დომიციანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up using AWB
ხაზი 45:
 
[[File:Domitian Denarius.jpg|thumb|250px|დომიციანეს დენარიუსი.]]
ვესპასიანეს პოლიტიკური კარიერა მოითვლიდა [[კვესტორი]]ს, [[ედილი]]სა და [[პრეტორი]]ს თანამდებობებს, ამ ყოველივეს დაგვირგვინებას კი [[51]] წელს მისი [[კონსული|გაკონსულება]] წარმოადგენდა. მისი კონსულობის წელს დაემთხვა დომიციანეს დაბადება. როგორც სამხედრო მეთაურმა, მან ადრევე მოიპოვა სახელი 43 წელს ბრიტანეთში შეჭრაში მონაწილეობით.<ref>Jones, (1992), გვ. 8</ref> მიუხედავად ამისა, ანტიკური პერიოდის წყაროები დომიციანეს აღზრდისას ფლავიების ოჯახის გაღარიბებას ამტკიცებენ<ref name="suetonius-domitian">Suetoniusსვეტონიუსი, Life''თორმეტი ofკეისრის Domitianცხოვრება'', დომიციანე [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Domitian*.html#1 1]</ref> და იმასაც კი აცხადებენ, რომ იმპერატორების კალიგულასა და ნერონის ზეობისას ვესპასიანემ საეჭვო რეპუტაცია მოიპოვა.<ref>Suetoniusსვეტონიუსი, Life''თორმეტი ofკეისრის Domitianცხოვრება'', დომიციანე [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Vespasian*.html#4 4]
</ref> თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ეს მტკიცებები უარყოფილია. არსებობს აზრი, რომ ეს ისტორიები მოგვიანებით, ფლავიუსების მმართველობის პერიოდში გაჩნდა, როგორც პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილი, რომ დაემცირებინა ოჯახის მიერ იულიუს-კლავდიუსების დინასტიის ნაკლებად პატივცემული იმპერატორების მმართველობისას მოპოვებული წარმატებები და განედიდებინა კლავდიუსისა და მისი ვაჟის, ბრიტანიკუსის პერიოდში არსებული მიღწევები.<ref>Jones (1992), p. 7</ref>
 
ხაზი 56:
როდესაც დომიციანე 6 წლის გახდა, მისი დედა და და დიდი ხნის გარდაცვლილები იყვნენ,<ref>Waters (1964), გვ. 52–53</ref> მამა და ძმა კი გამუდმებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი რომის სამხედრო ცხოვრებაში და მეთაურობდნენ არმიებს გერმანიასა და იუდეაში. სწორედ ამის გამო დომიციანემ თავისი სიჭაბუკის ასაკის მნიშვნელოვანი ნაწილი უახლოესი ადამიანების გარეშე გაატარა. იუდეველთა ომის დროს მასზე, დიდი ალბათობით, ბიძა, ტიტუს ფლავიუს საბინუსი ზრუნავდა, რომელსაც ამ დროისათვის [[რომი]]ს ქალაქის პრეფექტად მსახურობდა, თუმცაღა, შესაძლოა, ეს პიროვნება ფლავიუსების ერთგული მეგობარი და დომიციანეს მომავალი მემკვიდრე, [[ნერვა|მარკუს კოკიუს ნერვაც]] ყოფილიყო.<ref name="jones-domitian-13">Jones (1992), გვ. 13</ref><ref>Murison (2003), გვ. 149</ref>
 
დომიციანემ მიიღო პრივილეგირებული სენატორთა კლასის წარმომადგენელი ახალგაზრდა კაცისათვის შესაფერისი განათლება: სწავლობდა რიტორიკასა და ლიტერატურას. [[გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი|სვეტონიუსი]] თავის ''[[თორმეტი კეისრის ცხოვრება]]ში'', დომიციანეს ბიოგრაფიის აღწერისას, ადასტურებს, რომ საჭირო დროს ამ უკანასკნელს შეეძლო ისეთი მნიშვნელოვანი პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებების ციტირება, როგორებიც იყვნენ [[ჰომეროსი]] და [[ვერგილიუსი]].<ref>Suetoniusსვეტონიუსი, Life''თორმეტი ofკეისრის Domitianცხოვრება'', დომიციანე [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Domitian*.html#9 9]</ref><ref>Suetoniusსვეტონიუსი, Life''თორმეტი ofკეისრის Domitianცხოვრება'', დომიციანე [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Domitian*.html#12.3 12.3]</ref> აგრეთვე, იგი დომიციანეს აღწერს, როგორც სწავლულ და განათლებულ ჭაბუკს, მოხდენილი სიტყვა-პასუხის უნარით.<ref>Suetoniusსვეტონიუსი, Life''თორმეტი ofკეისრის Domitianცხოვრება'', დომიციანე [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Domitian*.html#20 20]</ref> მის პირველ გამოქვეყნებულ ნაშრომებს შორის იყო ლექსები, აგრეთვე, ნაწერები სამართალსა და ადმინისტრაციაზე.<ref name="jones-domitian-13"/>
 
