კრახუნა თეთრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''კრახუნა''' - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯიში გამოიყენება ევროპული და იმერული ტრადიციული ღვინოების, ასევე მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. ევროპული წესით დაყენებული ღვინო მოყვითალო-ჩალისფერია, ხასიათდება სისრულით, ენერგიითა და სასიამოვნო გემოთი. იმერული წესით დაყენებული კრახუნას ღვინო ხასიათდება ლამაზი შეფერილობით, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, დიდი სხეულითა და ჰარმონიით, კარგი გემოთი. დაძველებისას კრახუნას ღვინო საგრძნობლად უმჯობესდება. იგი ლამაზ მოოქროსფრო ყვითელ ფერს იღებს და ივითარებს ძლიერ ჯიშურ ბუკეტს. ყურძნის დაგვიანებით დაკრეფისას კრახუნასგან შეიძლება დამზადდეს განსაკუთრებული მაღალი ხარისხის შემაგრებული და სადესერტო ღვინო, რომელიც ხასიათდება მდიდარი ჯიშური არომატითა და ხალისიანი მჟავიანობით. ჯიში საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ზესტაფონში ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 21,0-23,0 %-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-8,5 გ/ლ-ს.
'''კრახუნა''' — ქართული თეთრყურძნიანი საღვინე [[ვაზი]]ს ჯიში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, [[იმერეთი]]ს რაიონებში. საშუალო მოსავლიანობა 80-100 ც/ჰა. მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში. ყურძნის წვნის შაქრიანობა 21-24%. შეტანილია საქართველოს სამრეწველო ვაზის ჯიშთა სორტიმენტში. კრახუნასგსნ მზადდება მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინო. ჯიშის მცირე გავრცელების გამო კრახუნასგან სუფთა ჯიშურ [[ღვინო]]ს არ ამზადებენ და სამარკო ღვინის კუპაჟში იყენებენ.
 
==იხილეთ აგრეთვე==
*[[ქართული ვაზის ჯიშები]]
*http://georgianwine.gov.ge/geo/text/125/
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კრახუნა_თეთრი“-დან