კოპალიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
საგვარეულო გერბის დამატება
საგვარეულო გერბი. შედგენილია ვალერიანე კოპალიანის მიერ ისტორიულ წყაროებზე და მასალებზე დაყრდ.
ხაზი 1:
[[ფაილი:Kopaliani COA.png.jpg|220x220px210x210px|მინი|'''კოპალიანების საგვარეულო გერბი''' ]]
'''კოპალიანები''' — ქართული (ლეჩხუმური) წარმოშობის გვარი. დღესდღეობით ძირითადად ცხოვრობენ [[ცაგერის მუნიციპალიტეტი|ცაგერის მუნიციპალიტეტში]],სადაც ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარია, ასევე ქუთაისში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თბილისში და საკმაოდ მრავალრიცხოვანი განსახლება აქვთ [[აფხაზეთი|აფხაზეთშიც]]. კოპალიანთა თავდაპირველ სამოსახლოდ ითვლება სოფელი [[ზარაგულა]]. გვარის ეტიმოლოგია წარმოშობილია ადგილობრივი ღვთაების [[კოპალა|კოპალას]] კულტიდან. კოპალიანები ჩნდებიან XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან. გვარის თავდაპირველი სტატუსი არც ისე მაღალი იყო თუმცა შემდგომში ზოგიერთ შტოში ჩნდებიან [[ლეჩხუმი|ლეჩხუმის]] თავადაზნაურთა საგვარეულოებს შორის. ზეპირსიტყვიერი გადმოცემებით გვარის ისტორიაში არსებობს ლეგენდა მისი წარმოშობის შესახებ: ფუძემდებელმა მოინადირა მთის ვეფხვი, რომლის ტყავიც ადგილობრივ მმართველს/მეფეს მიართვა. საჩუქრის საფასურად მმართველმა მას ასეთი პირობა მისცა-ერთი დღის განმავლობაში ფეხით უნდა შემოევლო მის მიერ არჩეული ადგილისთვის და სწორედ იმ ტერიტორიას გადასცემდა მას ძღვენად. ამ ადგილს უკავშირებენ კოპალიანთა მთავარი შტოს წარმოშობის ადგილ სოფელ [[ზარაგულა|ზარაგულას]]. გვარში გამოიყოფა ორი მთავარი შტო: [[ზარაგულა|ზარაგულას]] კოპალიანები და [[ლუხვანო|ლუხვანოს]] კოპალიანები. ეს უკანასკნელი უფრო გვიანდელი შტოა. დღესდღეობით კოპალიანთა გვარის წარმომადგენელთა რაოდენობა დაახლოებით ხუთი ათასია.
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოპალიანები“-დან