პოლ სეზანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
31.192.6.159-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 21:
| ჯილდოები =
}}
 
[[ფაილი:Cezanne autograph.png|მინი|მარჯვნივ|ხელმოწერა]]
 
'''პოლ სეზანი''' ({{lang-fr|Paul Cézanne}}; დ. [[19 იანვარი]], [[1839]], [[ექს-ან-პროვანსი]] ― გ. [[22 ოქტომბერი]], [[1906]], იქვე) ― [[ფრანგები|ფრანგი]] მხატვარი, რომელმაც [[იმპრესიონიზმი|იმპრესიონიზმიდან]] [[კუბიზმი|კუბიზმში]] გადასვლის დამაკავშირებელი ხიდის როლი შეასრულა. ითვლება რა თანამედროვე სახვითი ხელოვნების მამად, პოლ სეზანის ნამუშევრები გეომეტრიული კომპოზიციისა და ბალანსისკენ მისწრაფებას აღწერს. სეზანი მის ტილოებზე სამ-განზომილებიან გამოსახულებებს ფერთა გამისა და გეომეტრიული შტრიხების შერწყმით ქმნიდა.
 
== ცხოვრება და შემოქმედება ==
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი და უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება XX საუკუნის სახვითი ხელოვნების განვითარებაში, პოლ სეზანი ექს-ან-პროვანსში 1839 წლის 19 იანვარს დაიბადა . იქვე ამთავრებს სკოლას. 1859-61 წლებში ის [[იურისპრუდენცია]]ს სწავლობს ექსში და ამავე დროს აგრძელებს ხატვის გაკვეთილებს, მიჰყვება რა სიყმაწვილის გატაცებას. მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის პროფესიად ხელოვნებას ირჩევს და ახლო მეგობარ [[ემილ ზოლა]]სთან ერთად 1861 წელს პარიზში მიემგზავრება. დროთა განმავლობაში მამამისი დაჰყვა შვილის ნებას და შემდგომში მხარს უჭერდა მის არჩევანს. მოგვიანებით სეზანი მამისგან დიდ მემკვიდრეობას იღებს, რითაც მას კომფორტულად შეეძლო ცხოვრება და მხატვრობის გაგრძელება.
 
პარიზში ის ხვდება [[კამილ პისარო]]სა და სხვა იმპრესიონისტებს. ისინი ხშირად ხატავდნენ ხოლმე ერთად და სეზანის მომდევნო წლების ნამუშევრებში პისაროს ძლიერი გავლენა შეიმჩნევა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პოლ_სეზანი“-დან