობდა მხოლოდ ერთი გზა, რომელიც კუხეთის დაბა '''[[ბოდავი|ბოდავზე]]''' გადიოდა. ერწო-თიანეთში ქადაგების შემდეგ წმინდა ნინო უკან სწორედ აღნიშნული გზით დაბრუნდებოდა მცხეთაში. შესაძლოა იქ სადაც დასნეულდა წმინდა ნინო, შემდგომში აშენდა [[ბოდავის ღვთისმშობლის ეკლესია]]. ბოდავი, რადგანაც კახეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, იქედან გადმოსული ქრისტიანი კახელები (ფხოველები და თიანელები) ნახულობდნენ წმინდა ნინოს. მალევე უჯარმიდან წმინდა ნინოს სანახავად მოსული, რევი და სალომე სავარაუდოდ უჯარმაში გადმოიყვანდნენ.
 
როგორც უკანასკნელი გამოკვლევებით დგინდება, წმ. ნინო გარდაიცვალა ქართლში მოსვლიდან მეთხუთმეტე, 335ანუ წლისდაახ. 14332 წელს, 31 წლის იანვარსასაკში, ხოლო მისი გარდაცვალების მიზეზი იყო „სიცხე და ჴურვება“, რაც დღევანდელი ტერმინოლოგიით მალარიას შეესაბამება.<ref>ნ. ნიკოლოზიშვილი, რ. შენგელია, წმინდა ნინოს გარდაცვალების მიზეზი, "ლიტერატურა და ხელოვნება", 2006, N9; ლევან ქურციკაშვილი, კიდევ ერთხელ წმინდა ნინოს აღსასრულზე, „ჩვენი მწერლობა“ (გამოხმაურება ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილისა და რამაზ შენგელიას წერილზე "წმინდა ნინოს გარდაცვალების მიზეზი"), 2006, N23, გვ.41-42</ref>
 
განმანათლებლის სიკვდილით დამწუხრებულმა [[მირიან III|მირიან მეფემ]] განიზრახა, რომ წმინდანი მცხეთაში გადმოესვენებინა და სვეტიცხოვლის წინ დაეკრძალა, მაგრამ ორასმა კაცმაც კი ვერ დაძრა ის მცირე საკაცე, რომელზედაც ნინო აღესრულა. ამის გამო წმინდანის გვამი დაკრძალეს [[ბოდი|ბოდში]] და მთელი სამეფო მას ოცდაათი დღე გლოვობდა. მირიან მეფემ წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილას ეკლესია ააშენა, ხოლო ნანა დედოფალს ანდერძით დაუბარა, რომ სამეფო სალარო ორად გაეყო და ერთი ნაწილი ნინოს საფლავისთვის შეეწირა, რათა თავისი ბუნებრივი სიმწირის გამო დიდება არ მოკლებოდა იმ ადგილს. ასევე, მეფემ მთავარეპისკოპოსს სთხოვა, რომ იმ ადგილის პატივსაცემად დღესასწაული დაეწესებინა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წმინდა_ნინო“-დან