დომიციანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up using AWB
clean up using AWB
ხაზი 167:
[[გნეუს იულიუს აგრიკოლა]]ს მეთაურობით გაგრძელდა ბრიტანეთის დაპყრობა, რომელმაც რომის იმპერიის საზღვრები კალედონიამდე (დღევანდელი [[შოტლანდია]]) განავრცო. [[82]] წელს ხატებთან საბრძოლველად დომიციანემ ახალი ლეგიონიც (''Legio I Minervia'') დააფუძნა.<ref name = jones-130/> იმპერატორს უგულისყუროდ არც აღმოსავლეთში რომის ინტერესები დაუტოვებია.<ref>{{cite book | last = Millar| first =Fergus| title =Rome, the Greek World, and the East: The Roman Republic and the Augustan revolution| publisher = UNC Press Books|year = 2002| page = 51| isbn = 0-8078-4990-1}}</ref> ბოიუკდაშის მთასთან (დღევანდელი [[აზერბაიჯანი]]) ნაპოვნი წარწერა ახსენებს დომიციანესა და [[რომის XII ლეგიონი|XII ლეგიონს]]. წარწერაში ნახსენები კეისრის, ავგუსტუსისა და გერმანიკუსის ტიტულების გათვალისწინებით, შესაბამისი ლაშქრობა 84-დან 96 წლებს შორის პერიოდში უნდა მომხდარიყო.
 
რომის არმიის დომიციანესეული გამგებლობა ხასიათდება იმავე მომთხოვნელობით, რომელსაც იგი მმართველობის სხვა შტოებშიც ავლენდა. მიუხედავად ამისა, მისი თანამედროვეები აკრიტიკებდნენ იმპერატორის კომპეტენციას სტრატეგიაში.<ref name=jones-127>Jones (1992), p. 127</ref> თუმცა დომიციანემ რამდენიმე ტრიუმფი იზეიმა, ეს, დიდწილად, მაინც პროპაგანდული მანევრები იყო. მის მიერ ხატებზე მოპოვებულ გამარჯვებას [[ტაციტუსი]] დასცინის და მას „ყალბ ტრიუმფს“ უწოდებს. იგი, აგრეთვე, აკრიტიკებს აგრიკოლას დაპყრობების შემდეგ ბრიტანეთში უკანდახევის გადაწყვეტილებას.<ref name=tacitus-agricola-39>Tacitusტაციტუსი, ''Agricolaაგრიკოლა'' [[s:Agricola#39|39]]</ref><ref>Tacitus, ''Histories'' [[s:The Histories (Tacitus)/Book 1#2|I.2]]</ref>
 
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, დომიციანე უაღრესად პოპულარული იყო ჯარისკაცებს შორის. მან თავისი ზეობის დაახლოებით სამი წელი არმიასთან ერთად კამპანიებში გაატარა ([[ოქტავიანე ავგუსტუსი|ავგუსტუსის]] შემდეგ ამდენი დრო ჯართან არც ერთ იმპერატორს არ გაუტარებია) და მათი ჯამაგირი ერთი მესამედით გაზარდა.<ref name=jones-131/><ref>Syme (1930), p. 64</ref> მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია არმიის სარდლობას მისი ტაქტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დაეგმო, მისდამი უბრალო ჯარისკაცების ერთგულება ეჭვგარეშეა.<ref name=jones-144>Jones (1992), p. 144</ref>
ხაზი 180:
[[ფლავიუსები]]ს დინასტიის დროს წარმოებული სამხედრო მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე დეტალური წყარო [[ტაციტუსი|ტაციტუსს]] ეკუთვნის, რომლის მიერ დაწერილი თავისი სიმამრის, [[გნეუს იულიუს აგრიკოლა]]ს ბიოგრაფიაც დიდწილად 77-84 წლებში ბრიტანეთის დაპყრობას ეხება.<ref name=jones-131/> აგრიკოლამ 77 წელს ბრიტანეთის მმართველობა ჩაიბარა და დაუყოვნებლივ წამოიწყო კამპანია კალედონიაში (დღევანდელი [[შოტლანდია]]).
 
