სამართლიანობისა და განვითარების პარტია (თურქეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 112:
 
==== 2015 წლის საპარლამენტო არჩევნები ====
2015 წლის 7 ივნისს ჩატარებულ [[თურქეთის საპარლამენტო არჩევნები (ივნისი, 2015)|საპარლამენტო არჩევნებზე]], სგპ-მ მოიპოვა ამომრჩეველთა ხმების 40.87%, რაც [[თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა|თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში]] 258 ადგილი უზრუნველყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი კვლავ ყველაზე დიდ პარტიად დარჩა თურქეთში, სგპ-მ დაკარგა უმრავლესობა, რაც ერთპარტიული მთავრობის შესაძლებლობაც გამორიცხა. ივნისის არჩევნებამდე, 13 წლის განმავლობაში, 2002 წლამდე სგპ მარტო ახერხებდა მთავრობის ფორმირებას. გარდა ამისა, ამ არჩევნების შემდეგ, სგპ-ს სურდა მოეპოვა 330 ადგილი პარლამენტში, რომ მას შეეძლო გაეტანა მთელი რიგი საკონსტიტუციო ცვლილებები რეფერენდუმზე, სადაც ერთ-ერთი ცვლილება ეხებოდა არსებული საპარლამენტო სისტემის საპრეზიდენტოზე შეცვლას. ეს იდეა ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა გააკრიტიკიეს, იმის შიშით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გაუკონტრელებელ ძალას მისცემს ამჟამინდელ პრეზიდენტს [[რეჯეფ თაიფ ერდოღანი|ერდოღანს]], რომელსაც სასტიკად აკრიტიკებენ, როგორც სამშობლოში, ისე საზღვარგარეთ, მისი აქტიური როლით არჩევნებში, რაც მისი თანამდებობა კრძალავს. საბოლოოდ, კოალიციური მთავრობა ვერ შედგა და დაინიშნა ხელახალი არჩევნები, სადაც სგპ-მ დამაჯერებელი შედეგით უმრავლესობა მოიპოვა და ერთპარტიული მთავრობა ჩამოაყალიბა. თუმცა, სგპ-სთვის პარლამენტართა რაოდენობა საკმარი არ აღმოჩნდა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, სადაც მათ [[ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (თურქეთი)|ნმპ]] დაეხმარა და შედეგად, 2017 წლის 16 აპრილისთვის [[თურქეთის საკონსტიტუციო რეფერენდუმი (2017)|რეფერენდუმი]] დაინიშნა.
 
== კრიტიკა ==
 
==სქოლიო==