ფშავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 148:
||[[ხახაბო]] ||მამიაურები, მინდიკაურები, ხოსიაურები
|}
[[სურათი:ლაშარი.jpg|thumb|300px|ლაშარი]]
 
თორმეტივე თემისთვის საერთო სალოცავს წარმოადგენს [[ლაშარი]]ს ჯვარი და [[ღელე]] (თამარის სალოცავი).
 
ხაზი 155:
ყველა ხატს თავისი საბრძანისი ადგილი აქვს ანუ ადგილი, სადაც ღამით [[ხატის ანგელოზი]] ნათელ სვეტად ეშვება. ხატის საბრძანისი წმინდა და შეუვალ ადგილს წარმოადგნს, რომელიც, როგორც წესი, მუხისა და იფნის ხეებით არის გარშემორტყმული. ხელშეუხებელია ხატის ეს [[ხეივანი]]ც.
 
ხატის საბრძანისი და მისი ნაგებობები (დარბაზი, საზარე, სასანთლე) ფშავში ყველგან ერთნაირად არის წარმოდგენილი. ხატის ადგილი ჩვეულებრივ ღობე–ყორით არის შემოსაზღვრული. მისავალში ფიქალი ქვებისაგან აშენებულია პატარა [[სასანთლე]]. შორიახლოს აშენებულია ასევე საზარე, რომელშიც ერთი ან რამდენიმე სხვადასვა ზომის [[ზარი]]ა დაკიდებული. იგი წარმოადგენს ოთხსვეტიან ნაგებობას. ძველი საზარეები პირამიდული ფორმის [[სიპი]] ქვებითაა გადახურული, რომელსაც ზედ აყუდია ფილთაქვის ფორმის შირიმის ქვა. შედარებით ახალ საზარეებს (რესტავრირებულებს) თუნუქის სახურავი აქვს, და ხშირად ჯვარიც უკეთია. [[სურათი:ლაშარი.jpg|thumb|300px|ლაშარი]]
 
ხატის შუა მოედანზე ხატის "ნიშ–საბრძანისია" განთავსებული. ნიში ქვის ფილისაგან (სიპი ქვისაგან) არის მშრალად აგებული. ფორმით ოთხუთხაა და წინ პატარა თახჩა აქვს გამოჭრილი. მისი სახურავი ასევე პირამიდული ფორმისაა. იქვეა ხატის "მკვრივი" ანუ ხატის [[საგანძური]]ს სამალავი. მკვრივი ოთხივე მხრივ შეკრულია (პირამიდული ფორმის ნაგებობა ფართით 2x2 მ), ნაგებია მკვიდრად და შეუვალია. სამალავის ახდა დაუშვებელია და თუ ვინმე ამას ჩაიდენს, მკაცრადაც ისჯება სიკვდილით ან ჭკვაზე გადაცდომით (ამის მაგალითები არა ერთია).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფშავი“-დან