82 წელს აგრიკოლამ გადალახა დაუდგენელი „წყალი“ და დაამარცხა რომაელთათვის მანამდე უცნობი ხალხები.<ref name=tacitus-agricola-24-1>Tacitusტაციტუსი, ''Agricolaაგრიკოლა'' [[s:Agricola#24|24]]</ref> მან [[ირლანდია|ირლანდიის]] მოპირდაპირე სანაპიროც გაამაგრა და ტაციტუსი აღნიშნავს, რომ მისი სიმამრი ხშირად ამტკიცებდა კუნძულის ერთი ლეგიონითა და რამდენიმე დამხმარე შენაერთით დაპყრობის შესაძლებლობას.<ref name=jones-132>Jones (1992), p. 132</ref> აგრიკოლამ თავშესაფარი მისცა დევნილ ირლანდიელ მეფეს და აპირებდა იგი დაპყრობის საბაბად გამოეყენებინა. ეს ლაშქრობა არასდროს შემდგარა, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ აღნიშნული წყლის გადაკვეთა, რეალურად, ირლანდიაში მოწყობილი მცირემასშტაბიანი დაზვერვითი ან სადამსჯელო ექსპედიცია იყო.<ref>{{cite journal | last = Reed | first = Nicholas | title = The Fifth Year of Agricola's Campaigns | journal = Britannia | volume = 2 | year = 1971 | pages = 143–148 | jstor = 525804| doi =10.2307/525804 }}</ref>
 
აგრიკოლამ, რომელმაც ყურადღება ირლანდიიდან ბრიტანეთზე გადაიტანა, მომდევნო წელს ფლოტი შეკრიბა და მდინარე ფორთს მიღმა შეიჭრა კალედონიაში. მისი ამ წინსვლის მხარდასაჭერად, ინქტუთილთან აშენდა დიდი ციხესიმაგრეები ლეგიონერებისათვის.<ref name=jones-132/> 84 წლის გაზაფხულზე რომაელები მონს გრაუპიუსის ბრძოლაში კალედონიის მკვიდრთ დაუპირისპირდნენ, რომლებსაც კალგაკუსი მეთაურობდა.<ref name=tacitus-agricola-24-2>Tacitusტაციტუსი, ''Agricolaაგრიკოლა'' [[s:Agricola#29|29]]</ref> მიუხედავად იმისა, რომ რომის არმიამ მტერი ძლიერ დააზარალა, კალედონიელთა ჯარის ორმა მესამედმა მაინც შეძლო გაქცევა და თავის შოტლანდიის ჭაობებისა და მთებისათვის შეფარება, რამაც, საბოლოო ჯამში, აგრიკოლას საშუალება არ მისცა ბრიტანეთის მთლიანი კუნძული თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია.<ref name=jones-132/>
 
[[85]] წელს დომიციანემ აგრიკოლა [[რომი|რომში]] გამოიძახა. ამ უკანასკნელს ბრიტანეთის მმართველად ექვს თვეზე მეტი ჰქონდა ნამსახური, რაც აღემატებოდა კონსულის ლეგატების ვადას ფლავიუსების ეპოქაში.<ref name=jones-132/> ტაციტუსის მტკიცებით, დომიციანემ იმიტომ გამოიწვია იგი, რომ აგრიკოლას წარმატებებმა დაჩრდილეს თავად იმპერატორის მიერ გერმანიაში მოპოვებული მოკრძალებული გამარჯვებები.<ref name=tacitus-agricola-39/> ურთიერთობა აგრიკოლასა და იმპერატორს შორის ბუნდოვანია. ერთი მხრივ, წარმატებული სარდალი ტრიუმფითა და ქანდაკებით დააჯილდოვეს, მეორე მხრივ კი მას აღარასოდეს დაუკავებია სამოქალაქო ან სამხედრო თანამდებობა თავისი გამოცდილებისა და სახელის მიუხედავად. მას [[აფრიკა (რომის პროვინცია)|აფრიკის პროვინციის]] მმართველობა შესთავაზეს, თუმცა აგრიკოლამ უარი განაცხადა რაც ან ავადმყოფობით იყო გამოწვეული ან, როგორც ტაციტუსი ამტკიცებს, დომიციანეს მაქინაციებით.<ref name=tacitus-agricola-24-3>Tacitusტაციტუსი, ''Agricolaაგრიკოლა'' [[s:Agricola#42|42]]</ref>
 
