დომიციანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up using AWB
clean up using AWB
ხაზი 86:
რომში მყოფი დომიციანე ვიტელიუსმა შინაპატიმრობაში აიყვანა, როგორც ფლავიუსებისაგან მომდინარე საფრთხისაგან უსაფრთხოების გარანტი.<ref name=waters-54/> ძველი იმპერატორისათვის მხარდაჭერამ იკლო, რამდენადაც მთელი იმპერიიდან უფრო და უფრო მეტი ლეგიონი უცხადებდა ერთგულებას ვესპასიანეს. 69 წლის 24 ოქტომბერს ვიტელიუსისა და ვესპასიანეს ჯარები ერთმანეთს ბედრიაკუმის მეორე ბრძოლაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომელიც პირველის სასტიკი მარცხით დასრულდა.<ref>ტაციტუსი, ''ისტორია'' [[s:The Histories (Tacitus)/Book 3#34|III.34]]</ref>
 
სასოწარკვეთილებაში მყოფმა ვიტელიუსმა დანებებაზე მოლაპარაკებების დაწყება სცადა. ტიტუს ფლავიუს საბინუსთან ზავის პირობებზე, რომელიც ტახტიდან ნებაყოფლობით გადადგომას გულისხმობდა, შეთანხმება შედგა, თუმცა [[პრეტორიანელები|პრეტორიანელთა გვარდიის]], საიმპერატორო დაცვის ჯარისკაცებმა, ეს გადადგომა სამარცხვინოდ მიიჩნიეს და ვიტელიუსს ხელშეკრულების პირობების შესრულების საშუალება არ მისცეს.<ref>Wellesley (2000), ppგვ. 166, 189</ref> 18 დეკემბრის დილით იმპერატორი გამოჩნდა, რათა საიმპერატორო ინსიგნიები კონკორდის ტაძრისათვის გადაეცა, თუმცა უკანასკნელ წუთას გადაიფიქრა და სასახლისაკენ გაემართა. დაბნეული სახელმწიფოს სათავეში მყოფი წარჩინებულები საბინუსის სახლთან შეგროვდნენ და ვესპასიანე იმპერატორად გამოაცხადეს, თუმცა, როდესაც ვიტელიუსის კოჰორტები საბინუსის შეიარაღებულ მცველებს დაუპირისპირდნენ მრავალი მათგანი გაიქცა, ეს უკანასკნელი კი იძულებული გახდა კაპიტოლიუმის ბორცვისაკენ დაეხია.<ref name=jones-14>Jones (1992), p. 14</ref>
 
ღამით მას ნათესავებიც შეუერთდნენ. მათ შორის იყო დომიციანეც. მუციანუსის არმია უკვე რომის მახლობლად იყო, თუმცა ალყაშემორტყმულმა ფლავიუსების მომხრეებმა ერთ დღეზე მეტხანს ვერ გაძლეს. [[19 დეკემბერი|19 დეკემბერს]] ვიტელიუსის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. შეტაკებისას საბინუსი შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. დომიციანემ თავი [[ისიდა]]ს თაყვანისმცემლად გაასაღა და გაქცევა მოახერხა. მან ღამე უსაფრთხოდ გაატარა მამამისის ერთ-ერთ მხარდამჭერთან, კორნელიუს პრიმუსთან.<ref name=jones-14/>
ხაზი 108:
პოლიტიკური და სამხედრო კარიერისაგან განსხვავებით, რომელიც იმედგამაცრუებლად დასრულდა, დომიციანეს პირადი ცხოვრება უფრო წარმატებული გამოდგა. [[70]] წელს [[ვესპასიანე]]მ სცადა დინასტიური ქორწინება მოეწყო თავის უმცროს ვაჟსა და ამ უკანასკნელის ძმისშვილს, [[იულია ფლავია]]ს შორის,<ref name=jones-33>Jones (1992), p. 33</ref> თუმცა დომიციანე მტკიცედ იცავდა თავის სიყვარულს დომიცია ლონგინას მიმართ და იმდენად შორს შეტოპა, რომ დაარწმუნა მისი ქმარი, ლუციუს ელიუს ლამია, გაყროდა დომიციას, რათა თავად შესძლებოდა მასზე დაქორწინება.<ref name=jones-33/> თავდაპირველი უგუნურების მიუხედავად, კავშირი ორივე ოჯახისათვის ძალზედ პრესტიჟული იყო. დომიცია ლონგინა იყო პატივცემული მხედართმთავრისა და წარჩინებული პოლიტიკოსის, გნეუს დომიციუს კორბულონის უმცროსი ასული, რომელმაც სახელი სომხეთში მეთაურობისას გაითქვა. 65 წელს ნერონის წინააღმდეგ პიზონის მიერ მოწყობილი წარუმატებელი შეთქმულების შემდეგ მას თვითმკვლელობა აიძულეს. ახალმა ქორწინებამ არა მხოლოდ ხელახლა დაამყარა კავშირები მოწინააღმდეგე სენატორებთან, არამედ, აგრეთვე, დაეხმარა ფლავიუსების იმდროინდელ პროპაგანდასაც, რომელიც [[ნერონი]]ს ზეობისას ვესპასიანეს პოლიტიკური წარმატებების დამცირება-მიჩქმალვას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად წარმოჩინდა კავშირები კლავდიუსსა და ბრიტანიკუსთან, ნერონის მსხვერპლნი ან მის მიერ სხვაგვარად დაზარალებულნი კი რეაბილიტირებულ იქნენ.<ref>Jones (1992), p. 34</ref>
 