ძმისგან, [[ტიტუსი]]საგან განსხვავებით, დომიციანეს განათლება საიმპერატორო კარზე არ მიუღია. არ მოგვეპოვება წყაროები იმის შესახებ გაიარა თუ არა მან ფორმალური სამხედრო წვრთნა, თუმცაღა, სვეტონიუსის თანახმად, მშვილდოსნობაში მან საყურადღებო სნაიპერული უნარი გამოავლინა.<ref name=jones-16>Jones (1992), p. 16</ref><ref name="suetonius-domitian-19">Suetoniusსვეტონიუსი, Life''თორმეტი ofკეისრის Domitianცხოვრება'', დომიციანე [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Domitian*.html#19 19]</ref> დომიციანეს გარეგნობისა და პიროვნების დეტალურ აღწერილობასაც სწორედ სვეტონიუსი გვთავაზობს, რომელიც ამ უკანასკნელის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ნაწილს მისი პიროვნების აღწერას უთმობს:
 
{{ციტირება|მაღალი იყო, მოკრძალებული გამომეტყველებით, ლოყებშეფაკლული პირისახის, დიდი, ოდნავ ახლომხედველი თვალებით, გარდა ამისა, მიმზიდველი აღნაგობისა, განსაკუთრებით ყმაწვილკაცობაში, მხოლოდ ფეხის თითები დაღრეცილი ჰქონდა; შემდგომში კი სიმელოტით, წინგადმოვარდნილი ფაშვითა და ხანგრძლივი ავადობით ჩამომდნარი, გაძვალტყავებული ფეხებით, სიმახინჯედ იქცა.<ref>
[[Suetonius]], ''[[On the Life of the Caesars|De Vita Caesarum]]'', "Life of Domitian", 18</ref>}}
 
დომიციანე უაღრესად განიცდიდა თავის სიმელოტეს, რის დამალვასაც იგი მოგვიანებით პარიკის ტარებით ცდილობდა.<ref>Morgan (1997), გვ. 214</ref> სვეტონიუსის თანახმად, მან წიგნიც კი დაწერა თმის მოვლის შესახებ.<ref name="suetonius-domitian-18">Suetoniusსვეტონიუსი, Life''თორმეტი ofკეისრის Domitianცხოვრება'', დომიციანე [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Domitian*.html#18 18]</ref> აღსანიშნავია, რომ სვეტონიუსის ნაშრომი დომიციანეს პიროვნების აღწერისას ორ უკიდურესობას შორის მერყეობს. ერთი მხრივ, იგი წარმოჩინდება, როგორც ტირანი იმპერატორი, ფიზიკურად და ინტელექტუალურად განუვითარებელი ადამიანი, მეორე მხრივ კი გვხვდება მისი, როგორც ინტელექტუალური და დახვეწილი პიროვნების აღწერილობა.<ref name=jones-198>Jones (1992), გვ. 198</ref>
 
ისტორიკოსი ბრაიან ჯონსი თავის ''იმპერატორ დომიციანეში'' ასკვნის, რომ ამ უკანასკნელის პიროვნების ნამდვილი ბუნების შეფასებას არსებითად ართულებს შემორჩენილი წყაროების მიკერძოებულობა.<ref name=jones-198/> მიუხედავად ამისა, გავრცლებული ხმები, რაც არ უნდა იყოს, არსებული მტკიცებულებებიდან გაჩნდებოდა. როგორც ჩანს, მას აკლდა მამისა და ძმის ბუნებრივი ქარიზმა. იგი ქედმოხრილი ხვდებოდა ეჭვებს და ხშირად წარმოჩინდებოდა მარტოსულ, ზოგჯერ თვითკრიტიკული იუმორის მქონე პიროვნებად,<ref>Morgan (1997), გვ. 209</ref><ref name="suetonius-domitian-21">Suetoniusსვეტონიუსი, Life''თორმეტი ofკეისრის Domitianცხოვრება'', დომიციანე [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Domitian*.html#21 21]</ref> რომელიც ხშირად ფარულად ურთიერთობდა.
 
