სამართლიანობისა და განვითარების პარტია (თურქეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 55:
 
== ისტორია ==
 
=== დახურვის საქმე ===
{{მთავარი|სამართლიანობისა და განვითარების პარტიის სასამართლო პროცესი (2008)}}
 
სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ (სგპ), თავისი არსებობის ისტორიაში ორჯერ დახურვის წინაშე დადგა. [[თურქეთის საპარლამენტო არჩევნები (2002)|2002 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე]] მხოლოდ 10 დღით ადრე, თურქეთის მთავარმა პროკურორმა, საბიჰ ქანადოღლუმ, [[თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლო]]ს სთხოვა დახუროს სგპ, რომელიც გამოკითხვებში ლიდერობდა. მთავარმა პროკურორმა სგპ-ს ბრალი დასდო კანონისა და სამართლიანობის ბოროტად გამოყენება. პროკურორმა თავისი მოთხოვნა იმაზე დააფუძნა, რომ პარტიის ლიდერს აუკრძალეს პოლიტიკური ცხოვრება, თავისი ისლამისტური ლექსის გამო. მანამდე [[ევროკომისია]]მ გააკრიტიკა [[თურქეთი]], პარტიის ლიდერისთვის არჩევნებზე მონაწილეობის აკრძალვა.<ref>{{cite news|title=Turkey mulls banning leading party before elections |url=http://www.euractiv.com/en/enlargement/turkey-mulls-banning-leading-party-elections/article-111091|date=October 23, 2002|publisher=EurActiv |accessdate=February 15, 2011}}</ref>
 
2008 წელს, პარტიამ კვლავ სასამართლოს მიერ [[სამართლიანობისა და განვითარების პარტიის სასამართლო პროცესი (2008)|დახურვის]] წინაშე დადგა. ესპანეთში ვიზიტის დროს, ერდოღანმა საერთაშორისო პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას პასუხი გასცა და განაცხადა: „რა მოხდება, თუ თავსაბურავიც არის სიმბოლო? თუნდაც ეს იყოს პოლიტიკური სიმბოლო, ვინმეს აქვს უფლება მისი აკრძალვის? შემოიღებდით სიმბოლოებზე აკრძალვებს?“ ამ განცხადების შემდეგ, სგპ-მ და მემარჯვენე [[ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (თურქეთი)|ნაციონალისტურმა მოძრაობამ]] ერთობლივად მოამზადეს ცვლილება კონსტიტუციაში, რომელიც მოხსნა აკრძალვა თავსაბურავის ტარებაზე ქალებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამის შემდეგ, თურქეთის მთავარმა პროკურორმა, აბდურაჰმან იალჩინქაიამ მიმართა [[თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლო]]ში პარტიის დახურვის მოთხოვნით, რომელსაც ბრალი დასდო [[სეკულარიზმი თურქეთში|სეკულარიზმის]] დარღვევაში.<ref name="hurr0730">{{cite news |url=http://arama.hurriyet.com.tr/arsivnews.aspx?id=-634073 |title=From landmark success to closure: AKP's journey |work=[[Turkish Daily News]] |accessdate=2008-08-11 |date=2008-07-22 |first=Izgi |last=Gungor}}</ref><ref>{{cite news |url=http://www.todayszaman.com/tz-web/detaylar.do?load=detay&link=136476 |accessdate=2008-11-16 |title=Closure case against ruling party creates shockwaves |date=2008-03-15 |work=[[Today's Zaman]]}}</ref><ref>{{cite news|url=http://i.milliyet.com.tr/akpsavunma/default.aspx?ver=59 |accessdate=2008-09-04 |title=Full text of testimony |work=[[Milliyet]] |language=Turkish}}</ref> დახურვის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან 11 მოსამართლიდან მხოლოდ 6 დააკმაყოფილა მოთხოვნა, ხოლო საჭირო იყო 7. თუმცა, 11 მოსამართლიდან 10-მა დათანხმდა იმ მოსაზრებას, რომ სგპ „ანტი-სეკულარული მოძრაობის“ ცენტრად გადაიქცა, რაც პარტიის სახელმწიფო დაფინანსების 50% დაკარგვა გამოიწვია.<ref>''[[Today's Zaman]]'', 19 August 2013, [http://todayszaman.com/news-323934-ak-party-to-ask-for-retrial-by-constitutional-court.html AK Party to ask for retrial by Constitutional Court]</ref>
 
=== არჩევნები ===
 
==== 2002 წლის საპარლამენტო არჩევნები ====
 
==სქოლიო==