ძველი ბერძნული მუსიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ძველი ბერძნული მუსიკა''' ძვ. წ. II ათასწლეულიდან იღებს სათავეს. იგი [[ბერძნები|ბერძენთა]] ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო და მას აღმზრდელობითი მნიშვნელობაც ჰქონდა. [[მუსიკა]] შედგა ნადიმის, ქორწინების, ომების, დასაფლავების, რელიგიური დღესასწაულებისა და თეატრალური წარმოდგენების დროს. [[ძველი საბერძნეთი|ძველ საბერძნეთში]] უამრავი საკულტო–რელიგიური დღესასწაული იმართებოდა, რომელიც სხვადასხვა [[ღმერთი|ღმერთებს]] ეძღვნებოდა. დღესასწაულები მლოცველთა სვლებით, საზეიმო საგუნდო გალობით ტარდებოდა. თანდათან ეს საკულტო ზეიმები დიდ საერთო–სახალხო დღესასწაულებად იქცა. ასეთები იყო – დიონისეები, პითიური, ისტიმური ზეიმები, [[ოლიმპიური]] თამაშობანი და სხვა. ისტიმური დღესასწაულები ზღვის ღმერთს პოსეიდონს ეძღვნებოდა და კორინთოს მახლობლად, [[პოსეიდონი]]ს ტაძარში იმართებოდა. პითიური ზემები კი ქ. [[დელფოსი|დელფოსში]] [[აპოლონი]]ს მიერ ურჩხულზე გამარჯვების აღსანიშნავად ეწყობოდა. ძველი ბერძნული [[მითოლოგია]], [[პოეზია]] და [[ლიტერატურა]], სახვითი ხელოვნების ნიმუშები მოწმობენ, რომ ძველ საბერძნეთში მუსიკალური ხელოვნება მაღალი დონის იყო, სამწუხაროდ, თავად მუსიკის ნიმუშები ჩვენამდე მცირე რაოდენობითაა მოღწეული. მუსიკის ჩასაწერად ბერძნები იყენებდნენ ბერძნული და [[ფინიკიური დამწერლობა|ფინიკიური ანბანის]] ასოებს. აღმოჩენილი და, ნაწილობრივ, გაშიფრულია ძველი ბერძნული მუსიკის რამდენიმე ფრაგმენტი. მათგან აღსანიშნავია მუსიკა ევრიპიდეს ტრაგედიიდან „ორესტე“, სამგლოვიარო და ლირიკური სიმღერები, აპოლონის სადიდებელი ჰიმნები... დღემდე მოაღწია [[ფლეიტა]]სა და [[არფა]]ზე შემსრულებელთა ქანდაკებებმა, ლარნაკებმა, რომლებზეც გამოსახულია ლირასა და ავლოსზე დაკვრის სცენები. ამის გარდა ცნობები ძველი ბერძნული მუსიკის შესახებ გვხვდება [[ჰომეროსი]]ს ცნობილ პოემებში. მის „[[ილიადა]]სა“ და „[[ოდისეა]]ში“ აღწერილია შრომის სცენები, რელიგიური ცერემონიალები და ა.შ. ძველ საბერძნეთში გავრცელებული იყო ერთხმიანობა, როგორც სოლო, ასევე საგუნდო შესრულება. ბერძნულ სიმიან ლირასთან, რომლის თანხლებითაც სრულდებოდა მელოდიები ტეტრაქორდის ფარგლებში. ტეტრაქორდებს აგებდნენ სხვადასხვა ბგერებიდან და სხვადასხვა კილოებს ქმნიდნენ. ცნობილია – დორიული, ფრიგიული, ლიდიური და სხვა კილოები. საბერძნეთში მთავარი საკრავები ლირა და კითარა იყო. ძველი ბერძნული ლირა მარტივი აგებულებისაა – ხის ფიგურულ ჩარჩოზე ჰორიზონტალურად გადაჭიმულია 4 სიმი. [[კითარა]] [[ლირა]]ს ჰგავს, მაგრამ აღემატება ზომითა და სიმების რაოდენობით.
 
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი|მუსიკა]]