დომიციანეს პიროვნების ბუნდოვანება კიდევ უფრო გაამძაფრა მისმა ხანდაზმულობამ და როდესაც ასაკში შევიდა, იგი უფრო და უფრო მეტად ავლენდა მარტოობისაკენ სწრაფვას, რისი მიზეზიც, შესაძლებელია, მარტოობაში გატარებული ბავშვობა ყოფილიყო.<ref name="jones-domitian-13"/> მართლაც, როდესაც მან თვრამეტი წლის ასაკს მიაღწია, დომიციანეს ყველა უახლოესი ნათესავი უკვე გარდაცვლილი იყო ომის ან დაავადების გამო. რამდენადაც თავისი ცხოვრების ადრეული წლების დიდი ნაწილი ნერონის ზეობის დაღმასვლის პერიოდში ჰქონდა გატარებული, მისი პიროვების ჩამოყალიბებაზე ძლიერი გავლენა უნდა მოეხდინა 60-იანი წლების პოლიტიკურ მღელვარებასა და არეულობას, რაც [[ოთხი იმპერატორის წელი|69 წლის სამოქალაქო ომით]] დასრულდა და რომელმაც მისი ოჯახი ხელისუფლებაში მოიყვანა.<ref name=waters-54>Waters (1964), p. 54</ref>
ხაზი 111:
 
=== ცერემონიული მემკვიდრე (71-81 წწ.) ===
[[Image:The Triumph of Titus Alma Tadema.jpg|thumb|ლოურენს ალმა-ტადემას ''ტიტუსის ტრიუმფი'' (1885 წ.). ნახატი ასახავს ტიტუსისა და მისი ოჯახის ტრიუმფალურ მსვლელობას. [[პონტიფექს მაქსიმუსი]]ს სამოსში გამოწყობილი ვესპასიანე ოჯახს წინ მიუძღვის. მას უკან მიჰყვება დომიციანე ცოლთან, დომიცია ლონგინასთან ერთად, რომელზეც იგი მხოლოდ მოგვიანებით დაქორწინდა. მათ უკან მიჰყვება რელიგიურ რეგალიებში გამოწყობილი ტიტუსი. ტიტუსისა და დომიციას ურთიერთმიპყრობილი მზერა მიანიშნებს იმ ურთიერთობაზე, რომელზეც ისტორიკოსები დავობდნენ.<ref name=jones-36/><ref name="dio-romanhistory-lxvi-26">[[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსი]], ''რომის ისტორია'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/66*.html#26 LXVI.26]</ref><ref name="suetonius-titus-10">[[გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი|სვეტონიუსი]], ''[[თორმეტი კეისრის ცხოვრება]]'', ღვთაებრივი ტიტუსი [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Titus*.html#10 10]</ref><ref name=jones-36/> ალმა-ტადემა ცნობილი იყო ანტიკური პერიოდის სამყაროს დაწვრილმანებული კვლევით.<ref>{{cite journal | last = Prettejohn | first = Elizabeth | authorlink = Elizabeth Prettejohn | title = Lawrence Alma-Tadema and the Modern City of Ancient Rome | journal = The Art Bulletin | volume = 84 | issue = 1 | pages = 115–129 |date=March 2002 | doi = 10.2307/3177255 | jstor=3177255}}</ref>]]
იმპერატორად გახდომამდე დომიციანეს როლი ფლავიუსების მთავრობაში მეტწილად ცერემონიული ხასიათის იყო. [[71]] წლის ივნისში [[ტიტუსი|ტიტუსმა]] წარმატებით დაასრულა [[იუდეველთა ომი]] და [[იუდეა (რომის პროვინცია)|იუდეიდან]] ტრიუმფით დაბრუნდა [[რომი|რომში]]. საბოლოო ჯამში, აჯანყებამ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთაგან უმეტესობა ებრაელი იყო.<ref name="josephus-wars-vi-9">Josephus, ''The Wars of the Jews'' [[s:The War of the Jews/Book VI#Chapter 9|VI.9.3]]</ref> [[იერუსალიმი]] და ქალაქის მეორე ტაძარი მთლიანად განადგურდა, მისი ყველაზე ძვირფასი საგანძური რომის არმიამ დაიტაცა. თითქმის 100 000 ადამიანი შეიპყრეს და მონად აქციეს.<ref name="josephus-wars-vi-9"/>
 