[[80]] წელს დაიბადა დომიციანესა და დომიციას ერთადერთი დადასტურებული ვაჟი, რომლის სახელიც უცნობია. იგი სიყრმეშივე, 83 წელს გარდაიცვალა.<ref name=jones-36>Jones (1993), p. 36</ref> საიმპერატორო ტახტის დაკავებიდან მცირე ხნის შემდეგ დომიციანემ დომიციას ''ავგუსტას'' საპატიო ტიტული უბოძა, მათი ვაჟი კი გააღმერთა. მისი გამოსახულებები დატანილია იმ პერიოდის მონეტების რევერსებზე.<ref>Jones (1992), ppგვ. 161–162</ref> მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, 83 წელს ამ ქორწინებას სერიოზული კრიზისის გადატანა მოუხდა. უცნობი მიზეზების გამო, დომიციანემ ხანმოკლე პერიოდით გააძევა კიდეც დომიცია, თუმცა მალევე მოიხმო უკან, რაც ან სიყვარულით იყო გამოწვეული, ან ჭორებით, რომ მას თავის ძმისშვილთან, იულია ფლავიასთან ჰქონდა ურთიერთობა.<ref name=jones-39>Jones (1992), p. 39</ref> ჯონსის მტკიცებით, დომიცანეს ეს ქმედება იმით იყო გამოწვეული, რომ დომიციამ მისთვის მემკვიდრის გაჩენა ვერ შეძლო.<ref name=jones-36/> 84 წლისათვის დომიცია სასახლეში დაბრუნდა,<ref>Varner (1995), p. 200</ref> სადაც ის დომიციანეს მმართველობის ბოლომდე ცხოვრობდა რაიმე ინციდენტის გარეშე.<ref>Jones (1992), ppგვ. 34–35</ref> არც თუ ბევრია ცნობილი დედოფლის როლში დომიციას აქტიურობაზე ან იმაზე, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენდა იგი დომიციანეს მთავრობაზე, თუმცა სავარაუდოა, რომ მისი როლი შეზღუდული იყო. სვეტონიუსისგან ვიცით, რომ იგი, სულ ცოტა, თან ახლდა ხოლმე იმპერატორს ამფითეატრში, ებრაელი ისტორიკოსი და მწერალი, იოსებ ფლავიუსი კი მოგვითხრობს იმ სიკეთეებზე, რომლებიც მან დედოფლისგან მიიღო.<ref name="jones-domitian-37">Jones (1992), p. 37</ref> უცნობია ჰყავდა თუ არა სხვა შვილები, თუმცა იგი ხელახლა აღარ დაქორწინებულა. რომაულ წყაროთა განცხადებების მიუხედავად, რომლებიც მრუშობასა და განქორწინებაზე საუბრობდნენ, ეს ქორწინება ბედნიერი უნდა ყოფილიყო.<ref name=jones-35>Jones (1992), p. 35</ref>
 
