კაცხი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მმ*|კაცხი}}
 
{{ინფოდაფა დასახლება
|სტატუსი = სოფელი
|პანორამის სიგანე =300
|წარწერა = კაცხის ტაძარი
|lat_dir =N |lat_deg =42|lat_min =17|lat_sec =03
|დროშა =
|lon_dir =E |lon_deg =43 |lon_min =12|lon_sec =30
|გერბი =
|გერბის სიგანე =
|დროშის სიგანე =
|ქვეყნის რუკა2 = Chiatura.png
|ქვეყნის რუკის ზომა2 = 300
|წარწერა2=
|lat_dir =N |lat_deg =|lat_min =|lat_sec =
|lon_dir =E |lon_deg = |lon_min =|lon_sec =
|CoordAddon = type:city(40361)_region:
|CoordScale =
|კლიმატი=
|ოფიციალური ენა=
|მოსახლეობა = 403<ref name="აღწერა 2014">{{cite web |url=http://www.geostat.ge/index.php?action=page&p_id=2152&lang=geo |title= მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 |date=ნოემბერი 2014 |publisher=საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური |accessdate=7 ნოემბერი, 2016}}</ref>
|მოსახლეობა = 756
|აღწერის წელი = 20022014
|სიმჭიდროვე =
|აგლომერაცია =
|ეროვნული შემადგენლობა = [[ქართველები]]<ref name="აღწერა 2002">[[Commons:File:2002 Census of village population of Georgia.pdf|საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II]]</ref>
|სარწმუნოებრივი შემადგენლობა = [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|მართლმადიდებლები]]
|ეთნოქორონიმი =
|საავტომობილო კოდი=
|საიტი =
|კატეგორია ვიკისაწყობში =Katskhi
|add1n=
|add1=
}}
'''კაცხი''' — [[სოფელი]] [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი|ჭიათურის მუნიცპალიტეტში]], თემის ცენტრი (სოფლები: [[დიდი კაცხი]], [[ეწერი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)|ეწერი]], [[მორძღვეთი]], [[ნავარძეთი]], [[სალიეთი]], [[ჯოყოეთი]]). მდებარეობს [[მდინარე]] [[კაცხურა|კაცხურის]] ნაპირას. [[ჭიათურა]]-[[ზესტაფონი]]ს საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 610 მეტრი. [[ჭიათურა|ჭიათურიდან]] 11 კილომეტრი. [[2002|2002 წლის]] აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 756 კაცი. სოფელში არის კვარციანი ქვიშის კარიერი.<ref>[http://www.greenalt.org/map/text/sachkhere_silis_karierebi/sachkhere_silis_karierebi.htm ა/ო მწვანე ალერნატივა]</ref> სოფელში არის საჯარო სკოლა<ref>[http://www.esida.ge/school-database.html?view=school&sid=782&lang=ka სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო]</ref>
 
==დემოგრაფია==
'''კაცხი''' — [[სოფელი]] [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი|ჭიათურის მუნიცპალიტეტში]], თემის ცენტრი (სოფლები: [[დიდი კაცხი]], [[ეწერი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)|ეწერი]], [[მორძღვეთი]], [[ნავარძეთი]], [[სალიეთი]], [[ჯოყოეთი]]). მდებარეობს [[მდინარე]] [[კაცხურა|კაცხურის]] ნაპირას. [[ჭიათურა]]-[[ზესტაფონი]]ს საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 610 მეტრი. [[ჭიათურა|ჭიათურიდან]] 11 კილომეტრი. [[2002|2002 წლის]] აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 756 კაცი. სოფელში არის კვარციანი ქვიშის კარიერი.<ref>[http://www.greenalt.org/map/text/sachkhere_silis_karierebi/sachkhere_silis_karierebi.htm ა/ო მწვანე ალერნატივა]</ref> სოფელში არის საჯარო სკოლა<ref>[http://www.esida.ge/school-database.html?view=school&sid=782&lang=ka სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო]</ref>
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 403 ადამიანი.
 
