თავდგირიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 30:

==ალი-ფაშა თავდგირიძე==
ოსმალეთის იმპერიაში დარჩენილ თავდგირიძეთაგან პირველმა ისლამი მამუკა თავდგირიძის ვაჟმა, მაქსიმემ მიიღო. ის სულეიმანად იწოდა და თურქებმა ქობულეთის სანჯაყის გამგებლად დანიშნეს. სულეიმანის შვილი იყო მემედ-ბეგი, ხოლო მემედ-ბეგის შვილები ოსმან-ბეგი და ალი-ფაშა. ალი-ფაშასწლების ფაშადმანძილზე გახდომაშიცდილობდნენ დიდითავდგირიძეები როლიფაშის ითამაშატიტული მისმა დედამმიეღოთ, [[ლაზები|ლაზმა]]თუმცა ქალმა,ეს რომელიც აქტიურად იბრძოდა [[ყირიმის ომი|ყირიმის ომში]] რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი 1877-1878|1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის]] დროსმხოლოდ ალი-ფაშა შეხვდათავდგირიძემ [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნატორს]] და შესთავაზა ქობულეთის მხარის მოსახლეობის მხარდაჭერაშეძლო, თურომელიც რუსეთი ომში გამარჯვების შემდეგ ქვემო გურიას მას დაუმტკიცებდა სამფლობელოდ, თუმცა შეთანხმების მიუხედავად,ისტორიას ალი-ფაშამფაშა მაინცთავდგირიძის ოსმალეთისსახელით მხარე დაიჭირა ომში და 1878 წელს ოსმალეთში გადასახლდაშემორჩა. მასზე შექმნილია ხალხური სიმღერა „[[ალი-ფაშა]]“.

ალი თავდგირიძე თავდაპირველად სტამბულში, სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ ოსმალეთის არმიაში მსახურობდა. მოგვიანებით დაბრუნდა მშობლიურ მხარეში, ქვემო გურიაში, რომელიც უკვე ჩურუქ-სუს სახით ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და [[გრიგოლ გურიელი|გრიგოლ გურიელს]] დაუახლოვდა. ალი თავდგირიძის სახლში ღამეს ათევდნენ ყაჩაღები, რომლებიც გურიიდან გოგო-ბიჭებს იტაცებდნენ და შემდეგ ტყვედ ჰყიდდნენ ოსმალეთში. ის აჭარაში ერთ-ერთ სასტიკ მმართველად ითვლებოდა.

ალი-ფაშას ფაშად გახდომაში დიდი როლი ითამაშა მისმა დედამ, [[ლაზები|ლაზმა]] ქალმა დინდინ ხანუმმა. დინდინ ხანუმი ძლიერი და გაბედული ქალი იყო, აქტიურად იბრძოდა [[ყირიმის ომი|ყირიმის ომში]] რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ის სულთნის კარამდე ჩავიდა შვილისთვის ფაშას ტიტულის სათხოვნელად. მას შემდეგ, რაც ალი თავდგირიძემ ფაშობა მიიღო, კიდევ უფრო სასტიკი და დაუნდობელი გახდა. ანდაზაც იყო აჭარაში გავრცელებული: „ალი-ფაშას სამართალი ფულით იყიდებოდაო“.