=== ცერემონიული მემკვიდრე (71-81 წწ.) ===
ხაზი 141:
ამ დიდი ზრახვების გარდა, დომიციანეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ იმპერია კეთილსინდისიერად და პატიოსნად ემართა. იგი პირადად ჩაერთო ადმინისტრაციის ყველა შტოს საქმიანობაში: გამოიცემოდა ედიქტები, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრებისა და სამართლის უმცირეს დეტალებსაც კი აწესრიგებდნენ, საგადასახადო სისტემა და საჯარო მორალი კი უმკაცრესი კონტროლის ქვეშ მოექცა.<ref name=jones-107>Jones (1992), p. 107</ref> სვეტონიუსის თანახმად, საიმპერატორო ბიუროკრატიულ აპარატს ისე რაციონალურად არასოდეს უფუნქციონირია, როგორც დომიციანეს დროს, რომლის მომთხოვნმა სტანდარტებმა და ეჭვიანმა ბუნებამ პროვინციათა მმართველებსა და არჩევით თანამდებობის პირებს შორის კორუფციის ისტორიულად დაბალი დონე შეინარჩუნა.<ref name=jones-109>Jones (1992), p. 109</ref><ref>Canduci, pg. 34</ref>
 
მიუხედავად იმისა, რომ დომიციანეს თავისი აბსოლუტური მმართველობისას სენატის მნიშვნელობის შესახებ არ უთვალთმაქცია, ის სენატორები, რომლებსაც იგი უღირსებად მიიჩნევდა, სენატიდან განდევნეს, ხოლო საჯარო თანამდებობების განაწილებისას იგი იშვიათად სწყალობდა ოჯახის წევრებს. მისი პოლიტიკა ვესპასიანესა და ტიტუსის დროინდელი ნეპოტიზმის საპირისპირო საწყისებზე იდგა.<ref name=jones-164>Jones (1992), p. 164</ref> დომიციანე, უპირველესად, აფასებდა იმ პირთა ერთგულებასა და დამთმობლობას, რომლებიც მან სტრატეგიულ თანამდებობებზე დანიშნა. პიროვნულ ღირსებებს იგი მხედართა ფერნაში უფრო ხშირად პულობდა, ვიდრე სენატორებს ან საკუთარი ოჯახის წევრებს შორის, რომლებსაც ეჭვით ეპყრობოდა და დაუყოვნებლივ ხსნიდა თანამდებობიდან, თუ რომელიმე მათგანი საიმპერატორო პოლიტიკას შეეწინააღმდეგებოდა.<ref name=jones-178>Jones (1992), ppგვ. 178–179</ref>
 
დომიციანეს თვითმპყრობლობის რეალური სახე კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა იმ ფაქტმა, რომ ტიბერიუსის შემდეგ, მან ყველა სხვა იმპერატორზე მეტი დრო გაატარა დედაქალაქის გარეთ.<ref name=jones-150/> მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკის დაცემის შემდეგ სენატის ძალაუფლებაც დასუსტდა, დომიციანეს მმართველობის პერიოდში ძალაუფლების ცენტრიც კი აღარ იყო რომში, არამედ იქ, სადაც იმპერატორი იმყოფებოდა.<ref name=jones-22/> სანამ პალატინის ბორცვზე ფლავიუსების სასახლის მშენებლობა დასრულდებოდა, საიმპერატორო კარი ალბასთან ან ცირცეიისთან მდებარეობდა, ზოგჯერ კი კიდევ უფრო შორსაც. იმპერატორი ფართოდ მოგზაურობდა ევროპულ პროვინციებში და თავისი ზეობის სულ ცოტა სამი წელი გერმანიასა და ილირიკუმში გაატარა, სადაც იმპერიის საზღვრებთან არსებულ სამხედრო კამპანიებს ხელმძღვანელობდა.<ref name=jones-26>Jones (1992), ppგვ. 26–28</ref>
 
=== ეკონომიკური პოლიტიკა ===
ხაზი 153:
ჯონსი დომიციანეს წლიურ შემოსავლებს 1,2 მილიარდი სესტერციუმით აფასებს, რომლის ერთ მესამედზე მეტიც, სავარაუდოდ, რომის არმიის შენარჩუნებას უნდა მოხმარებოდა.<ref name=jones-73/> მნიშვნელოვანი ოდენობის ფინანსური სახსრები იხარჯებოდა რომის რეკონსტრუქციის ხარჯების დასაფარადაც. დომიციანეს ტახტზე ასვლისათვის ქალაქს კვლავ აწუხებდა 64 წლის რომის დიდი ხანძრის, 69 წლის სამოქალაქო ომისა და 79 წლის ხანძრის მძიმე შედეგები.<ref name = jones-79/>
 