{| class="wikitable" style="text-align:right"
|-
! აღწერის წელი !! მოსახლეობა !! კაცი !! ქალი
|-
| 2002<ref name="აღწერა 2002" /> || 756 || 357 || 399
|-
| 2014<ref name="აღწერა 2014" /> || {{კლება}} 403 || 190 || 213
|}
 
==არქეოლოგია==
 
{{მთავარი|კაჟნარი}}
 
მდინარე [[ყვირილა|ყვირილის]] მარჯვენა მხარეს, დაახლოებით 200-500 მ სიმაღლის პლატოზე 1958 წელს აღმოჩნდა შუა და გვიანდელი [[აშელის კულტურა|აშელის ხანის]] ნაბინარ-სახელოსნო კაჟნარი, იგივე საქორია. 4-4,5 [[ჰა]] ფართობი თითქმის მთლიანად დაფარული იყო [[კაჟი]]ს ბუნებრივი ნატეხებითა და პირველყოფილი ადამიანის ქვის ნაკეთობებით. ნაპოვნი 3000-მდე ნივთი დაცულია [[სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი|სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში]].
 
==ღირსშესანიშნაობები==
===ციხე===
 
{{მთავარი|კაცხის ციხე}}
 
სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება [[XI საუკუნე]]ში. გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში გვხვდება „[[კაცხის ციხე]]“. ციხე თავდაპირველად სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან [[აბაშიძეები|აბაშიძეთა]] ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან კვლავ სამეფო ხელისუფლების განმგებლობაშია. ციხის ნანგრევები შემორჩენილია მდინარე [[კაცხურა]]ს მარჯვენა ნაპირზე.
 
===ეკლესია===
{{მთავარი|კაცხის ტაძარი}}
 
[[File:Ground-Plan of the Church at Catzkhi, Mingrelia. John M. Neale. A history of the Holy Eastern Church. P.303.jpg|thumb|კაცხის ტაძრის გეგმა]]
 
სოფლის ცენტრში აღმართულია ქართული [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] ძეგლი - მაცხოვრის სახელობის ეკლესია. ტაძრის ძირითადი ნაწილი [[1010]]—[[1014]] წლებშია აშენებული, 30 წლით გვიან სამი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი. ის აშენებულია [[ბაღვაშები]]ს მიერ კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი [[ლიპარიტ IV|ლიპარიტ IV ბაღვაში]]. [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] მიერ ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი, მისმა ახალმა მფლობელმა [[აბულასარ ამირეჯიბი|აბულასარ ამირეჯიბმა]] აღადგინა. XVII—XVIII საუკუნეებში კაცხი [[აბაშიძეები]]ს საგვარეულოს კუთვნილება იყო. [[1854]] წელს ტაძარს საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარეს, რის შედეგადაც ძირითად კორპუსს მოხნეს ძველი პერანგი (რომელსაც ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებდა) და თავიდან მოაპირკეთეს. დღეისათვის პირვანდელი სახე მხოლოდ გარშემოსავლელის ნაწილს აქვს შენარჩუნებული.
 
 
===სვეტი===
 
{{მთავარი|კაცხის სვეტი}}
 
[[სურათი:Katskhi column2.JPG|მინი|მარჯვნივ|კაცხის სვეტი]]
 
კაცხში მდებარეობს ბუნების იშვიათი ძეგლი - [[მდინარე]]ების [[კაცხურა|კაცხურისა]] ([[ყვირილა|ყვირილის]] მარჯვენა შენაკადი) და [[ღვითორი (მდინარე)|ღვითორი]]ს ([[ბუჯა|ბუჯი]]ს მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე არსებული შთენილი კლდე. მისი სიმაღლე 40 მეტრია. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია. ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, [[სირია]]ში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V საუკუნე) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI საუკუნე) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის 1944 წელს [[ალექსანდრე ჯაფარიძე|ალექსანდრე ჯაფარიძის]] ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის.
 
==სქოლიო==
==რესურსები ინტერნეტში==
{{სქოლიო}}
*{{Commons-inline|Category:Katskhi|კაცხი}}
*[http://chiaturainfo.ge/index.php?newsid=371 კაცხის წმინდა გიორგის ეკლესია]
 
==ლიტერატურა==
*{{ქსე|V|445}}
 
==რესურსები ინტერნეტში==
==სქოლიო==
*{{Commons-inline|Category:Katskhi|კაცხი}}
{{სქოლიო}}
*[http://chiaturainfo.ge/index.php?newsid=371 კაცხის წმინდა გიორგის ეკლესია]
 
{{ჭიათურის მუნიციპალიტეტი}}