[[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის]] დროს ალი-ფაშამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 1877 წელს გრიგოლ გურიელი აჭარის მმართველ ბეგებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. გურიელი ბეგებს სთხოვდა რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობა არ გაეწიათ და ბრძოლა არ გაემართათ. მათ შორის იყო ალი-ფაშაც. გურიელი სთხოვდა ალი-ფაშას, დაფიქრებულიყო და რუსეთის მხარეს გადასულიყო. თუ ასე მოიქცეოდა პატივი და დიდება არ მოაკლდებოდა. და არც ხალხი დაიღუპებოდა უაზრო ბრძოლაში. ალი-ფაშა მოლაპარაკებებისას შეხვდა [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნატორს]] და შესთავაზა ქობულეთის მხარის მოსახლეობის მხარდაჭერა, თუ რუსეთი ომში გამარჯვების შემდეგ ქვემო გურიას მას დაუმტკიცებდა სამფლობელოდ. სხვადასხვა ცნობის მიხედვით, ალი ფაშას უნდოდა რუსეთის მხარეს გადასვლა, მაგრამ ოსმალო მმართველებს ვერ დააღწია თავი. ერთის მხრივ რუს გენერლებს წერილებს წერდა, მეორეს მხრივ კი ოსმალო მმართველებს ერთგულებას ეფიცებოდა. ოსმალებმა შეიტყვეს მისი ღალატი. სწორედ ოსმალეთისადმი ღალატის ეს ფაქტია ასახული მასზე შექმნილ ხალხურ სიმღერაში „[[ალი-ფაშა]]“.

ხვანთქარი და რუსი ჩხუბობს, იგივ არის ორივ ეშვი

ალიფაშამ გვიღალატა ჩაგვიყვანა [[კვირიკეთი|კვირიკეთში]]

იმან ფულები აიღო ჩვენ ჩაგვყარა რუსის ხელში

კაი არც მას დამართნია ბაწრით ჩაითრიეს გემში

მისი ყვირილი ისმოდა სუფსას გაღმა [[ბაილეთი|ბაილეთში]]

ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ, რაც ალი-ფაშას ორგულობის შესახებ შეიტყვეს, ოსმალებმა გემზე აიყვანეს, ორი კილო ოქრო გაადნეს, პირში ჩაასხეს და ისე იძიეს შური. თუმცა წყაროების ცნობით ეს ფაქტი არ დასტუდება. ომის შემდგომ, რაც რუსეთის იმპერიამ აჭარა შეიერთაქართველი მუსლიმი გადასახლდა ოსმალეთში, ბევრი სწორედ ალი ფაშას დიდი ძალისხმევით. ალი-ფაშა ჯერ ბათუმში, შემდეგ ქობულეთში დაბრუნდა და მუჰაჯირობის მსურველებს უწყობდა ხელს ოსმალეთის იმპერიაში გადახვეწაში. ალი-ფაშა ხალხში დადიოდა და მოუწოდებდა, არ დარჩენილიყვნენ, მუსლიმობა ცუდ დღეში ჩავარდება და ყველას გაგაქართველებენო. ალი-ფაშა თავდგირიძე მიუხედავად მისი სისასტიკისა და უსამართლობისა ხალხში მაინც დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ხალხი უსმენდა. სწორედ ამ ფაქტორის გამო მას ხალხი ენდო. როგორც კი ალი-ფაშამ დაინახა ხალხის ნდობა, უკან სტამბულში დაბრუნდა, სულთნის წინაშე წარსდგა და უთხრა, მთელს ჩემს მხარეს ოსმალეთში გადმოსახლება სურს და ამ საქმეში დაგვეხმარეთო. სულთანმა ამის გამო ალი-ფაშა დააჯილდოვა და უკან საქართველოში გამოუშვა. ალი-ფაშა დაბრუნდა საქართველოში და ქობულეთში ხალხის მომზადება დაიწყო ოსმალეთში გადასასახლებლად. მუჰაჯირობის ტალღა კახაბერსა და მარადიდსაც გადასწვდა. ხალხი სახლებს, ქონებას ჩალის ფასად ჰყიდდა და ოსმალეთში მიდიოდა უკეთესი ცხოვრების იმედით. ოსმალეთში გადასახლდა თავად ალი-ფაშაც. მას იმ ღვაწლისთვის, რაც ოსმალეთის იმპერიისთვის გაიღო, პენსია დაუნიშნეს და ქალაქ სამსუნის მახლობლად დაასახლეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა კიდეც.

==ჰასან-ბეგ თავდგირიძე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თავდგირიძეები“-დან