დომიციანეს სამშენებლო პროგრამა, რომელიც აღდგენით სამუშაოებზე მეტი იყო, მიზნად ისახავდა, რომ იმპერიული მასშტაბის კულტურული აღორძინების დამაგვირგვინებელ მიღწევად ქცეულიყო. აღიმართა, აღდგა ან დასრულდა დაახლოებით 50 სტრუქტურა, რაც მხოლოდ ავგუსტუსის მიღწევებს ჩამორჩება.<ref name=jones-79>Jones (1992), p. 79</ref> ყველაზე მნიშვნელოვან ახალ ნაგებობებს შორის იყო ოდეონი, სტადიუმი და პალატინის ბორცვზე მდებარე ძვირფასი სასახლე, რომელიც ფლავიუსების სასახლის სახელით გახდა ცნობილი და რომელიც დომიციანეს მთავარი არქიტექტორის, რაბირიუსის მიერ იყო დაპროექტებული.<ref>Jones (1992), ppგვ. 84–88</ref>
 
უმნიშვნელოვანესი შენობა, რომელიც დომიციანემ აღადგინა, კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარე იუპიტერის ტაძარი იყო, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, მოოქროვილი სახურავი ჰქონდა. მის დროს დასრულებულ შენობებს შორის იყო ვესპასიანესა და ტიტუსის ტაძარი, ტიტუსის თაღი და კოლოსეუმი, რომელსაც მან მეოთხე დონე დაამატა და დაასრულა შიდა დასაჯდომი სივრცე.<ref name=jones-93/>
ხაზი 231:
დამდნარმა წყალმა ხატებს საშუალება არ მისცა [[რაინი]] გადმოელახათ და სატურნინუსს დახმარებოდნენ.<ref name=jones-146>Jones (1992), p. 146</ref> 24 დღეში აჯანყება ჩაახშეს და მისი წინამძღოლები მაინცთან სასტიკად დასაჯეს. მეამბოხე ლეგიონები ილირიკუმში, ფრონტის ხაზზე გაგზავნეს, ხოლო ის ლეგიონები, რომლებიც იმპერატორს ამბოხების ჩახშობაში დაეხმარნენ სათანადოდ დააჯილდოვეს.<ref name=jones-149>Jones (1992), p. 149</ref>
 
ლაპიუს მაქსიმუსმა სირიის მმართველობა მიიღო, 95 წელს კი მეორედ გახდა კონსული და ქურუმი. ამ უკანასკნელ თანამდებობას იგი 102 წელსაც ფლობდა. ტიტუს ფლავიუს ნორბანუსი შესაძლოა ეგვიპტის პრეფექტურაში დაეწინაურებინათ, მაგრამ 94 წელს უდავოდ გახდა პრეტორიანელთა პრეფექტი ტიტუს პეტრონიუს სეკუნდუსთან ერთად.<ref name=jones-148>Jones (1992), ppგვ. 148–149</ref> დომიციანემ აჯანყების შემდეგი წელი კონსულობის [[ნერვა|მარკუს კოკიუს ნერვასათვის]] გაზიარებით დაიწყო, რომელსაც გარკვეული როლი ჰქონდა ნათამაშები შეთქმულების გამჟღავნების საქმეში, შესაძლებელია ისეთივე ფორმით, როგორც ეს პიზონის შეთქმულების დროს გააკეთა [[ნერონი]]ს მმართველობისას.<ref name="Grainger 2003, p. 30">Grainger (2003), p. 30</ref>
 
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რამაა ცნობილი ნერვას ცხოვრებასა და კარიერაზე, სანამ 96 წელს იმპერატორი გახდებოდა, იგი ადვილად შემგუებელი დიპლომატი უნდა ყოფილიყო, რომელიც მრავალი რეჟიმის ცვლილებას გადაურჩა და ფლავიუსების ერთ-ერთი ყველაზე სანდო მრჩეველი გახდა.<ref name="Grainger 2003, p. 30"/> აქედან გამომდინარე, მისი კონსულობაც შესაძლოა რეჟიმის სტაბილურობისა და არსებული სტატუს კვოს ხაზგასმას ისახავდა მიზნად.<ref>Murison (2003), p. 150</ref> რევოლუცია დამარცხდა და იმპერიაც წესრიგს დაუბრუნდა.
ხაზი 243:
ეს სიძულვილი ორმხრივი იყო. დომიციანეს მკვლელობის შემდეგ სენატორები სასწრაფოდ სენატის შენობისაკენ გაემართნენ, სადაც მისი ხსოვნის მივიწყება გამოაცხადეს.<ref name=jones-160>Jones (1992), p. 160</ref> [[ანტონინუსების დინასტია|ნერვა-ანტონინუსების დინასტიის]] მმართველობის პირობებში სენატორმა ავტორებმა გამოაქვეყნეს ისტორიული ნაშრომები, რომლებიც ყოფილ იმპერატორს ტირანად წარმოაჩენდნენ.<ref name=jones-161/>
 
