რკინის ხანა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ Bot: 100 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q11764 |
No edit summary |
||
ხაზი 7:
== რკინის ხანა საქართველოს ტერიტორიაზე ==
მეცნიერებაში დამკვიდრდა შეხედულება, რომ გვიანდელი ბრინჯაოს - ადრინდელ რკინის ხანაში კავკასიის ტერიტორიაზე რამდენიმე არქეოლოგიუი კულტურა იყო: ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში - ყუბანისპირეთის, ცენტრალურში - ყუბანის და მის აღმოსავლეთით - ყაიაქენთ-ხოროჩოისა. ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში - კოლხური, აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ აზერბაიჯანსა და სომხეთის უდიდეს ნაწილში - ცენტრალური ამიერკავკასიური, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში - თალიშისა. რკინის ფართოდ ათვისების ხანაში სომხეთის ტერიტორიაზე გავრცელდა ურარტული კულტურა, რომლის გავლენა საქართველოს სამხრეთ რაიონებშიც აისახა. შემდგომი კვლევ-ძიების შედეგად აღნიშნული მოსაზრებანი რამდენადმე შეიცვალა. მაგალითად, ყაიაქენთ-ხოროჩოის კულტურა ძირითადად შუა ბრინჯაოს ხანისად მიიჩნიეს. ადრინდელი რკინის ხანას ალბათ ამ კულტურის მხოლოდ ყველაზე გვიანდელი პერიოდის ძეგლები ეკუთვნის. საკუთრივ რკინის ხანაში დაღესტნის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში არსებობდა სარმატულთან ახლოს მდგომი არქეოლოგიური კულტურა, ხოლო სამხრეთით გავრცელებული იყო წინამორბედ კულტურასთან გენეტიკურ კავშირში მყოფი ე. წ. მუგერგანის
რკინა-ფოლადის წარმოების დონისა და მასშტაბის მიხედვით, რკინის ხანა საქართველოს ტერიტორიაზე 2 ძირითად პერიოდად იყოფა: ადრინდელ რკინის ხანად და რკინის ფართოდ ათვისების ხანად. მცხეთის მასალების მიხედვით, რკინის ფართოდ ათვისების ხანაში 3 საფეხურის გამოყოფა ხერხდება. რკინის ხანა ამიერკავკასიასა და, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ერთდროულად არ დაწყებულა. რკინის წარმოების უძველესი კერაა რკინის მადნებით მდიდარი ქვემო ქართლი. აქ აღმოჩენილი რკინის ნივთები ძვ. წ. XIV-XIII საუკუნეებით თარიღდება. ერთ-ერთი უძველესი კერა უნდა იყოს სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთი, სადაც რკინის წარმოება მაგნეტიტის უხვად შემცველი ქვიშის ბაზაზე განვითარდა.
|