დომიციანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 112:
=== ცერემონიული მემკვიდრე (71-81 წწ.) ===
[[Image:The Triumph of Titus Alma Tadema.jpg|thumb|ლოურენს ალმა-ტადემას ''ტიტუსის ტრიუმფი'' (1885 წ.). ნახატი ასახავს ტიტუსისა და მისი ოჯახის ტრიუმფალურ მსვლელობას. [[პონტიფექს მაქსიმუსი]]ს სამოსში გამოწყობილი ვესპასიანე ოჯახს წინ მიუძღვის. მას უკან მიჰყვება დომიციანე ცოლთან, დომიცია ლონგინასთან ერთად, რომელზეც იგი მხოლოდ მოგვიანებით დაქორწინდა. მათ უკან მიჰყვება რელიგიურ რეგალიებში გამოწყობილი ტიტუსი. ტიტუსისა და დომიციას ურთიერთმიპყრობილი მზერა მიანიშნებს იმ ურთიერთობაზე, რომელზეც ისტორიკოსები დავობდნენ.<ref name=jones-36/><ref name="dio-romanhistory-lxvi-26">[[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსი]], ''რომის ისტორია'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/66*.html#26 LXVI.26]</ref><ref name="suetonius-titus-10">[[გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი|სვეტონიუსი]], ''[[თორმეტი კეისრის ცხოვრება]]'', ღვთაებრივი ტიტუსი [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Titus*.html#10 10]</ref> ალმა-ტადემა ცნობილი იყო ანტიკური პერიოდის სამყაროს დაწვრილმანებული კვლევით.<ref>{{cite journal | last = Prettejohn | first = Elizabeth | authorlink = Elizabeth Prettejohn | title = Lawrence Alma-Tadema and the Modern City of Ancient Rome | journal = The Art Bulletin | volume = 84 | issue = 1 | pages = 115–129 |date=March 2002 | doi = 10.2307/3177255 | jstor=3177255}}</ref>]]
იმპერატორად გახდომამდე დომიციანეს როლი ფლავიუსების მთავრობაში მეტწილად ცერემონიული ხასიათის იყო. [[71]] წლის ივნისში [[ტიტუსი|ტიტუსმა]] წარმატებით დაასრულა [[იუდეველთა ომი]] და [[იუდეა (რომის პროვინცია)|იუდეიდან]] ტრიუმფით დაბრუნდა [[რომი|რომში]]. საბოლოო ჯამში, აჯანყებამ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთაგან უმეტესობა ებრაელი იყო.<ref name="josephus-wars-vi-9">Josephusიოსებ ფლავიუსი, ''The Wars of theიუდეველთა Jewsომი'' [[s:The War of the Jews/Book VI#Chapter 9|VI.9.3]]</ref> [[იერუსალიმი]] და ქალაქის მეორე ტაძარი მთლიანად განადგურდა, მისი ყველაზე ძვირფასი საგანძური რომის არმიამ დაიტაცა. თითქმის 100 000 ადამიანი შეიპყრეს და მონად აქციეს.<ref name="josephus-wars-vi-9"/>
 
ამ გამარჯვებისათვის [[რომის სენატი|სენატმა]] ტიტუსი ტრიუმფით დააჯილდოვა. დღესასწაულების დღეს ფლავიუსების ოჯახი დიდებით შებრძანდა დედაქალაქში. მათ წინ უძღოდა მდიდრული მსვლელობა, რომელიც დატვირთული იყო ომში მოპოვებული ალაფით.<ref name=jospehus-war-7-5-5>Josephusიოსებ ფლავიუსი, ''The Wars of theიუდეველთა Jewsომი'' [[s:The War of the Jews/Book VII#Chapter 5|VII.5.5]]</ref> ოჯახს წინ ვესპასიანე და ტიტუსი მიუძღოდნენ, ხოლო დომიციანეს, რომელიც შესანიშნავ თეთრ ცხენზე იჯდა, ფლავიუსთა დანარჩენი ნათესავები მიჰყვებოდნენ.<ref name="suetonius-domitian-2">სვეტონიუსი, ''თორმეტი კეისრის ცხოვრება'', დომიციანე [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Domitian*.html#2 2]</ref>
 
ებრაული დაუმორჩილებლობის წინამძღოლები რომის ფორუმზე სიკვდილით დასაჯეს, რის შემდეგაც მსვლელობა იუპიტერის ტაძართან, რელიგიური მსხვერპლშეწირვების თანხლებით დასრულდა.<ref name=jospehus-war-7-5-5/> ფორუმის სამხრეთ-აღმოსავლეთ შესასვლელში აღმართეს ტიტუსის ტრიუმფალური თაღი, როგორც ომის წარმატებული დასასრულის ხსოვნის სიმბოლო.<ref name=jones-93>Jones (1992), გვ. 93</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დომიციანე“-დან