მიუხედავად ამისა, მტკიცებულებათა თანახმად, დომიციანე სენატორთა პოზიციის მიმართ გარკვეულ დათმობებზე მიდიოდა. მაშინ როდესაც ვესპასიანესა და ტიტუსს კონსულის ძალაუფლება დიდწილად ფლავიუსების ოჯახის ხელში ჰქონდათ თავმოყრილი, დომიციანემ ნება დართო პროვინციელთა და შესაძლო მეტოქეთა მოულოდნელად დიდ რაოდენობას დაეკავებინათ კონსულის თანამდებობა და გასძღოლოდნენ ოფიციალურ კალენდარს წლის გახსნით ჩვეულებრივი კონსულების როლში.<ref name=jones-163-8>Jones (1992), ppგვ. 163–168</ref> შეუძლებელია დადგინდეს იყო თუ არა ეს მის მიმართ მტრულად განწყობილ სენატის დაჯგუფებებთან შერიგების გულწრფელი მცდელობა. პოტენციური მოწინააღმდეგეებისათვის კონსულობის შეთავაზებით დომიციანეს შესაძლოა ამ სენატორების მათი მხარდამჭერების თვალში დამცირება სურდა. როდესაც ამ პირების მოქმედება არადამაკმაყოფილებელი ხდებოდა, იწყებოდა სასამართლო პროცესები, რომლებიც მათი გაძევებით ან სიკვდილით დასჯით სრულდებოდა, მათი ქონება კი კონფისკაციას ექვემდებარეობოდა.<ref name=jones-169/>
 
ტაციტუსი და სვეტონიუსი აცხადებენ, რომ დომიციანეს მმართველობის ბოლოსათვის იმატა დევნების რიცხვმა და მკვეთრი მატების წერტილად 93 წელს ასახელებენ ან ზოგჯერ 89 წლის სატურნინუსის წარუმატებელ აჯანყებას.<ref name=tacitus-agricola-45>ტაციტუსი, ''აგრიკოლა'' [[s:Agricola#45|45]]</ref><ref name=suetonius-domitian-10>სვეტონიუსი, ''თორმეტი კეისრის ცხოვრება'', დომიციანე [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Domitian*.html#10 10]</ref> სიკვდილით დაისაჯნენ სულ ცოტა 20 სენატორი,<ref>For a full list of senatorial victims, see Jones (1992), ppგვ. 182–188</ref> მათ შორის იყვნენ დომიცია ლონგინას ყოფილი ქმარი, ლუციუს ელიუს ლამია და საკუთრივ დომიციანეს ოჯახის სამი წევრიც: ტიტუს ფლავიუს საბინუსი, ტიტუს ფლავიუს კლემენსი და მარკუს არეცინუს კლემენსი.<ref>M. Arrecinus Clemens may have been exiled instead of executed, see Jones (1992), p. 187</ref> მათგან ზოგიერთი შედარებით ადრე 83 ან 85 წლისთვის დასაჯეს სიკვდილით, თუმცა ტაციტუსს მაინც აძლევს მცირეოდენ საბაბს საიმისოდ, რომ დომიციანეს მმართველობის ბოლო პერიოდი „ტერორის ზეობად“ მოიხსენიოს. სვეტონიუსის თანახმად, ზოგიერთი მათგანი კორუფციის ან ღალატის ბრალდებით გაასამართლეს, სხვებს კი გაცვეთილი, უბრალო ბრალდებები წაუყენეს, რასაც დომიციანე თავისი ეჭვით ამართლებდა:
 