ამ გამარჯვებისათვის [[რომის სენატი|სენატმა]] ტიტუსი ტრიუმფით დააჯილდოვა. დღესასწაულების დღეს ფლავიუსების ოჯახი დიდებით შებრძანდა დედაქალაქში. მათ წინ უძღოდა მდიდრული მსვლელობა, რომელიც დატვირთული იყო ომში მოპოვებული ალაფით.<ref name=jospehus-war-7-5-5>Josephus, ''The Wars of the Jews'' [[s:The War of the Jews/Book VII#Chapter 5|VII.5.5]]</ref> ოჯახს წინ ვესპასიანე და ტიტუსი მიუძღოდნენ, ხოლო დომიციანეს, რომელიც შესანიშნავ თეთრ ცხენზე იჯდა, ფლავიუსთა დანარჩენი ნათესავები მიჰყვებოდნენ.<ref name="suetonius-domitian-2">Suetoniusსვეტონიუსი, Life''თორმეტი ofკეისრის Domitianცხოვრება'', დომიციანე [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Domitian*.html#2 2]</ref>
 
ებრაული დაუმორჩილებლობის წინამძღოლები რომის ფორუმზე სიკვდილით დასაჯეს, რის შემდეგაც მსვლელობა იუპიტერის ტაძართან, რელიგიური მსხვერპლშეწირვების თანხლებით დასრულდა.<ref name=jospehus-war-7-5-5/> ფორუმის სამხრეთ-აღმოსავლეთ შესასვლელში აღმართეს ტიტუსის ტრიუმფალური თაღი, როგორც ომის წარმატებული დასასრულის ხსოვნის სიმბოლო.<ref name=jones-93>Jones (1992), p. 93</ref>
ხაზი 128:
79 და 80 წლებში ორი უმთავრესი უბედურება დატრიალდა. 79 წლის 24 აგვისტოს ამოიფრქვა ვულკანი ვეზუვი,<ref>Cassius Dio, ''Roman History'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/66*.html#22 LXVI.22]</ref> რომელმაც ახლოსმდებარე ქალაქები, პომპეი და ჰერკულანუმი რამდენიმე მეტრის სისქის ფერფლსა და ლავაში ჩამარხა. მომდევნო წელს კი რომში ხანძარი გაჩნდა, რომელიც სამი დღე მძვინვარებდა და მრავალი მნიშვნელოვანი საჯარო შენობა გაანადგურა.<ref name=jones-80>Jones (1992), p. 80</ref> ამ მოვლენების გამო ტიტუსმა თავისი ზეობის დროის უმეტესი ნაწილი დაზარალებულთა დასახმარებელი ღონისძიებების ორგანიზებასა და დაზიანებული ქონების აღდგენაში დახარჯა. 81 წლის 13 სექტემბერს ორწლიანი მმართველობის შემდეგ საბინების მიწებზე ყოფნისას ტიტუსი მოულოდნელად გარდაიცვალა ციებ-ცხელებით.<ref name=jones-20/>
 
ანტიკური პერიოდის ავტორები აცხადებენ, რომ დომიციანე გარეული იყო ძმის სიკვდილში. მას ან უშუალოდ ადანაშაულებენ ტიტუსის მკვლელობაში,<ref>Philostratus, ''The Life of Apollonius of Tyana'' [http://www.livius.org/ap-ark/apollonius/life/va_6_31.html#%A732 6.32]</ref> ან მიუთითებენ, რომ მან ავადმყოფი ძმა სასიკვდილოდ მიატოვა.<ref name="suetoniusdio-domitianromanhistory-2lxvi-26"/><ref name="diosuetonius-romanhistorydomitian-lxvi-262"/> ისინი იმასაც კი ამტკიცებენ, რომ მის სიცოცხლეში დომიციანე ღიად გეგმავდა შეთქმულებას ტიტუსის წინააღმდეგ.<ref name="dio-romanhistory-lxvi-26"/> შემორჩენილ წყაროებში არსებული ამ მტკიცებების ფაქტობრივი სინამდვილის შემოწმება მარტივი არაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დომიციანეს ძმური სიყვარული ტიტუსის მიმართ მინიმალური უნდა ყოფილიყო, რამდენადაც შვიდი წლის ასაკის შემდეგ დომიციანეს ძმა თითქმის არ ჰყავდა ნანახი.<ref name=jones-20/>
 
