ყირიმის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დამატებული მასალა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება
ხაზი 42:
'''რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსია''' — სამხედრო და პოლიტიკური ქმედებების ერთობლივობა, რომელიც მიმართულ იქნა [[უკრაინა|უკრაინის]] ტერიტორიალური მთლიანობის წინააღმდეგ [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციის]] მიერ. უკრაინის ტერიტორია [[ყირიმი]] ანექსირებულ იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლის 18 მარტს. ყირიმის ნახევარკუნძული დე-ფაქტოდ შეიყვანეს ფედერაციის შემადგენლობაში როგორც [[ყირიმის ფედერალური ოლქი]], რომელიც შედგება რუსეთის ფედერალური ორი ერთეულისგან — [[ყირიმის რესპუბლიკა]] და ქალაქი [[სევასტოპოლი]]. ანექსიას წინ უძღოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე [[რუსეთის შეიარაღებული ძალები]]ს ინტერვენცია და ოკუპაცია, რაც განხორციელდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა რევოლუცია — ხალხი აჯანყდა რუსეთის მიმართ ლოიალური პრეზიდენტის [[ვიქტორ იანუკოვიჩი]]ს და მისი პარტიის წინააღმდეგ. ყირიმში ინტერვენცია იყო უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ფართო მღელვარების ერთ-ერთი შემადგენელი.
 
22-23 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტი [[ვლადიმირ პუტინი]] მთელი ღამე მართავდა შეხვედრას უსაფრთხოების და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, რომელზეც განიხილავდნენ ჩამოგდებული პრეზიდენტ იანუკოვიჩის შესაძლო დახმარების სცენარებს. ამ შეხვედრის დასასრულს პუტინმა აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა დავიწყოთ ყირიმის რუსეთისთვის დაბრუნებაზე მუშაობა“. 23 თებერვალს რუსეთის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ყურიმისყირიმის ქალაქ სევასტოპოლში. 27 თებერვალს შენიღბულმა რუსულმა ჯარებმა, რომელთაც მოხსნილი ჰქონდათ ყველანაირი საამომცნობო ნიშანი, აიღეს ყირიმის უმაღლესი საბჭოს შენობა, დაიკავეს ყირიმის სტრატეგიული ობიექტები, რასაც მოყვა პრო-რუსული მთავრობის დანიშვნა აკსიონოვის თაოსნობით და ყირიმის დამოუკიდებლობის გამოცხადება.
 
უკრაინის მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსირებით დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობა და შეთანხმებები, მათ შორის 1991 წლის შეთანხმება [[დსთ]]-ის ჩამოყალიბების შესახებ, [[ჰელსინკის შეთანხმება]], 1994 წლის ბირთვული იარაღის განუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება და რუსეთ-უკრაინას შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და პარტნიორობის შეთანხმება. აღნიშნული ქმედება დაგმობილ იქნა მსოფლიოს მრავალი ლიდერის მიერ, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიით დაირღვა უკრაინის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შესახებ 1994 წელს გაფომებულ ბიდაპეშტის მემორანდუმი, რომელზეც რუსულ მხარეს აქვს ხელმოწერილი. იგი გახდა [[დიდი რვიანი]]ს დანარჩენი წევრების მიერ ჯგუფიდან რუსეთის გარიცხვის გადაწყვეტილების, შემგომ კი, ქვეყანაზე სანქციების პირველი პაკეტის დაკისრების საფუძველი. [[გაეროს გენერალური ასამბლეა|გაეროს გენერალურმა ასამბლეამ]] მიიღო „საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის ტერიტორიალური მთლიანობის“ აღიარების შესახებ რეზოლუცია და ასევე არ სცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ხმის მიცემა და ანექსიის კანონიერება.
ხაზი 49:
 
რუსეთის ფედერაცია ეწინააღმდეგება „ანექსიის“ იარლიყს და როგორც ვლადიმირ პუტინი განსაზღვრავს, რეფერენდუმი იყო ხალხის თვითგამორკვევის უფლების რეალიზაცია. 2015 წლის ივლისში რუსეთის პრემიერ-მინისტრამა [[დიმიტრი მედვედევი|დიმიტრი მედვედევმა]] განაცხადა, რომ ყირიმი სრულად იქნა ინტეგრირებული რუსეთთან.
 
აღსანიშნავია ისიც, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობამ, რომლებიც ეთნიკყრად რუსები არიან. რაც შეეხება ყირიმელ თათრებს - ისინი კატეგორიულად წინააღმდეგნი იყვნენ რუსეთთან შეერთებაზე.
 
== წინაისტორია ==