სამართლიანობისა და განვითარების პარტია (თურქეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 83:
 
მას შემდეგ, რაც თურქეთის მომავალი პრეზიდენტის არჩევის თაობაზე პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის შემდეგ, საარჩევნო პროცესი პარლამენტში ჩიხში შევიდა. ამავე დროს, ერდოღანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევის შეუძლებლობა, [[თურქეთის პოლიტიკა|თურქეთის პოლიტიკური სისტემის]] კრახია და შემოათავაზა ცვლილებები კონსტიტუციაში.
 
სგპ-მ, 2007 წლის 22 ივლისს დანიშნულ არჩევნებში, ამომრჩეველთა ხმების 46.6%-ით გაიმარჯვა, ამით მოიპოვა 550 ადგილიან პარლამენტში 341 მანდატი. მიუხედავად იმისა, რომ სგპ-მ 2002 წელთან შედარებით 2007 წელს უფრო მეტი ხმა მიიღო, საპარლამენტო მანდატების რაოდენობა მაინც შემცირდა, რაც დაკავშირებულია თურქული საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან. თუმცა, სგპ-მ შეინარჩუნა დამაჯერებელი უმრავლესობა.<ref name=vote2007 />
 
ტერიტორიულად, 2007 წლის არჩევნებმა სგპ-სთვის წარმატებული იყო, პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა პრო-ქურთულ „დემოკრატიული საზოგადოების პარტიასთან“, ტრადიციულად ქურთულ რეგიონებში, როგორიცაა [[ვანის პროვინცია|ვანი]] და [[მარდინის პროვინცია|მარდინი]], ისევე როგორც უმრავლესობა მოიპოვა სეკულარულ რესპუბლიკელებზე, ტრადიციულად მათ რეგიონში, როგორიცაა [[ანთალიის პროვინცია|ანთალია]] და [[ართვინის პროვინცია|ართვინი]]. ჯამში, სგპ-მ უზრუნველყო უმრავლესობა თურქეთის 81 პროვინციიდან 68-ში, ხოლო ყველაზე მეტი ხმა, 71% მოიპოვა [[ბინგოლის პროვინცია|ბინგიოლში]]. ყველაზე დაბალი ხმა, მხოლოდ 12% მოიპოვა [[თუნჯელის პროვინცია|თუნჯელიში]], სადაც მოსახლეობის უმრავლესობას [[ალევიზმი|ალევიტები]] წარმოადგენენ.<ref>{{cite news |url=http://www.bbc.co.uk/turkish/indepth/story/2007/07/070719_election_results_en.shtml |title=Turkey: 22 July 2007 – Election Results |publisher=BBC Turkish |date=2007-07-23 |accessdate=2008-07-22}}</ref> საბოლოოდ, აგვისტოს ბოლოს, [[აბდულა გიული]] ხმების 339-ით პრეზიდენტად აირჩიეს.
 
==== 2007 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმი ====
 
==სქოლიო==