მათი ურთიერთობის ბუნების მიუხედავად, როგორც ჩანს, დომიციანემ სასიკვდილოდ მწოლიარე ძმის მიმართ მცირეოდენი თანაგრძნობა გამოიჩინა, ნაცვლად პრეტორიანელთა ბანაკში წასვლისა, სადაც იგი იმპერატორად გამოაცხადეს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს, სენატმა დაამტკიცა დომიციანეს ძალაუფლება. გადასცა ტრიბუნის ძალაუფლება, პონტიფექს მაქსიმუსობა და ავგუსტუსისა და სამშობლოს მამის (''Pater Patriae'') ტიტულები.<ref name=jones-21>Jones (1992), p. 21</ref>
ხაზი 174:
როგორც კი იმპერატორი გახდა, დომიციანე დაუყოვნებლივ შეეცადა დიდი ხნის ნანატრი სამხედრო დიდების მოპოვებას. 82 ან შესაძლოა, 83 წელს იგი გალიაში გაემგზავრა თითქოს მოსახლეობის აღწერის ჩასატარებლად, თუმცა მოულოდნელად ხატებზე თავდასხმის ბრძანება გასცა.<ref name=jones-128>Jones (1992), p. 128</ref> საგანგებოდ ამ მიზნისათვის შეიქმნა ახალი ლეგიონი (''Legio I Minervia''), რომელმაც ხატების ტერიტორიაზე დაახლოებით 75 კმ-ის სიგრძის გზები ააშენა მტრის სამალავების გამოსავლენად.<ref name=jones-130>Jones (1992), p. 130</ref>
 
მიუხედავად იმისა, რომ ამ კამპანიის ფარგლებში გამართული ბრძოლების შესახებ საკმაოდ მწირი ცნობებია შემორჩენილი, დომიციანეს გამარჯვება ადრეულ ეტაპზევე უნდა მოეპოვებინა, რამდენადაც 83 წლის ბოლოსთვის იგი რომში დაბრუნდა, სადაც ტრიუმფი იზეიმა და საკუთარ თავს „გერმანიკუსის“ ტიტულიც უბოძა.<ref name=jones-129>Jones (1992), p. 129</ref> დომიციანეს მოჩვენებით გამარჯვებას აბუჩად იგდებდნენ ანტიკური პერიოდის ავტორები, რომლებიც კამპანიას აღწერენ, როგორც „უაზროს“<ref name=suetonius-domitian-6>Suetoniusსვეტონიუსი, Life''თორმეტი ofკეისრის Domitianცხოვრება'', დომიციანე [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Domitian*.html#6 6]</ref> და „ყალბ ტრიუმფს“.<ref name=tacitus-agricola-39/> მტკიცებულებები რამდენადმე სარწმუნოს ხდის ამ განცხადებებს, რამდენადაც ხატებმა მოგვიანებით, 89 წელს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სატურნინუსის აჯანყებისას.<ref name=jones-131/>
 
==== ბრიტანეთის დაპყრობა (77-84 წწ.) ====
ხაზი 245:
მიუხედავად ამისა, მტკიცებულებათა თანახმად, დომიციანე სენატორთა პოზიციის მიმართ გარკვეულ დათმობებზე მიდიოდა. მაშინ როდესაც ვესპასიანესა და ტიტუსს კონსულის ძალაუფლება დიდწილად ფლავიუსების ოჯახის ხელში ჰქონდათ თავმოყრილი, დომიციანემ ნება დართო პროვინციელთა და შესაძლო მეტოქეთა მოულოდნელად დიდ რაოდენობას დაეკავებინათ კონსულის თანამდებობა და გასძღოლოდნენ ოფიციალურ კალენდარს წლის გახსნით ჩვეულებრივი კონსულების როლში.<ref name=jones-163-8>Jones (1992), pp. 163–168</ref> შეუძლებელია დადგინდეს იყო თუ არა ეს მის მიმართ მტრულად განწყობილ სენატის დაჯგუფებებთან შერიგების გულწრფელი მცდელობა. პოტენციური მოწინააღმდეგეებისათვის კონსულობის შეთავაზებით დომიციანეს შესაძლოა ამ სენატორების მათი მხარდამჭერების თვალში დამცირება სურდა. როდესაც ამ პირების მოქმედება არადამაკმაყოფილებელი ხდებოდა, იწყებოდა სასამართლო პროცესები, რომლებიც მათი გაძევებით ან სიკვდილით დასჯით სრულდებოდა, მათი ქონება კი კონფისკაციას ექვემდებარეობოდა.<ref name=jones-169/>
 