{{ციტირება|ამბობდა, რომ ყველაზე უბადრუკად პრინცეპსები ცხოვრობდნენ, რადგან სანამ სულს არ ამოხდიდნენ, არავინ იჯერებდა, რომ მათ წინააღმდეგ მართლაც იყო მოწყობილი შეთქმულება.<ref>[[Suetonius]], ''[[On the Life of the Caesars|De Vita Caesarum]]'', "Life of Domitian", 21</ref>}}
ხაზი 258:
ნაკლებად აშკარაა პრეტორიანელების ნამდვილი მონაწილეობის საკითხი. ამ დროისათვის გვარდიას ტიტუს ფლავიუს ნორბანუსი და ტიტუს პეტრონიუს სეკუნდუსი ხელმძღვანელობდნენ. ამ უკანასკნელისათვის კი თითქმის უეჭველად იყო ცნობილი შეთქმულების შესახებ.<ref name="Grainger 2003, p. 19"/> [[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსი]], რომელიც მკვლელობიდან თითქმის ასი წლის შემდეგ წერდა, შეთქმულებს შორის დომიცია ლონგინასაც ასახელებს, თუმცაღა თუ გავითვალისწინებთ მის დამტკიცებულ ერგულებას ქმრისადმი დომიციანეს გარდაცვალებიდან წლების შემდეგაც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი მართლაც მონაწილეობდა შეთქმულებაში.<ref name="jones-domitian-37" />
 
დიონ კასიუსი იმასაც ამბობს, რომ მკვლელობას იმპროვიზირებული ხასიათი ჰქონდა, ხოლო სვეტონიუსი კარგად დაგეგმილ შეთქმულებაზე საუბრობს.<ref name=grainger-5>Grainger (2003), p. 5</ref> თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე სტეფანუსმა მოიგონა რომ ჭრილობა ჰქონდა, რათა სახვევების ქვეშ ხანჯალი დაემალა. მკვლელობის დღეს მსახურების საცხოვრებლების კარები დაკეტილი იყო, დომიციანეს პირადი ხმალი კი, თავდაცვის უკანასკნელი იარაღი, რომელსაც იგი ბალიშის ქვეშ მალავდა, წინასწარ მოიპარეს.<ref name=grainger-1-3>Grainger (2003), ppგვ. 1–3</ref>
 
იმპერატორს სჯეროდა ასტროლოგთა წინასწარმეტყველების, რომლის თანახმადაც, იგი შუადღისით უნდა გარდაცვლილიყო, ამიტომაც დღის ამ მონაკვეთში მოუსვენრად იყო. თავის უკანასკნელ დღეს დომიციანე თავს აფორიაქებულად გრძნობდა და მსახურს რამდენჯერმე ჰკითხა თუ რა დრო იყო. ბიჭმა, რომელიც შეთქმულებაში იყო გარეული, იცრუა და უთხრა რომ ჯერ შუადღემდე ბევრად ადრე იყო.<ref name=grainger-1-3/> დამშვიდებული იმპერატორი თავისი სამუშაო მაგიდისაკენ გაეშურა რათა რამდენიმე ბრძანებისათვის ხელი მოეწერა, როდესაც სვეტონიუსის თანახმად, მოულოდნელად სტეფანუსი მიუახლოვდა:
ხაზი 270:
=== პოლიტიკური მემკვიდრეობა ===
[[Image:Nerva Tivoli Massimo.jpg|thumb|250px|დომიციანეს მკვლელობისთანავე [[რომის სენატი|სენატმა]] [[ნერვა]] [[რომის იმპერატორი|იმპერატორად]] გამოაცხადა.]]
ფასტები, ოსტიური კალენდარი, გადმოგვცემს, რომ დომიციანეს მკვლელობის დღესვე [[რომის სენატი|სენატმა]] იმპერატორად [[ნერვა|მარკუს კოკიუს ნერვა]] გამოაცხადა.<ref name="murison-153">Murison (2003), p. 153</ref> მისი პოლიტიკური გამოცდილების მიუხედავად, ეს შესანიშნავი არჩევანი იყო. ნერვა ხანდაზმული და უშვილო იყო. კარიერის უმეტესი ნაწილი კი საზოგადოებისაგან მოფარებულად ჰქონდა გატარებული, რამაც უბიძგა როგორც ანტიკური პერიოდის, ისე თანამედროვე ავტორებს ეჭვები გამოეთქვათ დომიციანეს მკვლელობაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით.<ref name="murison-151">Murison (2003), p. 151</ref><ref>Grainger (2003), ppგვ. 4–27</ref>
 