ბრიტანეთიდან აგრიკოლას გამოხმობიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ რომის იმპერია აღმოსავლეთში [[დაკია]]სთან ომში ჩაება და რადგანაც საჭირო გახდა დამხმარე ძალების შეკრება, 87 ან 88 წელს დომიციანემ ბრიტანეთის პროვინციაში ჯარების ფართომასშტაბიანი სტრატეგიული უკანდახევის ბრძანება გასცა. ინქტუთილის ციხე დაანგრიეს, კალედონიაში მდებარე სიმაგრეები და საგუშაგო კოშკები კი მიატოვეს. იმპერიის საზღვარმა დაახლოებით 120 კმ-ით სამხრეთით გადაიწია.<ref name=jones-133>Jones (1992), p. 133</ref> არმია შესაძლოა აღეშფოთებინა იმპერატორის გადაწყვეტილებას უკანდახევაზე, თუმცა დომიციანესთვის კალედონიის მიწები მხოლოდ რომის ხაზინის დანაკარგებს წარმოადგენდნენ.<ref name=jones-131/>
ხაზი 245:
მიუხედავად ამისა, მტკიცებულებათა თანახმად, დომიციანე სენატორთა პოზიციის მიმართ გარკვეულ დათმობებზე მიდიოდა. მაშინ როდესაც ვესპასიანესა და ტიტუსს კონსულის ძალაუფლება დიდწილად ფლავიუსების ოჯახის ხელში ჰქონდათ თავმოყრილი, დომიციანემ ნება დართო პროვინციელთა და შესაძლო მეტოქეთა მოულოდნელად დიდ რაოდენობას დაეკავებინათ კონსულის თანამდებობა და გასძღოლოდნენ ოფიციალურ კალენდარს წლის გახსნით ჩვეულებრივი კონსულების როლში.<ref name=jones-163-8>Jones (1992), pp. 163–168</ref> შეუძლებელია დადგინდეს იყო თუ არა ეს მის მიმართ მტრულად განწყობილ სენატის დაჯგუფებებთან შერიგების გულწრფელი მცდელობა. პოტენციური მოწინააღმდეგეებისათვის კონსულობის შეთავაზებით დომიციანეს შესაძლოა ამ სენატორების მათი მხარდამჭერების თვალში დამცირება სურდა. როდესაც ამ პირების მოქმედება არადამაკმაყოფილებელი ხდებოდა, იწყებოდა სასამართლო პროცესები, რომლებიც მათი გაძევებით ან სიკვდილით დასჯით სრულდებოდა, მათი ქონება კი კონფისკაციას ექვემდებარეობოდა.<ref name=jones-169/>
 
ტაციტუსი და სვეტონიუსი აცხადებენ, რომ დომიციანეს მმართველობის ბოლოსათვის იმატა დევნების რიცხვმა და მკვეთრი მატების წერტილად 93 წელს ასახელებენ ან ზოგჯერ 89 წლის სატურნინუსის წარუმატებელ აჯანყებას.<ref name=tacitus-agricola-45>Tacitusტაციტუსი, ''Agricolaაგრიკოლა'' [[s:Agricola#45|45]]</ref><ref name=suetonius-domitian-10>სვეტონიუსი, ''თორმეტი კეისრის ცხოვრება'', დომიციანე [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Domitian*.html#10 10]</ref> სიკვდილით დაისაჯნენ სულ ცოტა 20 სენატორი,<ref>For a full list of senatorial victims, see Jones (1992), pp. 182–188</ref> მათ შორის იყვნენ დომიცია ლონგინას ყოფილი ქმარი, ლუციუს ელიუს ლამია და საკუთრივ დომიციანეს ოჯახის სამი წევრიც: ტიტუს ფლავიუს საბინუსი, ტიტუს ფლავიუს კლემენსი და მარკუს არეცინუს კლემენსი.<ref>M. Arrecinus Clemens may have been exiled instead of executed, see Jones (1992), p. 187</ref> მათგან ზოგიერთი შედარებით ადრე 83 ან 85 წლისთვის დასაჯეს სიკვდილით, თუმცა ტაციტუსს მაინც აძლევს მცირეოდენ საბაბს საიმისოდ, რომ დომიციანეს მმართველობის ბოლო პერიოდი „ტერორის ზეობად“ მოიხსენიოს. სვეტონიუსის თანახმად, ზოგიერთი მათგანი კორუფციის ან ღალატის ბრალდებით გაასამართლეს, სხვებს კი გაცვეთილი, უბრალო ბრალდებები წაუყენეს, რასაც დომიციანე თავისი ეჭვით ამართლებდა:
 
{{ციტირება|ამბობდა, რომ ყველაზე უბადრუკად პრინცეპსები ცხოვრობდნენ, რადგან სანამ სულს არ ამოხდიდნენ, არავინ იჯერებდა, რომ მათ წინააღმდეგ მართლაც იყო მოწყობილი შეთქმულება.<ref>[[Suetonius]], ''[[On the Life of the Caesars|De Vita Caesarum]]'', "Life of Domitian", 21</ref>}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დომიციანე“-დან