სამართლიანობისა და განვითარების პარტია (თურქეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 100:
 
==== 2009 წლის ადგილობრივი არჩევნები ====
თურქეთის 2009 წლის ადგილობრივი არჩევნები, [[ფინანსური კრიზისი (2007-2010)|2007-2010 წლების ფინანსური კრიზისის]] დროს ჩატარდა. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც პარტიამ წარმატებას მიაღწია, 2009 წლის არჩევნებში პარტიის ამომრჩეველთა რაოდენობამ შემცირდა. ამ არჩევნებზე, სგპ-მ 39% მიიღო, რაც 3%-ით ნაკლებია 2004 წლის ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, სგპ თურქეთში დომინანტ პარტიად დარჩა. მეორე პარტია 23%-ით სრპ გახდა, ხოლო მესამე 16%-ით [[ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (თურქეთი)|ნმპ]] გახდა. სგპ-მ მოიგო თურქეთის უდიდესი ქალაქებიც, როგორიცაა [[ანკარა]] და [[სტამბოლი]].<ref>{{cite news |url=http://secim2009.ntvmsnbc.com/default.htm |accessdate=2009-03-29 |title=Turkish local elections, 2009 |date=2009-03-29 |publisher=[[NTV-MSNBC]] |section=International / Europe}}</ref>
 
==== 2010 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმი ====
კონსტიტუციის რეფორმირება, სგპ-ს 2007 წლის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. თუმცა, მთავარი ოპოზიციური ძალა [[თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია|არპ]] არ იყო დაინტერესებული კონსტიტუციის დიდ მასშტაბში შეცვლის, რაც შეუძლებელია გახადა საკონსტიტუციო კომისიის (''Anayasa Uzlaşma Komisyonu'') შექმნა.<ref>{{cite news |url=http://arsiv.ntvmsnbc.com/news/475685.asp |title=AKP'nin Anayasa hedefi 15 madde |publisher=NTVMSNBC |date=2009-02-17 |accessdate=2009-02-17}}</ref> ცვლილებების კანონად დამთკიცებას პარლამენტის 2/3 უმრავლესობის ხმა აკლდა, მაგრამ 550-დან დაგროვილი 336 ხმა საკმარისი იყო იმისათვის, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი. რეფორმის პაკეტში შევიდა მთელი რიგი საკითხები, როგორიცაა: მოქალაქეთა უფლება მიმართონ უმაღლეს სასამართლო ინსტანციას, ომბუდსმენის ოფისის შექმნა, შრომითი ხელშეკრულების დადება, საჯარო მოხელეთა გაფიცვის უფლება, კანონი კონფიდენციალურობაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა. რეფერენდუმის სასარგებლოდ მოსახლეობის 58%-მა მისცა ხმა.
 
=== ხალხის ხმის პარტიასთან შერწყმა ===
 
==სქოლიო==