[[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსის]] მიხედვით, შეთქმულებს ნერვასთან, როგორც მომავალ იმპერატორთან, მკვლელობამდე ჰქონდათ მოლაპარაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ მან, სულ მცირე, იცოდა მაინც გეგმის შესახებ.<ref name=jones-194>Jones (1992), p. 194</ref><ref>დიონ კასიუსი, ''რომის ისტორია'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/67*.html#15 LXVII.15]</ref> იგი არ ჩნდება მოვლენათა სვეტონიუსისეულ ვერსიაში, თუმცა ეს შეიძლება გასაგებიც იყოს, რამდენადაც მისი ნაშრომები ნერვას პირდაპირი შთამომავლების, [[ტრაიანე]]სა და [[ადრიანე]]ს დროს გამოქვეყნდა. იმის აღნიშვნა, რომ დინასტია ხელისუფლებაში მოსვლას მკველობას უმადლოდა, ნაკლებად კორექტული იქნებოდა.<ref name=jones-194/>
ხაზი 278:
ყველაფრის მიუხედავად, დომიციანეს სიკვდილმა სენატი გაახარა და ნერვას ტახტზე ასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ გამოსცა ''დამნაციო მემორიე'' (ხსოვნის შეჩვენება) მის სახელზე, რომლის ძალითაც ყოფილი იმპერატორის მონეტები და ქანდაკებები გადაადნეს, თაღები დაანგრიეს, სახელი კი ყველა საჯარო ჩანაწერიდან ამოშალეს.<ref name=grainger-49>Grainger (2003), p. 49</ref> დომიციანე და საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ [[გეტა|პუბლიუს სეპტიმიუს გეტა]] იყვნენ ის ორი იმპერატორი, რომლებმაც ოფიციალურად მიიღეს ''დამნაციო მემორიე'', თუმცაღა სხვები შესაძლოა ''დე ფაქტო'' შეეჩვენებინათ. მრავალ შემთხვევაში დომიციანეს არსებული პორტრეტები, როგორიცაა კანცელერიის რელიეფზე, უბრალოდ ხელახლა გამოკვეთეს იმგვარად, რომ ნერვას დამსგავსებოდნენ, რამაც ახალი გამოსახულებების სწრაფ გამრავლებასა და მასალის ხელახლა გამოყენებას შეუწყო ხელი.<ref>{{cite journal | last = Last | first = Hugh | title = On the Flavian Reliefs from the Palazzo della Cancelleria | journal = The Journal of Roman Studies | volume = 38 | issue = 1–2 | pages = 9–14 | publisher = Society for the Promotion of Roman Studies | year = 1948 | jstor = 298163| doi = 10.2307/298163 }}</ref> ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სენატის ბრძანება ნაწილობრივ შესრულდა [[რომი|რომში]], იტალიის გარეთ მდებარე პროვინციათა უმეტესობამ კი საერთოდ უგულვებელყო ის.<ref name=grainger-49/>
 
სვეტონიუსის თანახმად, რომის მოსახლეობა დომიციანეს სიკვდილის ამბავს გულგრილად შეხვდა, თუმცა არმია ბევრად უფრო ნაწყენი იყო. ჯარისკაცები მკვლელობის შემდეგ მის დაუყოვნებლივ გაღმერთებას მოითხოვდნენ და ზოგიერთ პროვინციაში აჯანყდნენ კიდევაც.<ref>Grainger (2003), ppგვ. 32–33</ref> კომპენსაციად [[პრეტორიანელები|პრეტორიანელთა გვარდიამ]] მკვლელების სიკვდილით დასჯა მოითხოვა, თუმცა ნერვამ ამაზე უარი განაცხადა. ამის ნაცვლად მან მხოლოდ ტიტუს პეტრონიუს სეკუნდუსი დაითხოვა და იგი ყოფილი მხედართმთავრით, კასპერიუს ელიანუსით ჩაანაცვლა.<ref>Grainger (2003), p. 40</ref>
 
ამ საკითხებზე უკმაყოფილება ნერვას მმართველობას შავ ზოლად გასდევდა და საბოლოოდ [[97]] წლის ოქტომბრის კრიზისით დაგვირგვინდა, როდესაც პრეტორიანელთა გვარდიის წევრებმა კასპერიუს ელიანუსის მეთაურობით ალყაში მოაქციეს საიმპერატორო სასახლე და ნერვა ტყვედ აიყვანეს.<ref name=grainger-94>Grainger (2003), ppგვ. 94–95</ref> იგი იძულებული გახდა შეესრულებინა მათი მოთხოვნები, გადაეცა დომიციანეს სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები და აჯანყებული პრეტორიანელებისათვის მადლობის გადასახდელად სიტყვითაც კი გამოსულიყო.<ref name=grainger-94/> ტიტუს პეტრონიუს სეკუნდუსი და პართენიუსი მოძებნეს და დახოცეს. ნერვა ამ ყოველივეს დაუზიანებელი გადაურჩა, თუმცაღა მისმა რეპუტაციამ აუნაზღაურებელი დარტყმა მიიღო. ამ მოვლენებიდან მალევე მან გამოაცხადა, რომ ტრაიანეს შვილობილად და მემკვიდრედ ასახელებდა, რაც არსებითად ტახტიდან გადადგომასაც ნიშნავდა.<ref>{{cite journal | last = Syme | first = Ronald | authorlink = Ronald Syme | title = Guard Prefects of Trajan and Hadrian | journal = The Journal of Roman Studies | volume = 70 | year = 1980| doi = 10.2307/299556 | jstor=299556 | pages = 64–80}}</ref>
 
