დარიოს I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
}}
'''დარიოს I''' ([[ძველი სპარსული ენა|ძვ.-სპ.]] ''დარაიავაჰუშ'', [[ძვ. წ. 550]] — [[ძვ. წ. 486]]) — [[აქემენიანთა სპარსეთი|სპარსი]] მეფე, რომელიც ირანს [[ძვ. წ. 522]]–[[ძვ. წ. 486|486]] წლებში მართავდა. არის [[აქემენიდების სამეფო დინასტია|აქემენიანების]] გვერდითი შტოს დამფუძნებელი, დარიოსი ტახტზე ავიდა თვითმარქვია [[გაუმატა]]ს მოკვლის შემდეგ. [[ძვ. წ. 522]]-[[ძვ. წ. 521|521]] წლებში აჯანყებები ჩააქრო [[ელამი|ელამში]], [[ბაბილონი|ბაბილონში]], [[მიდია]]ში, [[მარგიანე]]ში, [[ეგვიპტე]]ში და სხვაგან. შუა აზიაში დაიმორჩილა [[საკები]]ს ტომი. ცნობილია ასევე მისი მარცხიანი ლაშქრობა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები [[სკვითები]]ს წინააღმდეგ. დარიოს I-მა გააფართოვა სახელმწიფოს საზღვრები [[დასავლეთი]]თ და [[აღმოსავლეთი]]თ. მის დროს დაიწყო [[ბერძენ-სპარსელთა ომები]], ორჯერ ილაშქრა საბერძნეთში, მაგრამ ორჯერვე დამარცხდა. განაგრძობდა აქემენიანთა დინასტიის დამაარსებლის [[კიროს II დიდი|კიროს II-ის]] პოლიტიკას - იღებდა ადგილობრივი მეფეების ტიტულებს და ანგარიშს უწევდა ადგილობრივ რელიგიურ კულტებს. სამეფო ხელისუფლების გავლენის საბოლოოდ გასამყარებლად დარიოსი დაქორწილდა [[კიროს II დიდი]]ს ქალიშვილზე [[ატოსა|ატოსზე]]. მეფე დარიოსი იმპერიის დაპყრობილ ხალხებს რელიგიასა და ტრადიციებს უნარჩუნებდა, თუ ისინი ხარკს გადაიხდიდნენ. ამის შედეგად მან უდიდესი სიმდიდრე მოიხვეჭა. თავისი იმპერია დარიოსმა ნაწილებად დაჰყო, რომელთაც ადგილობრივი მმართველები, ე. წ. სატრაპები მართავდნენ. მეფის კარისკაცები სატრაპიებს თვალყურს ადევნებდნენ, რათა ეს უკანასკნელნი მეფის ერთგულნი დარჩენილიყვნენ.
 
[[ირანი|ირანში]] (ძველი [[სპარსეთი]]) ბეჰისტუნთან ახლოს მეფე დარიოს I-მა დიდი წარწერა გააკეთებინა კლდეზე, სადაც ის აღწერს, როგორ გააერთიანა სპარსეთის იმპერია და ამას თავის ღვთაება [[აჰურა მაზდა|აჰურამაზდას]] მიაწერს. ეს წარწერა ღირებულია უმთავრესად იმის გამო, რომ შესრულებულია სამ ენაზე — აქადურ ([[ბაბილონი|ბაბილონურ]]), [[ელამური ენა|ელამურ]] და ძველ [[სპარსული ენა|სპარსულ]] ენებზე, რამაც შესაძლებელი გახადა აქადური (ასურულ-ბაბილონური) [[ლურსმული]] დამწერლობის გაშიფვრა. ამის შემდეგ შეძლეს აქადურ ენაზე შესრულებული ათასობით თიხის ფირფიტისა და წარწერის წაკითხვა.
 
== დარიოს I-ის რეფორმები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დარიოს_I“-დან