აკაკი წერეთელი: განსხვავება გადახედვებს შორის

62.168.170.48-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(62.168.170.48-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
{{ინფოდაფა მწერალი}}
'''აკაbasvdjagbsiasdffაკაკი როსტომის ძე წერეთელი''' (დ. [[ძველი სტილი]]თ [9 ივნისი], [[ახალი სტილი]]თ [21 ივნისი], 1840, სოფელი [[სხვიტორი|ორი]], ახლანდელი [[საჩხერის მუნიციპალიტეტი]], — გ. [[ძველი სტილი]]თ [26 იანვარი], [[ახალი სტილი]]თ [8 თებერვალი], იქვე) — [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
 
== ბიოგრაფია ==
=== განათლება ===
აკაკი წერეთელი დაიბადა ზემო [[იმერეთი]]ს შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფის [[სოლომონ I|სოლომონ I-ის]] შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფელ [[სავანე (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|სავანეში]], გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. აკაკი წერეთელი [[1852]]-იდან [[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია|ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში]] სწავლობდა, [[1859]]-იდან კი [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგის]] უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც [[1863]] წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.
აკაკი წერეთელი დაიბადა afiზემო [[იმერეთი]]ს შეძლებული თავადის როსტkuili kuili kuili
 
=== სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ===
[[ფაილი:Skhvitori.jpg|მინი|მარცხნივ|200პქ|აკაკი წერეთლის სახლმუზეუმი სხვიტორში]]
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, [[1859]] წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო [[1860]] წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― „საიდუმლო ბარათი“, რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
 
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“]] დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, [[ქართული დრამატული საზოგადოება|ქართული დრამატული საზოგადოების]] შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ ([[1897]]-[[1900]]) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს [[ხუმარა (გაზეთი)|„ხუმარა“]], რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო ([[1907]]). [[ჭავჭავაძე, ილია|ილია ჭავჭავაძესთან]] ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
 
[[ფაილი:Tschawtschawadse - Zereteli Monument Tbilissi.jpg|thumb|left| [[ჭავჭავაძე, ილია|ილია ჭავჭავაძის]] და აკაკი წერეთლის ძეგლი [[თბილისი|თბილისში]].]]
 
წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, [[ჭავჭავაძე, ილია|ილია ჭავჭავაძესთან]] ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.
 
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ([[1908]]), რომელიც, ისევე როგორც [[აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში|პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში]] ([[1912]]), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
 
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია [[თბილისი|თბილისში]], საზოგადო მოღვაწეთა [[პანთეონი (მთაწმინდა)|მთაწმინდის პანთეონში]].
 
== ლიტერატურა ==
 
[[ფაილი:Poet Akaki Tsereteli on his death-bed. Sachkhere. 1915.jpg|მარჯვნივ|მინი|220პქ|აკაკი სასიკვდილო სარეცელზე ([[დავით აბაშიძე (მხატვარი)|დავით აბაშიძის]] ფოტო)]]
* [[პავლე ინგოროყვა|'''ინგოროყვა, პ.''']]: ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი : [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]], [[ილია ჭავჭავაძე]], აკაკი წერეთელი - თბილისი : მერანი, [[1983]]
* ''აბაშიძე კ.,'' ეტიუდები XIX საუკუნის ქართლი ლიტერატურის შესახებ, თბ., 1970;
* ''ასათიანი გ.,'' სათავეებთან, თბ., 1982;
* ''ასათიანი ლ.,'' ცხოვრება აკაკი წერეთლისა, გამოც., მე-2, თბ., 1965;
* ''გაჩეჩილაძე ა.,'' აკაკი წერეთელი, თბ., 1966;
* ''ზანდუკელი მ.,'' თხზულებანი, ტ. 2 - ახალი ქართული ლიტერატურა, თბ., 1972;
* ''კოტეტიშვილი ვ.,'' ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბ., 1959;
* ''მახარაძე ა.,'' ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, გამოც. მე-3, ტ. 1, თბ., 1972;
* ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 4, თბ., 1974;
* ''ხინთიბიძე ა.,'' აკაკის ლექსი, თბ., 1972;
* ''ჯიბლაძე გ.,'' კრიტიკული ეტიუდები, ტ. 1, 4, თბ., 1958, 1963
{{ქსე|11|304|აბაშიძე გიორგი}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
{{ვიკიციტატა}}
{{commonscat|Akaki Tsereteli|აკაკი წერეთელი}}
* {{როდოვიდი|482934|აკაკი წერეთელი}}
* [http://lib.ac.ge/index.php?option=com_djcatalog2&view=item&id=107&cid=200:all&Itemid=487&auth=28&prod=0 აკაკი წერეთელი] [[Lib.ge]]-ზე
* [http://burusi.wordpress.com/literature/akaki-tsereteli/ აკაკი წერეთლის ცხოვრება, შემოქმედება]
 
{{DEFAULTSORT:წერეთელი, აკაკი}}
1 336

რედაქტირება