ვლადიმერ ლენინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 40:
ვლადიმერ ლენინი [[მარქსიზმი]]ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეორეტიკოსია. მის ნაშრომებში დიდი ადგილი ეთმობა კაპიტალისტური სისტემის შინაგანი წინააღმდეგობების ანალიზს იმ ისტორიული პერიოდში როცა ლენინი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. მან განავითარა "იმპერიალიზმის, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი სტადიის" თეორია, განსაკუთრებული სიმწვავით წარმოაჩინა კაპიტალისტების გლობალური პოლიტიკა, რომელიც ძირითადა მოგებაზე იყო ორიენტირებული. არსებული სისტემის რღვევისათვის ლენინმა მართებულად მიიჩნია რუსეთში მეფის ხელისუფლების დამხობა და რუსეთის პირველი მსოფლიო ომიდან გამოყვანა, რათა ქვეყანა საბოლოოდ გათავისუფლებულიყო დასავლური კაპიტალის მონობისგან. მისი აზრით, რადიკალური ცვლილებები სხვა ქვეყნებსაც უნდა შეხებოდა, რასაც საბოლოო ჯამში კაპიტალიზმის კრახი უნდა მოჰყოლოდა.
 
აღსანიშნავია ლენინის როლი მარქსისტული ფილოსოფიის განვითარებაში. მისი ძირითადი ფილოსოფიური ნაშრომია [["მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმი"]], სადაც განხილულია მარქსიზმის ფილოსოფიური საფუძვლები და გაკრიტიკებულია სხვა ფილოსოფიური სკოლების თეორიები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლენინის მიერ მარქსისტული დიალექტიკის დალაგება და მისი როგორც შემეცნების მეთოდად წარმოჩენა. [[დიალექტიკური მატერიალიზმი]] საბჭოთა კავშირის ოფიციალური ფილოსოფია გახდა და დასავლურ სამყაროსთან იდეოლოგიური ბრძოლის იარაღად იქცა.
 
საბჭოთა კავშირის პირველი მეთაური, ვლადიმერ ლენინი, კარლ მარქსის მიმდევარი გახლდათ — მარქსისა, რომელიც [[ქრისტიანობა]]ს ჩაგვრის იარაღად აღწერდა. რელიგიას მარქსი „ხალხის ოპიუმს“ უწოდებდა, ლენინმა კი მოგვიანებით განაცხადა: „ყოველი რელიგიური იდეა, ყოველი იდეა ყოველგვარ ღმერთუკას შესახებ, . . . ყოვლად წარმოუდგენელი სიბილწეა“.
 
აღსანიშნავია, რომ რევოლუციამდე რამდენიმე წლით ადრე საბჭოთა კავშირის პირველმა ლიდერმა ვლადიმერ ლენინმა განაცხადა: „ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფლება, იწამოს არა მარტო ის, რაც უნდა, არამედ გაავრცელოს ან შეიცვალოს კიდეც [[აღმსარებლობა]]. მთავრობის არც ერთ მოხელეს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ადამიანს კითხვები დაუსვას მისი რელიგიის შესახებ; ეს თითოეული ადამიანის სინდისის საკითხია და არავის არა აქვს ჩარევის უფლება“.
 
== ლიტერატურა ==