დომიციანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up using AWB
ხაზი 208:
მიუხედავად ამისა, იგი ყველაზე მგზნებარედ ქალღმერთ [[მინერვა]]ს სცემდა თაყვანს. გარდა იმისა, რომ საკუთარ საძინებელში მისდამი მიძღვნილი სალოცავი ჰქონდა მოწყობილი, ქალღმერთი რეგულარულად ჩნდება მის მონეტებზე და I ლეგიონსაც მის პატივსაცემად მინერვა ეწოდა.<ref name=jones-100>Jones (1992), გვ. 100</ref>
 
დომიციანემ აღადგინა საიმპერატორო კულტის პრაქტიკაც, რომელიც გამოყენებიდან [[ვესპასიანე]]ს ზეობის დროს ამოვარდა. მრავლისმთქმელია ის ფაქტიც, რომ მისი, როგორც იმპერატორის პირველი ქმედება ძმის, [[ტიტუსი]]ს გაღმერთება იყო. სავარაუდოდ, გარდაცვალების შემდეგ ღმერთებად შერაცხეს დომიციანეს ჩვილი ვაჟი და ძმისშვილი, იულია ფლავია. იმპერატორის ფიგურის რელიგიურ მხარესთან დაკავშირებით, როგორც [[სვეტონიუსი]] და [[დიონ კასიუსი]] ამტკიცებენ, დომიციანემ საკუთარ თავს ოფიციალურად მიანიჭა ტიტული ''ბატონი და ღმერთი'' (Dominus et Deus — ''დომინუს ეტ დეუს'').<ref>Suetonius, ''Domitian'', 13:2</ref><ref>Dioდიონ კასიუსი, ''Romanრომის Historyისტორია'', 67:4:7</ref> თუმცაღა მან არა მხოლოდ უარყო ტიტული ''ბატონი'' (Dominus — ''დომინუს'') თავისი ზეობისას,<ref name=jones-108>Jones (1992), გვ. 108</ref><ref>{{Cite book|title=Light From the Ancient East|last=contra Deissmann|first=Adolf|publisher=Hendrickson Publishers|year=1995|isbn=1-56563-155-2|location=Peabody, Massachusetts|pages=357, n. 1|via=}}</ref> არამედ რამდენადაც ეს მოვლენა არც რაიმე ოფიციალურ დოკუმენტში ასახულა და არც მის მიერ მოჭრილ მონეტებზე, ზოგიერთი ისტორიკოსი (მაგ. ბრაიან ჯონსი) აცხადებს, რომ ამგვარად დომიციანეს მლიქვნელები მიმართავდნენ, რომელთაც იმპერატორის გულის მოგება სურდათ.<ref name=jones-109>Jones (1992), გვ. 109</ref>
 
საიმპერატორო ოჯახისადმი თაყვანისცემის წასახალისებლად, დომიციანემ ვესპასიანეს ძველი სახლის ადგილას კვირინალის ბორცვზე დინასტიური მავზოლეუმი ააგო<ref name=jones-87>Jones (1992), გვ. 87</ref> და დაასრულა ვესპასიანესა და ტიტუსის ტაძრის მშენებლობა, რომელიც გაღმერთებული მამისა და ძმის თაყვანისცემისათვის განკუთვნილ სალოცავს წარმოადგენდა.<ref name=jones-93/> ფლავიუსების ოჯახის სამხედრო ტრიუმფების უკვდავსაყოფად, ბრძანა ტემპლუმ დივორუმისა და ტემპლუმ ფორტუნა რედუქსის მშენებლობა და დაასრულა ტიტუსის თაღი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დომიციანე“-დან