ტაციტუსი და სვეტონიუსი აცხადებენ, რომ დომიციანეს მმართველობის ბოლოსათვის იმატა დევნების რიცხვმა და მკვეთრი მატების წერტილად 93 წელს ასახელებენ ან ზოგჯერ 89 წლის სატურნინუსის წარუმატებელ აჯანყებას.<ref name=tacitus-agricola-45>Tacitus, ''Agricola'' [[s:Agricola#45|45]]</ref><ref name=suetonius-domitian-10>Suetoniusსვეტონიუსი, Life''თორმეტი ofკეისრის Domitianცხოვრება'', დომიციანე [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Domitian*.html#10 10]</ref> სიკვდილით დაისაჯნენ სულ ცოტა 20 სენატორი,<ref>For a full list of senatorial victims, see Jones (1992), pp. 182–188</ref> მათ შორის იყვნენ დომიცია ლონგინას ყოფილი ქმარი, ლუციუს ელიუს ლამია და საკუთრივ დომიციანეს ოჯახის სამი წევრიც: ტიტუს ფლავიუს საბინუსი, ტიტუს ფლავიუს კლემენსი და მარკუს არეცინუს კლემენსი.<ref>M. Arrecinus Clemens may have been exiled instead of executed, see Jones (1992), p. 187</ref> მათგან ზოგიერთი შედარებით ადრე 83 ან 85 წლისთვის დასაჯეს სიკვდილით, თუმცა ტაციტუსს მაინც აძლევს მცირეოდენ საბაბს საიმისოდ, რომ დომიციანეს მმართველობის ბოლო პერიოდი „ტერორის ზეობად“ მოიხსენიოს. სვეტონიუსის თანახმად, ზოგიერთი მათგანი კორუფციის ან ღალატის ბრალდებით გაასამართლეს, სხვებს კი გაცვეთილი, უბრალო ბრალდებები წაუყენეს, რასაც დომიციანე თავისი ეჭვით ამართლებდა:
 
{{ციტირება|ამბობდა, რომ ყველაზე უბადრუკად პრინცეპსები ცხოვრობდნენ, რადგან სანამ სულს არ ამოხდიდნენ, არავინ იჯერებდა, რომ მათ წინააღმდეგ მართლაც იყო მოწყობილი შეთქმულება.<ref>[[Suetonius]], ''[[On the Life of the Caesars|De Vita Caesarum]]'', "Life of Domitian", 21</ref>}}
ხაზი 254:
=== მკვლელობა (96)===
[[Image:Athena ciste.jpg|thumb|სვეტონიუსის თანახმად, დომიციანე ცრუმორწმუნე მოწიწებით სცემდა თაყვანს მინერვას, როგორც მფარველ ქალღმერთს. როგორც ამბობდნენ, მკვლელობის წინ იგი სიზმარში გამოეცხადა იმპერატორს და მის დაცვაზე უარი თქვა.]]
[[96]] წლის [[18 სექტემბერი|18 სექტემბერს]] დომიციანე საიმპერატორო კარის მოხელეთა მიერ მოწყობილი შეთქმულების შედეგად სასახლეში მოკლეს.<ref name="jones-domitian-193">Jones (1992), p. 193</ref> [[გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი|სვეტონიუსის]] ნაშრომი საკმაოდ დეტალურად აღწერს შეთქმულებასა და მკვლელობას. იგი ამტკიცებს, რომ დომიციანეს ხაზინადარი პართენიუსი იყო შეთქმულების მთავარი წამომწყები და მთავარ მოტივად მცირე ხნით ადრე იმპერატორის მიერ საკუთარი მდივნის, ეპაფროდიტუსის სიკვდილით დასჯას ასახელებს.<ref name=grainger-16>Grainger (2003), p. 16</ref><ref name="suetonius-domitian-14">Suetoniusსვეტონიუსი, Life''თორმეტი ofკეისრის Domitianცხოვრება'', დომიციანე [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Domitian*.html#14 14;16]</ref> დომიციანეს სიცოცხლე უშუალოდ პართენიუსის აზატმა, მაქსიმუსმა და იმპერატორის დისწულის, ფლავია დომიცილას მსახურმა, სტეფანუსმა მოუსწრაფეს.<ref name="Grainger 2003, p. 19">Grainger (2003), p. 19</ref>
 
