სამართლიანობისა და განვითარების პარტია (თურქეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 42:
 
== დაფუძნება ==
1998 წლის 16 იანვარს, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დახურა „კეთილდღეობის პარტია“, ხოლო ამის შემდეგ, პარტიის წევრებმა შექმნეს ახალი „სათნოების პარტია“. თუმცა, არც პარტიის პოლიტიკა და არც მოხუცი ლიდერები არ შეცვლილან, ამის საპასუხოდ, პარტიის ახალგაზრდა და რეფორმისტთა ფრთამ, [[აბდულა გიული]]ს ლიდერობით, პარტიას გაეყვნენ. 2001 წლის 22 ივნისს „სათნოების პარტიამ“, როგორც თავისი წინამორბედი, დაიხურა. [[რეჯეფ თაიფ ერდოღანი]] ციხიდან გამოსვლის შემდეგ, აბდულა გიულის გუნდს შეუერთდა, ამის შემდეგ ისინი ახალი პარტიის შემქნაზე დაიწყეს ფიქრი.
 
სგპ შეიქმნა პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების, ასევე რიგი ახალი პოლიტიკოსების ფართო სპექტრით. პარტიის ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბდა ისლამისტური „სათნოების პარტიის“ რეფორმისტული ფრაქციის წევრებისგან, მათ შორის იყო [[აბდულა გიული]] და [[ბიულენთ არინჩი]]. მეორე დამფუძნებელი ჯგუფის წევრები იყვნენ სოციალ-კონსერვატიული [[პარტია სამშობლო (თურქეთი)|პარტია სამშობლოს]] წევრები, რომლებიც [[თურგუთ ოზალი]]ს ახლო წრეს წარმოადგენდნენ, მათ შორის [[ჯემილ ჩიჩექი]] და [[აბდულკადირ აქსუ]]. „დემოკრატიული პარტიის“ ზოგიერთი წევრი, როგორიცაა ჰუსეინ ჩელიქი და ქიოქსალ თოფთანი, ასევე შეუერთდნენ სგპ-ს. თუმცა, პარტიის ზოგიერთი წევრი, როგორიცაა ქიურშად თიუზმენი, რომელიც ნაციონალისი იყო და ერთუღრულ გიუნაი, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტი იყო, გამორიცხულნი იყვნენ პარტიიდან.<ref>http://haber.gazetevatan.com/0/122728/4/Yazarlar/73</ref> გარდა ამისა, დიდი რაოდენობით ადამიანი შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას პირველად, როგორიცაა [[ალი ბაბაჯანი]], [[სელმა ალიე ქავაფი]], [[ეგემენ ბაღიში]], [[მევლუთ ჩავუშოღლუ]] და [[ბინალი ილდირიმი]]. ყველა ეს ადამიანი, [[რეჯეფ თაიფ ერდოღანი|რეჯეფ თაიფ ერდოღანთან]] ერთად, 2001 წლის 14 აგვისტოს შექმნეს ახალი პარტია.
 
== იდეოლოგია ==
 
==სქოლიო==