== ხსოვნა და მემკვიდრეობა ==
ხაზი 311:
მეოცე საუკუნეში დომიციანეს სამხედრო, ადმინისტრაციული და ეკონომიკური პოლიტიკის ხელახლა შეფასება მოხდა, თუმცაღა მთელი წიგნის ზომის ნაშრომები 1990-იან წლებამდე არ გამოქვეყნებულა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბრაიან უ. ჯონსის ''იმპერატორი დომიციანე''. თავის მონოგრაფიაში ჯონსი ასკვნის, რომ დომიციანე ულმობელი, მაგრამ ეფექტური, ქმედითი თვითმპყრობელი იყო.<ref name=gowing-domitian-review>{{cite journal | last = Gowing | first = Alain M. | title = Review: The Emperor Domitian | journal = Bryn Mawr Classical Review | location = University of Washington | year = 1992 | url = http://ccat.sas.upenn.edu/bmcr/1992/03.06.10.html }}</ref> მისი ზეობის უმეტესი დროის განმავლობაში, არ არსებობდა ფართოდ გავრცელებული უკმაყოფილება იმპერატორის ან მისი მმართველობის მიმართ. მისი სისასტიკე მხოლოდ მცირერიცხოვნმა ჯგუფმა გამოსცადა, თუმცაღა მათ სიტყვას დიდი წონა ჰქონდა და მოგვიანებით მათ ყოფილი იმპერატორის დესპოტიზმი ახალი, [[ანტონინუსების დინასტია|ნერვა-ანტონინუსების დინასტიის]] სასარგებლოდ გააზვიადეს.<ref name=gowing-domitian-review/>
 
დომიციანეს საგარეო პოლიტიკა რეალისტური იყო. იგი უარყოფდა ექსპანსიონისტური ომების წარმოებას და მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა, როდესაც რომის სამხედრო ტრადიციები აგრესიულ და დამპყრობლურ პოლიტიკას ქადაგებდნენ. მისმა ეკონომიკურმა პროგრამამ, რომელიც მკაცრად ეფექტური იყო, რომაული ვალუტა იმ ნიშნულამდე მიიყვანა, რომლისთვისაც მას აღარასოდეს მიუღწევია. იუდეველებისა და ქრისტიანების მსგავსი რელიგიური უმცირესობები არ იდევნებოდნენ.<ref name=jones-114-119>Jones (1992), ppგვ. 114–119</ref> მიუხედავად ამისა, დომიციანეს ხელისუფლება ავლენდა ტოტალიტარულ ხასიათს. როგორც იმპერატორი, იგი საკუთარ თავს ახალ [[ოქტავიანე ავგუსტუსი|ავგუსტუსად]] ხედავდა, განათლებულ დესპოტად, რომლის ბედისწერაც რომის იმპერიის გაძღოლა იყო ფლავიუსების აღორძინების ახალ ეპოქაში.<ref name=jones-72/>
 
რელიგიურმა, სამხედრო და კულტურულმა პროპაგანდამ პიროვნების კულტის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. დომიციანემ გააღმერთა თავისი ოჯახის სამი წევრი და ფლავიუსების დინასტიის მიღწევების ხსოვნის უკვდავსაყოფად მასიური ნაგებობები აღმართა. გულმოდგინედ დამუშავებული ტრიუმფბიც იმ მიზნით აღინიშნებოდა, რომ განედიდებინათ მისი, როგორც მეომარი იმპერატორის სახე, თუმცაღა მრავალი მათგანი ან დაუმსახურებელი იყო, ან უდროო.<ref name=jones-127/> საკუთარი თავის მუდმივ [[ცენზორი|ცენზორად]] დანიშვნით დომიციანე მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი და პიროვნული მორალის კონტროლს.<ref name=jones-106/>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დომიციანე“-დან