ნაკლებად აშკარაა პრეტორიანელების ნამდვილი მონაწილეობის საკითხი. ამ დროისათვის გვარდიას ტიტუს ფლავიუს ნორბანუსი და ტიტუს პეტრონიუს სეკუნდუსი ხელმძღვანელობდნენ. ამ უკანასკნელისათვის კი თითქმის უეჭველად იყო ცნობილი შეთქმულების შესახებ.<ref name="Grainger 2003, p. 19"/> [[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსი]], რომელიც მკვლელობიდან თითქმის ასი წლის შემდეგ წერდა, შეთქმულებს შორის დომიცია ლონგინასაც ასახელებს, თუმცაღა თუ გავითვალისწინებთ მის დამტკიცებულ ერგულებას ქმრისადმი დომიციანეს გარდაცვალებიდან წლების შემდეგაც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი მართლაც მონაწილეობდა შეთქმულებაში.<ref name="jones-domitian-37" />
ხაზი 292:
სვეტონიუსის თანახმად, დომიციანე მთლიანად იგონებდა თავის ინტერესს ხელოვნებისა და ლიტერატურისადმი და არასდროს შეუწუხებია თავი კლასიკოს ავტორებს გასცნობოდა. სხვა შემთხვევა, რომელიც იმპერატორის სიყვარულის ეპიგრამულ გამოხატვაზე მიანიშნებს, აღნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, მისთვის უცხო არ იყო კლასიკოსი მწერლები და ამასთან იგი მფარველობას უწევდა პოეტებსა და არქიტექტორებს, დააარსა სახელოვნებო ოლიმპიადა და პირადად აღადგინა რომის დამწვარი ბიბლიოთეკა დიდი ხარჯის ფასად.<ref name=jones-198/>
 
თორმეტი კეისრის ცხოვრება, აგრეთვე, გადმოგვცემს რამდენიმე შეურაცხმყოფელ ამბავს დომიციანეს საქორწინო ცხოვრებასთან დაკავშირებით. სვეტონიუსის თანახმად, დომიცია ლონგინა 83 წელს ცნობილ მსახიობთან, პარისთან ურთიერთობის გამო გააძევეს. როგორც ამბობდნენ, როდესაც იმპერატორმა ამის შესახებ შეიტყო, პარისი ქუჩაში მოკლა და დაუყოვნებლივ გაეყარა ცოლს. სვეტონიუსი იმასაც ამატებს, რომ დომიციას გადასახლების შემდეგ, დომიციანემ დაიბრუნა იულია, როგორც საყვარელი, რომელიც მოგვიანებით აბორტის წარუმატებელი მცდელობის შედეგად გარდაიცვალა.<ref name=jones-35/><ref name="suetonius-domitian-22">Suetoniusსვეტონიუსი, Life''თორმეტი ofკეისრის Domitianცხოვრება'', დომიციანე [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Domitian*.html#22 22]</ref>
 
უნდა ითქვას, რომ ამ ყოველივეს თანამედროვე ისტორიკოსები მეტად არადამაჯერებლად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ დომიციანეს ღალატთან დაკავშირებულ ამგვარ ღვარძლიან ჭორებს ანტიკური პერიოდის ისტორიკოსები მიზანმიმართულად იმეორებდნენ, რათა ხაზი გაესვათ იმპერატორის ფარისევლობისათვის, რომელიც საჯაროდ ავგუსტუსისეული მორალის აღორძინებას ქადაგებდა, პირად ცხოვრებაში კი არაზომიერებას ემორჩილებოდა და გარემოცვაც კორუმპირებული ჰყავდა.<ref>Levick (2002), p. 211</ref> მიუხედავად ამისა, სვეტონიუსის ნაშრომი საუკუნეთა განმავლობაში დომინირებდა საიმპერატორო ისტორიოგრაფიაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დომიციანე“-დან